• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! აღბეჭდე დაუვიწყარი მოგონებები Memo Production-თან ერთად

December 27, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პროფესიული ვიდეოგრაფიის სტუდია Memo Production ორი ძმის თანამშრომლობით, ბათუმში, სამი წლის წინ შეიქმნა. ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს დღეებს მაღალი პროფესიონალიზმით, განსაკუთრებული ხედვითა და თვალისმომჭრელი კადრებით აღბეჭდავენ. მიუხედავად იმისა, რომ დაარსების დღიდან სტუდიას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, რამაზ და ირაკლი ქობულაძეები კომპანიის ზრდას არ წყვეტენ. Memo Production-ის შესახებ უფრო დეტალურად კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი − რამაზ ქობულაძე OK!-ის ესაუბრა.

უპირველესად, გვიამბეთ Memo Production-ის დაარსების შესახებ. პირველად როდის გაჩნდა კოლაბორაციის იდეა?

2019 წლის 20 მაისი Memo-ს დაბადების დღეა. ამ დღიდან ვცდილობთ ადამიანებს სიხარული მივანიჭოთ, რაც ვფიქრობ კარგად გამოგვდის. კომპანია ჩემს ძმასთან ერთად დავაარსე, სახელი Memo სიტყვა Memories („მოგონებები“)-იდან გამომდინარეობს. ჩვენ ადამიანების მოგონებების საუკეთესოდ შეფუთვაზე ვმუშაობთ, კმაყოფილი მომხმარებლის ღიმილი კი ამის დასტურია.

თქვენთან ექსკლუზიურად საქორწილო ვიდეოგრაფიას ვხვდებით. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?

ზოგადად, ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ქორწილი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბათუმში ეს ინდუსტრია ყვავის, რამაც ჩვენს გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს Memo-ს ხელწერას სხვა კონკურენტი კომპანიებისგან?

ჯანსაღი იუმორი და დადებითი განწყობა. ამის გარეშე შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, კარგი ადამიანი უნდა იყო და შემდეგ კარგი ვიდეოგრაფი. ზოგჯერ გადაღებისთვის იდეალური პირობები არ გვაქვს − წვიმა, ქარი, თოვლი ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემა იჩენს თავს, მაგრამ მაინც ვცდილობთ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ − მაშინაც კი, როცა ეს ერთი შეხედვით შეუძლებელია.

 

 

დეტალურად აგვიხსენით, რა სახის ვიდეოგრაფიულ მომსახურებას სთავაზობთ კლიენტებს?

ჩვენი მომსახურება მოიცავს: საქორწილო, საბანკეტო, სარეკლამო და კომერციულ ვიდეორგოლებს. ასევე, ვეხმარებით დამკვეთებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენ სულ რაღაც 3 წლის ვართ, ასე რომ სიახლეები და ახალი გამოწვევები ჩვენთვის სასურველი გარემოებაა.

დამკვეთებს მხოლოდ ბათუმის მასშტაბით ემსახურებით თუ სხვა ქალაქებშიც სარგებლობენ თქვენი სერვისით?

არა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ბათუმით არ შემოვიფარგლებით. დამკვეთებს ვიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, საზღვრებს გარეთ.

Memo-ს ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა ქორწილის შთამბეჭდავი ატმოსფერო და ამავდროულად, ყოველი ვიდეო გამორჩეულ ამბავს გვიამბობს. თქვენი სტილი გაგვაცანით.

ჩემთვის გადაღება ერთგვარი თერაპიაა: როცა ვიღებ, მგონია, რომ სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებს და კადრის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. რთულია სიტყვებით გადმოსცე, როგორი შეგრძნებაა, როცა ვიღაცის ისტორიას ქმნი. ამ დროს ხელში გიჭირავს ფანჯარა, რომელშიც წარსულის ხედი იშლება და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რათა შენი გმირები მომავალში ამ მომენტებით დატკბნენ.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ბევრისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის კადრებად აღბეჭდვა. პროექტიდან პროექტამდე ამ პასუხისმგებლობას როგორ უმკლავდებით?

პასუხისმგებლობა არის ამ საქმის ქვაკუთხედი. როცა ვიღაც დიდ ნდობას გიცხადებს, მთავარი მიზანია მოლოდინს გადააჭარბო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე გვხვდება, ვფიქრობ, ასე თუ ისე ვამართლებთ მომხმარებლის იმედს.

Memo Production-ი სამი წლის წინ შეიქმნა. პანდემიის დაწყებისას ახლად წამოწყებული ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა საყოველთაო ლოკდაუნი. როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევას?

ლოკდაუნი ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, დიდი დარტყმა იყო. რომ არა პანდემია, ახლა გაცილებით დიდი და ძლიერი კომპანია ვიქნებოდით, მაგრამ ეს იყო გამოცდილება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რამაც უფრო გაგვაძლიერა. შეიძლება ითქვას, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება პროფესიის სიყვარულით შევძელით, ჩართულნი ვიყავით სხვადასხვა აქციაში და პანდემიასთან დაკავშირებითაც არაერთი ვიდეო მოვამზადეთ.

ზოგადად, რა ტიპის სირთულეებს აწყდებით პროექტის დაგეგმვიდან მონტაჟის დასრულებამდე?

ქორწილის გადაღება ბათუმში უბრალოდ გადაღებას არ ნიშნავს. გარდა გადაღებების დაგეგმვისა, ჩვენდაუნებურად ქორწილის ორგანიზებასაც ვითავსებთ. რთულია, როცა ხშირად წყვილი არ არის კამერებთან მუშაობას შეჩვეული, ამ დროს კი იუმორი და ალკოჰოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კარგ ქორწილს კარგი მომზადების გარეშე ვერ გადაიღებ, ასე რომ, გვიწევს ძალიან ბევრი წვრილმანის შეთანხმება. რაც შეეხება სხვა სახის შეკვეთებს, ამ შემთხვევაშიც გვიწევს არაერთი მიმართულებით მუშაობა. კომპანიებს ვეხმარებით სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრაში, ასევე, გვიწევს სცენარსა და დეკორაციაზე მუშაობა. მოთხოვნა მაღალია, თითოეული ვიდეოს დამზადებას კი დრო სჭირდება. იმისათვის, რომ შედეგი იყოს განუმეორებელი, ხშირად გვიწევს ნამუშევრების ჩაბარების დრო გავზარდოთ.

 

 

დაარსებიდან დღემდე რა სახის მიღწევები გაქვთ და რამდენად დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ ამ დროის განმავლობაში?

ჩვენ გავაკეთეთ არაერთი დიდი თუ პატარა პროექტი. ჩვენმა ნამუშევრებმა სხვადასხვა პლატფორმაზე მილიონ ნახვას გადააჭარბა. ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Dreamland Oasis Hotel, Casino IVERIA Batumi. ასევე, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან და შოუბიზნესის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, რაც ბუნებრივია სამომავლოდ ჩვენს კომპანიას წაადგება.

დაბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყოდით? ხომ არ გაქვთ გრძელვადიანი ჩანაფიქრი?

Memo-ს ჯერ კიდევ ბევრი მიზანი აქვს დასახული. ერთ-ერთი კი სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობაა. მჯერა, მალე განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერი შეთავაზების განხილვაზე. კიდევ ერთი მიზანია ოკუპირებული ტერიტორიების გადაღება, იმედია ამასაც მალე მოვახერხებთ. დასასრულ, მადლობა ჟურნალ OK!-ის, რომ მოგვცა საშუალება უფრო ფართო საზოგადოებას გაეცნო ჩვენი საქმიანობა და კომპანია.

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები