• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ჯადოსნური თარიღები არ არსებობს“ — რას ამბობს ასტროლოგი რამაზ გიგაური ე.წ. სარკისებრ თარიღებზე

June 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ სარკისებრი თარიღების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფიქრებს, ემოციებსა და გადაწყვეტილებებს, რადგან, მათი რწმენით, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მის მომავალ ნაბიჯებზე.

რამდენად რეალურია მათი „განსაკუთრებული ენერგია“ და რას ამბობს ამაზე კლასიკური ასტროლოგია – საკითხთან დაკავშირებით OK Magazine – ს ასტროლოგი რამაზ გიგაური ესაუბრა:

“თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სარკისებრ თარიღებს კლასიკურ ასტროლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი თარიღები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს, თუმცა ეს უფრო ნუმეროლოგიური და ფსიქოლოგიური ფენომენია, ვიდრე ასტროლოგიური.

ასტროლოგიაში მნიშვნელობა აქვს იმას, კონკრეტულ დღეს ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფება მზე, სად არის მთვარე, როგორ არიან განლაგებული პლანეტები და როგორი კავშირი აქვთ ერთმანეთთან – დადებითი თუ დაძაბული.

სწორედ ეს განსაზღვრავს დღის ენერგიას და არა ის, რომ თარიღში ციფრები სიმეტრიულად არის განლაგებული. ადამიანებს ბუნებრივად უყვართ ვიზუალური ჰარმონია. ქვეცნობიერად სურთ, სიმეტრია და გარკვეული კანონზომიერება დაინახონ, ამიტომ სარკისებრ თარიღებს განსაკუთრებულ ძალას მიაწერენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანს დაიწყებენ, აუცილებლად წარმატებული იქნება.

სინამდვილეში, ასტროლოგიურად ამის საფუძველი არ არსებობს. ეს დაახლოებით იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც ადამიანი ტელეფონზე საათს შეხედავს და დაინახავს 11:11-ს, 22:22-ს ან 10:10-ს. ბევრი ამას რაღაც ნიშანს ან გზავნილს უკავშირებს, თითქოს სამყარომ ან ღმერთმა მინიშნება მისცა.

რეალურად კი ეს სუფთა ფსიქოლოგიური ფენომენია – ადამიანს სურს მნიშვნელობა აღმოაჩინოს იქ, სადაც ის არ არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კლასიკურ ასტროლოგიაში არ არსებობს მიდგომა, რომლის მიხედვითაც სარკისებრი თარიღი თავისთავად განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს.

რაც შეეხება 26 ივნისს, მისი ენერგია განპირობებულია იმით, რომ მზე კირჩხიბის ნიშანში მოძრაობს. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ემოციური სტაბილურობა, ოჯახური თემები, შინაგანი უსაფრთხოების განცდა და იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც ოჯახსა და ახლობლებთან ურთიერთობას უკავშირდება.

ძალიან ხშირად სწორედ კირჩხიბის პერიოდში ადამიანები უფრო მეტად ეძებენ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ უსაფრთხოებას და ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას. ამ დღის მთავარი აქცენტი სწორედ ამ თემებზეა და არა იმაზე, რომ თარიღი სარკისებრია. ამიტომ შეგვიძლია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი საქმეები და არ გვეგონოს, რომ მხოლოდ ციფრების დამთხვევის გამო რაიმე განსაკუთრებული ან სასწაულებრივი მოვლენა უნდა მოხდეს.

თუ რისკებზე ვსაუბრობთ, კირჩხიბის პერიოდში ემოციური ფონი შედარებით მომატებულია, ამიტომ სასურველია, თავი შევიკავოთ იმპულსური, რადიკალური გადაწყვეტილებებისა და კონფლიქტებისგან. ემოციებმა არ უნდა გვიკარნახოს მნიშვნელოვანი არჩევანი.

ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა ასეთი დღე სურვილების ჩაფიქრებისა და ახალი საქმეების დასაწყებად კარგი. ასტროლოგიურად ვიტყოდი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ახალი მთვარის პერიოდია. სწორედ ახალი მთვარის შემდეგ არის რეკომენდებული მიზნების დასახვა, ახალი პროექტების დაგეგმვა და აქტიური მოქმედების დაწყება, ვიდრე მხოლოდ სარკისებრი თარიღის გამო რაიმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მინიჭება.

ასევე ხშირად ამბობენ, რომ სარკისებრი თარიღები ჯადოსნურია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჯადოსნური თარიღები არ არსებობს. არსებობს დღეები, რომელთა ენერგიასაც პლანეტების განლაგება განსაზღვრავს. ამიტომ ბევრად მნიშვნელოვანია, თითოეული დღე გამოვიყენოთ საკუთარი ცხოვრების დასალაგებლად, მიზნების დასასახად და მათ მისაღწევად, ვიდრე მხოლოდ ციფრების სიმეტრიას მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა.“

ასევე გაეცანი

23 სექტემბრის ბუნიობა – რიტუალები სიყვარულის, ფინანსური კეთილდღეობისა და წარმატებისთვის
OK! News

23 სექტემბრის ბუნიობა – რიტუალები სიყვარულის, ფინანსური კეთილდღეობისა და წარმატებისთვის

September 23, 2026
#OK! 10-16 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! ჰოროსკოპი

#OK! 10-16 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

August 10, 2026
#OK! 3 – 9 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! ჰოროსკოპი

#OK! 3 – 9 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

August 3, 2026
#OK! 27 ივლისი – 2 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! ჰოროსკოპი

#OK! 27 ივლისი – 2 აგვისტოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

July 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები