რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინტერვიუმ, რომელშიც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან სამეფო ოჯახის საკმაოდ სკანდალური დეტალები გაამხილეს, მსოფლიო მოიცვა. ჩანაწერის მთავარი პიკი კი, წყვილის მიერ იმ დეტალის გახსენებაა, რომელიც სამეფო ოჯახის მხრიდან რასიზმზე დაფუძნებულ ბულინგზე მიანიშნებს.
მეგანი არჩის კანის ფერით გამოწვეული მღელვარების შესახებ: “ჩემი ორსულობის თვეებში ჩვენ გვქონდა დიალოგები იმის შესახებ, რომ არჩი ვერ მიიღებდა სტატუსს და რთული იქნებოდა მისი დაცვა. განსაკუთრებულად დიდი მსჯელობა მოჰყვა იმას, თუ რა ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი”.
პრინცი ჰარი ამავე თემის შესახებ: “ეს საუბარი.. მე მას არასდროს გავუზიარებ ვინმეს. ეს საშინელება იყო და ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა”
ამ ფაქტს მსოფლიო მასშტაბით მოჰყვა გამოხმაურება, რის გამოც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იძულებული გახდა მასზე კომენტარი საჯაროდ გაეკეთებინა:
“მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, თუ რამდენად რთული იყო ბოლო რამდენიმე წელი მეგანისა და ჰარისთვის. წამოჭრილი კითხვები, რომლებიც უმეტესად რასიზმს ეხება, ჩვენ გვაშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოგონება შესაძლოა განსხვავებულად ინტერპრეტირდა, თუმცა ჩვენ მათ სერიოზულად ვიღებთ და მუდმივ რეჟიმში გავუწევთ ზედამხედველობას. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩვენი ოჯახის უსაყვარლესი წევრები,” – დაიწერა 94 წლის ელიზაბეტ მეორის ოფიციალურ გვერდზე.