22 მაისს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ყოველწლიური მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია 2021-ის” ფინალური ტური შედგა, რომლის გამარჯვებულიც იტალიური როკჯგუფი “Maneskin” გახდა, თუმცაღა ჯგუფის სოლისტის დამიანო დავიდის გარშემო აგორებულმა სკანდალმა მუსიკალური ღონისძიება გადაფარა. საქმე იმაშია, რომ დამიანოოს ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებენ, ეს ყველაფერი კი იმ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ელოდება 22 წლის მომღერალი ხმის მიცემის დასრულებას ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, მისმა უცნაურმა ქცევამ საზოგადოებას ეჭვი სწორედ ნარკოტიკებზე გაუჩინა:
საბედნიეროდ, ნარკოტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მსოფლიოს შოუბიზნესს კი ახალი სექსსიმბოლო შეემატა, რომლის მიმართაც ინტერესი ყოველდღიურად იმატებს. 22 წლის ვოკალისტმა უკვე მოახერხა ახალგაზრდა გოგონების გულის მოგება და უკვე არაერთი ცნობილი გამოცემის სტუმარიც გახდა.
ახალგაზრდა მომღერლის ბიოგრაფიის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 1999 წელს, რომში გაიზარდა, მასა და მის ძმას -იაკობოს დედა ზრდიდა.
რაც შეეხება მის კარიერას, დამიანომ 15 წლის ასაკში თავი დაანება ლიცეუმში სწავლას და მთელი ყურადღება საკუთარი ჰობის – მუსიკისკენ მიმართა.
ჯგუფი Maneskin- კი 2016 წელს შეიქმნა, მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც “მთვარის შუქი”. მან შექმნის დღიდან არაერთ ცნობილ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლებსაც მილიონობით მნახველი ჰყავს.
თუმცაღა, დღეს სოლისტის არაჩვეულებრივი ვოკალის გარდა, მის ექსტრავაგანტულ იმიჯზეც არაერთი ადამიანი საუბრობს, თვალი გადავავლოთ, თუ რით მოხიბლა ვარსკვლავმა საზოგადოება: