ბავშვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი მიმართულებით, მაშინაც კი, როდესაც მისთვის სათამაშოს ვარჩევთ, საკვებ სკამ-მაგიდას ვყიდულობთ ან სასეირნოდ მიგვყავს… ჯანსაღი გარემო და მის ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა მთავარი წინაპირობაა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული დაკვირვებითა და სიზუსტით უნდა შევარჩიოთ მისთვის მანქანის სავარძელი, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მისი გამოყენება საგრძნობლად ამცირებს სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევებს, რაც დაკავშირებულია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. საბედნიეროდ, ჩვენ გარშემო არიან კომპანიები, რომელთათვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი და განსაკუთრებული ყურადღებით უდგებიან თითოეულ კრიტერიუმს, მათ შორის არიან Volvo, Wishlist-ი და არდი, რომელთა წვლილზეც უფრო ვრცლად გიამბობთ უსაფრთხოების მიმართულებით.
სადაზღვევო კომპანია არდი წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე. წლებთან ერთად არდი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საზოგადოების სულ უფრო და უფრო მძლავრი დასაყრდენი ხდებოდა, რომელიც ინოვაციებზე, ახალ მიდგომებსა და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე იყო ორიენტირებული. ამ მიზნების გათვალისწინებით, არდი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი კომპანია მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა.
საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რაც უფრო მეტად ზრუნავს კერძო ბიზნესი საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ის ორმაგად ზრუნავს თავის მომხმარებელზე, რაც განაპირობებს მათ ნდობას და ლოიალობას, ამით კიდევ უფრო იზრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და ფოკუსირებას ახდენს იმ გამოწვევების მხარდაჭერაზე, რის წინაშეც დგას საზოგადოება კონკრეტულ მოცემულობაში.
არდი, როგორც ეკომეგობრული კომპანია, გლობალურ გამოწვევებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით პასუხობს, რაც მიზნად ისახავს სასიკეთო მწვანე ინიციატივებით გარემოზე ზრუნვას. ხშირად ერთვება სოციალურ კამპანიებში, რაც ორიენტირებულია საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რაც მიმართულია მომხმარებლებისთვის დაზღვევის მიღმა სასარგებლო ბენეფიტების შეთავაზებაზე მათი საჭიროებებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
არდი კერძო ბიზნესსექტორში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მუდმივად ცდილობს, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს საზოგადოების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. CSR სტრატეგიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები და სტრატეგია ემთხვეოდეს კომპანიის ღირებულებებსა და პოლიტიკას.
სადაზღვევო საქმიანობის მაღალი სტანდარტებით განხორციელების პარალელურად, არდი აქტიურად არის ჩართული როგორც სოციალურ, ეკოლოგიურ და საქველმოქმედო, ასევე საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მხარდამჭერ პროექტებში, რაც სწორედ კომპანიის განსაკუთრებით მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
კომპანია არის იმ საზოგადოების ნაწილი, სადაც ის მოღვაწეობს, არის კორპორაციული მოქალაქე და თუ აქვს სურვილი, ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია და ჰყავდეს ლოიალური მომხმარებლები, ანუ ჰყავდეს მეგობრები, საჭიროა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა, რაც მხოლოდ ქმედებით მოიპოვება. სწორად დაგეგმილი და გრძელვადიანი CSR სტრატეგია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ამოცანის ამოხსნაში ეხმარება კომპანიას.
სტრატეგიული კომუნიკაციების წარმართვის დროს უსაფრთხოების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების როლი მომხმარებლის განწყობებისა და ქცევის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ცალსახად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მაღალი სტანდარტებით ხარისხიანი დაზღვევის პარალელურად ხშირად ხორციელდება აქტივობები, აქციები, რომლის ფარგლებშიც კომპანია უზრუნველყოფს დამატებით ბენეფიტებს და მომსახურებებს არდის დაზღვეულებისთვის ავტომობილზე ზრუნვის გასამარტივებლად, რომ მაქსიმალურად შეექმნათ შესაძლებლობები, გამართული ავტომობილებით უსაფრთხოდ იმგზავრონ.
არდი მიესალმება ჟურნალ OK-ს ინიციატივას და სიამოვნებით ერთვება სოციალურ კამპანიაში „შეანელე სვლა“, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად ფასდაუდებელია სიცოცხლე და ადამიანების უსაფრთხოება.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ნომერ პირველი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, უსაფრთხოება როგორც ჩვენი და ჩვენი მგზავრების, ასევე ქვეითების და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების. მით უფრო დღევანდელ რეალობაში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევები ასეთი ხშირია. მოგეხსენებათ, Volvo Cars უკვე ათწლეულებია, წარმოადგენს ლიდერს ავტომობილების უსაფრთხოებაში, ზრუნავს სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებზე.
სწორედ ამ ბრენდს უკავშირდება რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება ავტომობილის უსაფრთხოების ისტორიაში, მათ შორის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. უსაფრთხოების ღვედი იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ახლა გვხვდება სხვადასხვა ბრენდის ავტომობილებში, სწორედ Volvo-ს ინოვაციაა, რომლის საპატენტო უფლებებზეც Volvo Cars-მა სწორედ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად უარი განაცხადა და უსასყიდლოდ გადასცა ეს გამოგონება სხვა ავტომწარმოებლებს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ასევე, Volvo Car-ის სახელს უკავშირდება მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით განთავსებული საბავშვო სავარძელი, დატვირთვის გადასანაწილებლად და დაზიანების შესამცირებლად და მსოფლიოში პირველი ბუსტერი, რომელმაც უსაფრთხოების ღვედთან ერთად, 4 წლიდან ასაკის ბავშვებს საშუალება მისცა, იმოგზაურონ სახით მოძრაობის მიმართულებით, უსაფრთხოდ და კომფორტულად.
უსაფრთოების გამოგონებების შემდეგი ეტაპი იყო ისეთი სისტემების შემუშავება, როგორებიცაა: დაცვის სისტემა გვერდითი დარტყმისას (SIPS), რომელიც ავტომობილის კონსტრუქციის ნაწილი იყო, გვერდითი დარტყმისგან დამცავი სხეულის უსაფრთხოების ბალიშები, და კისრის დაზიანებისგან დამცავი სისტემა(WHIPS). თითოეული ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებდა ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების რისკსა და ხარისხს. Volvo Car-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიურ ინოვაციებს შორის არის, BLIS სისტემაც, ამ სისტემის მეშვეობით ავტომობილი იყენებს კამერებს ან რადარებს სხვა ავტომობილების მიახლოების დასადგენად; ბრენდი მუდმივად ზრუნავდა როგორც ჩვენზე, ისე ჩვენ ირგვლივ გარემოზე, ამიტომ შეიმუშავა ისეთი გამოგონებები, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ავტომობილის წინ ქვეითის გადასვლისას დამუხრუჭების საჭიროება და სწრაფი რეაგირება მოახდინოს მაშინ, თუ მძღოლი ამას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ავტომობილი მძღოლს აფრთხილებს გზაზე არსებული სხვა საშიშროების შესახებაც. სიჩქარის გადაჭარბების საშიშროებიდან გამომდინარე კი, Volvo-მ შეამცირა ყველა ახალი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე. რაც შეეხება უკანასკნელ ინოვაციას – Lidar ტექნოლოგიას, ის ეხმარება ავტონომიურ ავტომობილებს სხვა ავტომობილების, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების აღმოჩენაში. მძღოლის დამხმარე 2-კამერიან სისტემას შეუძლია დააფიქსიროს მძღოლის ყურადღების გაფანტვა, როდესაც მას ეძინება ან თუნდაც ნასვამ მდგომარეობაშია, ასეთ დროს სისტემა გაააქტიურებს დამცავ ფარს და მიიღებს შესაბამის კონტრზომებს უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.
უსაფრთხოება Volvo Car-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და თითქმის 100-წლოვანი მემკვიდრეობის ნაწილია. შესაბამისად, ყოველთვის იყო ადამიანსა და გარემოზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც ზრუნავს მათ დაცულ პირობებში გადაადგილებაზე. ამიტომ მუდამ ცდილობს, ავტომობილები აღჭურვოს ისეთი ინტელექტუალური ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კომფორტულ და, რაც მთავარია, უსაფრთხო მგზავრობას.
Wishlist-ი არის კომპანია, რომლის სახელწოდებაც ნებისმიერმა ბავშვმა თუ ზრდასრულმა იცის, რადგან უპირველესად, გამოირჩევა მომხმარებელზე ზრუნვით და შემდეგ პროდუქციისა და ფასების მრავალფეროვნებით. ყველა საბავშვო პროდუქტი სრულად მორგებულია ბავშვის განვითარებაზე, შესაბამისად, მისი არჩევა საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს.
მშობელს შეუძლია თვალდახუჭული ენდოს Wishlist-ს, კომპანიას, რომელიც ევროპულ და ხარისხიან პროდუქციას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს. კომპანია, რომელიც წლებია იმსახურებს მომხმარებლის სიყვარულსა და ნდობას, ირჩევს მხოლოდ უსაფრთხო მასალებისგან დამზადებულ პროდუქციას ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. Wishlist-ი გახსნის დღიდან სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმ პროდუქციაზე, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს. წარმოდგენილი ყველა პროდუქცია გადის დეტალურ შემოწმებას EN სერტიფიკაციის მისაღებად. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის ფაქტიც, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ ისეთი ბრენდული მაღაზიის შემოწმება, როგორიც Wishlist-ია, წელიწადში რამდენჯერმეც კი ხდება.
როდესაც Wishlist-ი ბაზარზე შემოვიდა, ჯერ კიდევ 2017-2018 წლებში, ავტოსავარძელი ასეთ მოთხოვნად და აუცილებელ ნივთად არ მიიჩნეოდა, როგორც ახლა. მიიჩნეოდა ფუფუნების საგნად და ფასიც საკმაოდ მაღალი ჰქონდა, არც საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია მისი საჭიროების შესახებ.
ამ პერიოდში Wishlist-ი აქტიურად ესწრებოდა ევროპულ გამოფენებს და ტრენინგებს და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით პირველებმა დაიწყეს ავტოსავარძლის აუცილებლობაზე ცნობადობის ამაღლების პროცესი და მშობლების სწორი სწავლება ავტოსავარძლის გამოყენების სტანდარტებზე, რაც მანამდე არ არსებობდა.
ამასთან ერთად, Wishlist-ი იყო ასევე პირველი, რომელმაც ევროსერტიფიცირებული ავტოსავარძელი შესთავაზა საზოგადოებას ხელმისაწვდომ ფასად. Wishlist-ი მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს მისაღები ფასები, რათა ყველამ შეძლოს თავისი პატარას უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა.
ამასთან ერთად, კომპანიას აქვს მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქცია და ყველა მომხმარებელს სთავაზობს საგარანტიო სერვისს სრულ საბავშვო პროდუქციაზე.
აღსანიშნავია, რომ Wishlist-ი არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს დეტალური ტრენინგის სერვისი, თუ როგორ დაამაგროს მშობელმა ავტოსავარძელი და როგორია სწორი მოხმარების წესები. „ვიშლისთი“ ასევე, გახლავთ მსოფლიო ლიდერი ბრენდის – GRACO-ს ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და მის პროდუქციასაც მისაღებ ფასად სთავაზობს მომხმარებელს.
ქარსითები ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს. მანქანის სავარძლები ბავშვებისთვის წარმოდგენილია 3 კატეგორიად: ჩვილის სამშობიაროდან გამოსაყვანი სამგზავრო კალათები (0-13 კგ, დაბადებიდან 6-7თვემდე), უნივერსალური (0-36 კგ, დაბადებიდან 7-8 წლამდე), 1 წლიდან მოდელები (9-36 კგ) და ბუსთერები (15-36 კგ).
Wishlist-მა 2024 წელს ახალი სტანდარტების მქონე ქარსითებიც შესთავაზა მომხმარებელს. i-Size არის ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ახალი უსაფრთხოების სტანდარტი ავტომობილის სავარძლებისთვის. ის უფრო მკაცრი და დეტალური სტანდარტია, ვიდრე წინა სტანდარტები და მიზნად ისახავს ბავშვების უსაფრთხოების გაზრდას ავტომობილში მგზავრობისას.
მანქანების რიცხვის კოლოსალურად გაზრდის ფონზე, ავტოსავარძლების გამოყენება და, რაც მთავარია, სწორი გამოყენება, აუცილებელია ჩვენი პატარების სიცოცხლის დასაცავად და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად.
ანკა ვასაძე და ტუსა
მანქანით გადაადგილებისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ტუსა სანამ დაიბადებოდა, მანამდე შევიძინე ქარსითი და სწორედ მაშინ გავიგე, რამხელა მნიშვნელობა აქვს მას, ისევე როგორც ღვედს. თავდაპირველად მარტივად ვსვამდი ბავშვს ქარსითიში, თუმცა იყო პერიოდი, როცა უარსაც ამბობდა. დღეს ისეა შეჩვეული, თავად ითხოვს, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ბავშვს თავიდანვე შეაჩვევთ, შემდეგ აღარ გაგიჭირდებათ დაყოლიება.
ანდრია გველესიანი და სანი
სანი როცა დაიბადა, პირველ რიგში, ვიზრუნე, რომ მისთვის მანქანაში კომფორტული და უსაფრთხო გარემო შემექმნა. ხშირად გადავაადგილდებით მანქანით, ამიტომ სანის უსაფრთხოება უპირველესია. უსაფრთხოებისთვის კი, პირველი შევიძინეთ ქარსითი, რადგან აპრობირებული მეთოდია ამერიკაშიც და ევროპაშიც. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ქარსითის დამსახურებით ავტოავარიის შემთხვევაში ბავშვი უვნებელი გადარჩენილა, ამიტომ ჩვენთვის, მშობლებისთვის ქარსითის გამოყენება და ბავშვის უსაფრთხოება უპირველესია.
ნინო მუმლაძე და რონი
ზოგადად, მგზავრობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება, რადგან ერთმა წამმაც კი შესაძლოა გადაწყვიტოს ყველაფერი. როდესაც ბავშვი გიზის მანქანაში, ეს პასუხისმგებლობა ორმაგდება, ამიტომ ყველა წესი უნდა იყოს დაცული. ის დადგენილი წესები, რომელიც არსებობს, ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ გადავაადგილოთ, ამიტომ მე ვიცავ ყველა წესს, რომელიც არის მოცემული, იქნება ეს უსაფრთხოების სავარძელი თუ ბავშვის უკანა სკამზე მოთავსება. გადაადგილებისას უსაფრთხოებას გვიქმნის ქარსითი, მანქანის სავარძელი, რომელიც მთლიანადაა მორგებული იმაზე, რომ უბედური შემთხვევის დროს ბავშვი 100%-ით იყოს დაცული.
თამო ვაშალომიძე და სოფია
ბავშვების მშვიდი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მანქანის სავარძლის გამოყენება. ორი შვილი მყავს და უკვე ექვსი წელია, აქტიურად ვიყენებ მანქანის სავარძლებს ორივე ბავშვისთვის. თავდაპირველად ცოტ გააპროტესტეს, თუმცა ახლა წარმოუდგენელია ჩვენი მგზავრობა ამის გარეშე. მთავარია ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება.