• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! განსაკუთრებული ისტორიის მქონე სამოსი ბრენდისგან „შავდია“

March 5, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბრენდი „შავდია“ ქართულ ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ თავის მომხმარებლებს ანებივრებს განსაკუთრებული ისტორიის, შინაარსისა და ხარისხის სამოსით, რომელიც ისეთივე განსხვავებულია, როგორც საზოგადოების გემოვნება და შეხედულება მოდის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, OK! გაესაუბრა ბრენდის დამფუძნებელსა და დიზაინერს, ელენე შავდიას.

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

ბრენდი „შავდია“ დაახლოებით 4 წლის წინ შეიქმნა. სამოსზე დავიტანეთ ქართული ხელოვნებისა და კულტურის ელემენტები, რომლებიც შევეცადე, გამეცოცხლებინა და ყოველდღიურობაში გადმომეტანა. ჩვენს სამოსს მხოლოდ ერთი ან ორი სეზონისთვის არ ყიდულობენ. შესაბამისად, ამ ნივთებს მათ გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდიდი თანხას ამა თუ იმ ნივთში, თუ ის რაღაცას ნიშნავს ან გულისხმობს, და არ არის შექმნილი ერთი სეზონისთვის ან ერთი კონკრეტული ტრენდისთვის. ჩვენი ამოცანა იყო და არის, რეალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი და განსხვავებული სამოსი, რომელიც მის ფესვებთან და ისტორიასთან ახლოს იქნებოდა. ჩვენ არ გვინდოდა ადამიანებს სცმოდათ სამოსი, რომელიც არანაირი აზრის მატარებელი არ იქნებოდა.

 

როგორია ადამიანი, რომლისთვისაც სამოსს ქმნით?

პირადად მე შემოქმედებითი პროცესისთვის მაკლია დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც გძინავს, სხვა აკეთებს. მოდის სფერო თითქოს აიძულეს, ცოტა კომერციულიც გამხდარიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, დიზაინერებს შეუძლიათ კომერციისგან გამიჯვნა. ვცდილობთ, თითოეულ კოლექციაში მრავალფეროვანი სილუეტები და სხვადასხვა სტილი წარმოვადგინოთ. ჩვენი მომხმარებლებიც, შესაბამისად, ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟები არიან. ვფიქრობ, კოლექცია მრავალფეროვანი უნდა იყოს და შემდეგ ადამიანი თავად მიხვდეს, რა არის კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი. გადამწყვეტი მაინც ადამიანის ხასიათია. სამოსი ხასიათს უნდა მოერგოს. ის Look-ი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება პიროვნებას. კოლექციები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ხაზი გაუსვას მის ინდივიდუალიზმს, ხოლო ფერები და სტილი, ყოველთვის განწყობისა და სიტუაციის შესატყვისი უნდა იყოს.

რას ფიქრობთ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზე?

ყველა ადამიანი მოდას თავისებურად აღიქვამს. აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ცოტათი მობილიზება, რადგან თუ ჩამორჩებით მოვლენებს, ფეხს ვერ აუწყობთ და ცოტათი მაინც ვერ გაუსწრებთ მას, თქვენს ადგილს დაკარგავთ ამ სამყაროში. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ძალიან აჩქარდა, გარშემო დიდი შესაძლებლობები მოიპოვება, მით უმეტეს დღეს − 21-ე საუკუნეში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩნდება განცდა, თითქოს ადამიანებმა უფრო ნაკლები იციან, უფრო ნაკლებს სწავლობენ. მთავარია, ადამიანებს ესმოდეთ იმ ნივთების ღირებულება და საჭიროება, რომელსაც იძენენ, რატომ არის ესა თუ ის ნივთი ზუსტად ისეთი, როგორიც არის და რატომ ღირს ის თანხა, რაც მასში გადაიხადეს. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანებს სჭირდებათ შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, მაგრამ არა ამდენი, რადგან ის თუ შედარებით ნაკლები იწარმოება, უკეთესი ხარისხის იქნება და შესაბამისად, უფრო დიდხანსაც მოვიხმართ. მის შემქმნელს კი შედარებით მეტს გადაუხდიან, რაც მისი პასუხისმგებლობის დონესა და მონდომებას გაზრდის. ამდენად, ჩვენ გვსურდა შეგვექმნა სამოსი, რომელსაც თავისი ისტორია ექნებოდა.

 

თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად?

უპირველეს ყოვლისა, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვს, დაანებეთ თავი. ესა თუ ის პროფესია სიამოვნებას თუ არ გგვრით, სჯობს შეიცვალოთ. მეორე − შრომა, შრომა და კიდევ შრომა. უშრომელად და ღამეების თენების გარეშე, არაფერი გამოდის. ასევე, თქვენი შრომა თუ დროში ნაყოფიერი არაა, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ, რადგან როდესაც გძინავთ, სხვა აკეთებს. დაბოლოს, თუ თქვენ ჩათვლით, რომ ყველაფერს მიაღწიეთ ცხოვრებაში, მაშინ დარწმუნებული იყავით − თქვენი კარიერა დასრულებულია. ყოველთვის უნდა ეცადოთ გაიზარდოთ არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც. ყოველთვის უნდა შეეცადოთ მოუსმინოთ სხვას და გააანალიზოთ – განსაკუთრებით, თუ ეს აზრები თქვენს კლიენტებს ეკუთვნით. უნდა შეეცადოთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მათ ადგილას და უნდა იყოთ ძალიან ცნობისმოყვარე. უნდა გაინტერესებდეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ის, რაც თქვენს პროფესიას ეხება. ქალები უფრო გავძლიერდებით, თუ მეტად გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და მხარში დავუდგებით ერთმანეთს. თავდაჯერებულობასთან და პიროვნულ სიძლიერესთან ერთად, გულწრფელობა და გარშემომყოფთა მოტივაციით ინსპირირება ლიდერი ქალებისათვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –
Fashion

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –

October 19, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 19, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა
Fashion

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები
Fashion

#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები

October 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ყველასთვის საყვარელი სერიალი დაბრუნდა – დღეს „ხელოვნური სუნთქვის“ პირველი ეპიზოდი გამოდის

#OK! ყველასთვის საყვარელი სერიალი დაბრუნდა – დღეს „ხელოვნური სუნთქვის“ პირველი ეპიზოდი გამოდის

January 14, 2023
#OK! სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის მოდური გამოჩენა პარიზის ქუჩებში

#OK! სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის მოდური გამოჩენა პარიზის ქუჩებში

July 8, 2021
#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

June 27, 2022
#OK! AHT − ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საექთნო სამსახური

#OK! AHT − ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საექთნო სამსახური

October 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები