• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „სილამაზის ქალაქი“ – ინოვაციური ესთეტიკა ქუთაისის ხასიათით

ადგილი, სადაც არქიტექტურა, ხელოვნება და ადამიანები ერთ ისტორიად იქცევა

July 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წერეთლის ქუჩაზე, იქ სადაც მუსიკის ჰანგები ისმის, ძველი სახლის ულამაზესი კარია. მის მიღმა კი სივცრე, სადაც მომაჯადოებელი სილამაზე იქმნება.

შესვლისთანავე ესთეტიკა და გემოვნება იგრძნობა. თითოეულ დეტალზე ნაფიქრია. აქაური სტილი და დეკორი ძალიან ერგება მეოცე საუკუნის დასაწყისის ქუთაისის ხასიათს,  იმ დროს, როცა ის ყველაზე ევროპული ქალაქი იყო და პარიზული მოდა,  აქ, მხოლოდ 2 კვირის დაგვიანებით ჩამოდიოდა.

ხუთი წელია „სილამაზის ქალაქი“ ნაბიჯ-ნაბიჯ, რუდუნებით იქმნება. აქაურობის შემოქმედი და სულისჩამდგმელი კი ესთეტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი, ლელა ჯიშკარიანია.

მისი სახელი დიდი ხანია დაკავშირებულია სანდო და პასუხისმგებლიან პროფესიონალიზმთან, რომელიც ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება და არც მიღწეულით კმაყოფილდება, მუდმივად ვითარდება, წინ მიიწევს და თანამედროვე ესთეტიკის ინოვაციები პირველს შემოაქვს, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც. სილამაზის ინდუსტრიის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ლელა ჯიშკარიანი თავად მოუყვება OK! ქუთაისის მკითხველს.

ციფრულ ეპოქაში საკუთარი თავის პოპულარიზება მარტივია. მცირე უნარებიც საკმარისია, რომ ძალიან სწრაფად გახდე ცნობადი სახე, მაგრამ ნდობის მოპოვება რთულია. პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პასუხისმგებლობა არის თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი გრძელვადიანი წარმატებისთვის და რა უფრო მნიშვნელოვანია, პოპულარობა თუ პროფესიული რეპუტაცია?

სილამაზის სფეროში ჩემი პროფესიული საქმიანობა უკვე 16 წელს მოიცავს. ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება, მუდმივი განვითარება და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, გახდა ის მყარი საფუძველი, რომელზეც ჩემი პროფესიული წარმატება აშენდა. ბოლო ხუთი წელია საქმიანობას სრულიად დამოუკიდებლად ვახორციელებ, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, დისციპლინასა და პროფესიულ სიზუსტეს მოითხოვს.

თითოელი პროექტი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო პროცესი არ არის. ეს, იდეის გააზრება, დეტალების სრულყოფილად დამუშავება და მაღალი ხარისხის შედეგის შექმნაა.

ამ სფეროს ყველა ასპექტი სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი და პრაქტიკაში დანერგილი. სწორედ, მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიული ცოდნისა და საქმისადმი ერთგულების შედეგად შევძელი ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერითა და ხარისხით.

განსაკუთრებით სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე შემოვიტანე ვინტაჟური სტილი, რაც მანამდე პრაქტიკულად არ არსებობდა. ეს სიახლე არა მხოლოდ განსხვავებული ხედვის, არამედ პროფესიული გამბედაობისა და ინოვაციური მიდგომის შედეგია.

მჯერა, წარმატება შემთხვევით არ მოდის. იგი არის წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, მუდმივი განვითარების, პასუხისმგებლობისა და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობის შედეგი. სწორედ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი მიღწევები არა დროებითი, არამედ გრძელვადიანი და მდგრადი წარმატების საფუძველია, რომელიც მომავალშიც პროფესიული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს.

სილამაზის სფერო ერთ-ერთია, სადაც წარმატება მხოლოდ  ხილვადობით არ იზომება. რა ქმნის ნამდვილ ავტორიტეტს სილამაზის ინდუსტრიაში, ხილვადობა თუ მომხმარებლის ნდობა?

16 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, სწორედ, პროფესიული რეპუტაციის შექმნას ვანიჭებდი უპირატესობას. მომხმარებელთა ნდობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და თითოეული დეტალისადმი ყურადღება, გახდა ჩემი წარმატების მთავარი საფუძველი. მიმაჩნია, რომ ძლიერი პროფესიული რეპუტაცია არა მხოლოდ დღევანდელ წარმატებას, არამედ გრძელვადიან განვითარებასა და სტაბილურ მომავალსაც განაპირობებს.

როგორ ფიქრობთ, საკმარისია თუ არა წარმატებისთვის სოციალური მედიით აქტიურობა, რა რისკებს ქმნის ასეთ პოპულარობაზე დაფუძნებული კარიერა და აქვე გკითხავთ, როგორ უნდა გამოიყენოს თქვენს სფეროში პროფესიონალმა სოციალური მედია?

სოციალური მედიით აქტიურობა წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ხარისხიან მომსახურებას. სოციალური მედია ზრდის ხილვადობას, ხოლო წარმატების საფუძველს მომხამარებლის ნდობა და პროფესიული რეპუტაცია ქმნის.

როგორ იქმნება რეალური ავტორიტეტი სილამაზის ინდუსტრიაში, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება მის ჩამოსაყალიბებლად?

რეალური ავტორიტეტი სილამაზის ინდუსტრიაში არ იქმნება მხოლოდ წარმატებული ბიზნესით ან ცნობადობით. ის ყალიბდება წლების განმავლობაში პროფესიონალიზმით, თანამიმდევრულობით, ეთიკური პასუხისმგებლობითა და იმ ნდობით, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად გიცხადებს.

ამ გზაზე მუდმივი განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება გადამწყვეტია. სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება, იცვლება ტექნოლოგიები, მეთოდები და საერთაშორისო სტანდარტები. თუ პროფესიონალი არ სწავლობს, არ ვითარდება, ის ვერ შეძლებს მომხმარებელს საუკეთესო და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს.

ჩემი რწმენით, ავტორიტეტი არის სტატუსი, რომელსაც ერთხელ მოიპოვებ. ის არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა, მუდმივი განვითარება და საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოთხოვნები. სწორედ, ასე იქმნება არა მხოლოდ წარმატებული სპეციალისტი, არამედ ძლიერი ბრენდი, რომელსაც ადამიანები ნდობით ირჩევენ. არ არსებობს წარმატების ფორმულა, არსებობს მიზანი და დაუღალავი შრომა.

როგორ წარმოგიდგენიათ სილამაზის ინდუსტრიის მომავალი, რა მნიშვნელობა ექნება ნდობასა და რეპუტაციას მომავალში?

ვფიქრობ, სილამაზის ინდუსტრიის მომავალი კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული პროფესიონალიზმთან, ინოვაციებთან და ინდივიდუალურ მიდგომასთან. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ჩნდება ახალი მეთოდები და შესაძლებლობები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანი და მისი ნდობაა.

მომავალში მომხმარებელი მხოლოდ კარგ შედეგს აღარ ეძებს. ის ირჩევს იმ ადგილს, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სწორედ, ამიტომ ნდობა და რეპუტაცია გახდება ნებისმიერი ბრენდის ყველაზე დიდი კაპიტალი.

ჩემთვის „სილამაზის ქალაქის“ წარმატება ყოველთვის ეფუძნება არა მხოლოდ ესთეტიკურ შედეგს, არამედ იმ ურთიერთობას, რომელსაც თითოეულ სტუმართან ვაშენებთ. ხარისხი შეიძლება ბევრმა შესთავაზოს, მაგრამ ნდობა მხოლოდ წლების განმავლობაში თანმიმდევრული მუშაობით, პროფესიული ეთიკითა და გულწრფელი დამოკიდებულებით იქმნება. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ მომავალშიც ყველაზე წარმატებული იქნებიან ის ბრენდები, რომლებიც მომხმარებლის ნდობას ყველაზე მეტად გაუფრთხილდებიან.

რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ინდუსტრიის ლიდერებს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში და თვლით თუ არა, რომ სწორედ ისინი ქმნიან არა მხოლოდ საკუთარ ბრენდს, არამედ მთლიანად სფეროს რეპუტაციას?

მერწმუნეთ, კარგად გავაცნობიერე, რომ ხარისხი მნიშვნელოვანია და მე არ მჭირდება რაოდენობა საკუთარი ღირსების დასადასტურებლად. ჩემი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა (თავისუფლება) შიგნიდან მოდის და არა სხვების მოსაწონად. არასოდეს მეშინია მარტო დარჩენის, რადგან ვიცი საკუთარი ძალა და შესაძლებლობები, ამიტომ ვისწავლე ვის დავუთმო ენერგია და ვინ შემოვუშვა, ვნახე ყალბი მეგობრობა, დრამები, ჭორები და ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, ავაგე მშვიდი და თავისუფალი სივრცე, ცხოვრება და გავხდი ბედნიერი. მე საკუთარ თავთანაც კომფორტულად ყოფნა შემიძლია. ჩემი მცირე წრე შედგება ადამიანებისგან, რომელთაც ვენდობი. მე ვარ ქალი, რომელსაც არ სჭირდება სხვებისგან აღიარება, ზუსტად ვიცი რა არის ჩემი მისია და რა მსურს, რა არ უნდა გავაკეთო, ვარ მშვიდი, თავდაჯერებული და ვიცი ჩემი საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ვეძახი ჩემს თავს – მე, ლელა ვარ, ჯიშკარიანი.

„სილამაზის ქალაქი“ ქუთაისის ისტორიულ უბანში, ძველ სახლში შექმენით. რა ამოცანა გქონდათ დასაწყისში, რა გაძლევდათ ინსპირაციას და როგორ წარმოგიდგენიათ რა ადგილი გექნებათ 5 წლის შემდეგ?

როდესაც „სილამაზის ქალაქი“ შევქმენი, ჩემი მთავარი მიზანი იყო შემექმნა ადგილი, სადაც სილამაზე მხოლოდ მომსახურება არ იქნებოდა. მინდოდა ეს ყოფილიყო სივრცე, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას, ისტორიას და განსაკუთრებულ ემოციას. ამიტომაც შევარჩიე ძველი ისტორიული უბანი, ძველი სახლი, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალური სასწავლებლის წინ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცეს საკუთარი ხასიათი და სული ჰქონოდა. თავიდანვე მინდოდა, რომ სტუმარს აქ შემოსვლისთანავე ეგრძნო განსხვავებული გარემო, ადგილი სადაც ხარისხი, პროფესიონალიზმი და სილამაზე ერთიანდება.

დღეს „სილამაზის ქალაქი“ გამოირჩევა ბაზარზე თავისი კონცეფციით, ხარისხითა და ინდივიდუალური მიდგომით. 5 წლის შემდეგ მას ვხედავ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ესთეტიკურ ცენტრს საქართველოში. ის იქნება ხარისხის, ინოვაციების და ნდობის სიმბოლო. მსურს, რომ ჩვენი სახელი მხოლოდ ქუთაისში კი არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყოს ცნობილი და იქცეს მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული გარემოსა და თანამედროვე ესთეტიკის ჰარმონიული შერწყმა წარმატებულ ბრენდად.

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები