• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! „ყვარლის ღვინის გვირაბი“ – კახეთის მთავარი მასპინძელი

August 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ კახეთის მთავარი მასპინძელია, რომელიც ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს. ესაა „მეღვინეობა ხარებას“ მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი, რომელიც ქართველ თუ უცხოელ ტურისტს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ასევე, დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარებას“ 50-ზე მეტი დასახელების ღვინო და მონაწილეობა მიიღონ რთველსა და ყურძნის დაწურვაში. კომპანია პირველია, რომელიც მეღვინეობასთან ერთად სტუმარმასპინძლობის ტრადიციას წარმატებით ითავსებს და აქ ჩამოსულ სტუმარს მყუდრო, კომფორტულ გარემოში დასვენებასა და გემრიელ, კულინარიულ აქტივობებში ჩართვას სთავაზობს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! Travel Book „ყვარლის ღვინის გვირაბის“ ხელმძღვანელ ნია პატარაშვილს ესაუბრა.

 

გვიამბეთ „ყვარლის ღვინის გვირაბის“ გახსნის ისტორია…

გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესის წარმატებით ჩასატარებლად გაიხსნა. ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კილომეტრია, რომელიც ორი მთავარი და ცამეტი დამაკავშირებელი გვირაბისგან შედგება. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C-მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის.

2006 წელს ცნობილმა ქართულმა ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ სრულად შეიძინა ღვინის საცავი. მას შემდეგ „ყვარლის ღვინის გვირაბმა“ ტურისტული კომპლექსის სახით დაიწყო ფუნქციონირება.

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

გარდა იმისა, რომ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ უძველესი ღვინის საცავი და დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის სრული ასორტიმენტი, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს ეთნოგრაფიული მუზეუმი, დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი, ჭაჭის სახდელი, უძველესი მარანი საწნახლითა და ქვევრებით, საკალმახე და ფაცხები.

ამასთანავე, სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, ხინკლის მოხვევა, ჭაჭის გამოხდა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა. აქვე მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ ის ვენახები, სადაც 300-ზე მეტი საკოლექციო ვაზის ჯიშია წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონიდან და კუთხიდან.

 

გვიამბეთ კერძებისა და სამზარეულოს შესახებ.

ტურისტული თავგადასავლის შემდეგ, გვირაბის ტერიტორიაზე, სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ რესტორან „ხარებას“ და დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპული კერძები, დატკბნენ ბუნებაში ჩაფლული რესტორნის გარემოთი, რომელიც ერთგვარ ქართულ თავგადასავალს სთავაზობს უცხოელ სტუმარს.

გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ საფურშეტე მომსახურებას და ძალიან ხშირად ვმასპინძლობთ სხვადასხვა სახის ცერემონიებს: ქორწილი, ნათლობა, კორპორაციული წვეულება, ბანკეტი და სხვ.

რაში მდგომარეობს „ყვარლის ღვინის გვირაბის“ გამორჩეულობა?

უმთავრესი, რაც „ყვარლის ღვინის გვირაბს“ ამ სფეროში გამოარჩევს, არის შენარჩუნებული კულტურა და ტრადიციები როგორც მეღვინეობის, ასევე სტუმარმასპინძლობის კუთხით. პრიორიტეტია, რომ სტუმარს გავუზიაროთ, გავაცნოთ და გადავცეთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და ღირებულებები.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება კი, პირველია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც ყველასგან გამორჩეულს გვხდის.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ ტურისტული კომპლექსის დახვეწასა და გაფართოებაზე. ამასთან, ჩვენი სტუმრებისთვის მეტად კომფორტული გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ, „ყვარლის ღვინის გვირაბს“ დაამშვენებს თანამედროვე ტიპის სასტუმრო, რომელიც ერთ მთლიანობას შექმნის ტურისტული მიმართულებით.

განვითარება და ხარისხი არის ის მთავარი რამ, რისთვისაც გუნდის თითოეული წევრი აქტიურად შრომობს. მთლიანად ამ საქმიანობის მოტივაციას კი ღვინის, ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის სიყვარული ქმნის.

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ ხომ კახეთის მთავარი მასპინძელია!

 

ასევე გაეცანი

#OK! ახალი ლიმიტირებული მოდელი CITROËN C5 X “HYPNOS” – უაღრესად კომფორტულ მოგზაურობას გპირდებათ
Travel

#OK! ახალი ლიმიტირებული მოდელი CITROËN C5 X “HYPNOS” – უაღრესად კომფორტულ მოგზაურობას გპირდებათ

September 13, 2023
#OK! აღმოაჩინე შრი-ლანკა – ელდარ პირმისაშვილის ბლოგი
Travel

#OK! აღმოაჩინე შრი-ლანკა – ელდარ პირმისაშვილის ბლოგი

September 12, 2023
#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ
OK! News

#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

August 29, 2023
#OK! ამბრელა – ნამდვილი იმერული გემოები და ოჯახური გარემო
Gastro

#OK! ამბრელა – ნამდვილი იმერული გემოები და ოჯახური გარემო

August 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ამბრელა – ნამდვილი იმერული გემოები და ოჯახური გარემო

#OK! ამბრელა – ნამდვილი იმერული გემოები და ოჯახური გარემო

August 14, 2023
#OK! ტიმოთი შალამე – საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი მსახიობი “ოსკარების” 2022 წლის დაჯილდოებაზე

#OK! ტიმოთი შალამე – საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი მსახიობი “ოსკარების” 2022 წლის დაჯილდოებაზე

April 1, 2022
#OK! “მე ვთქვი კი და შემდეგ ერთმანეთის სისხლი დავლიეთ” – მეგან ფოქსი და MGK დაინიშნნენ

#OK! “მე ვთქვი კი და შემდეგ ერთმანეთის სისხლი დავლიეთ” – მეგან ფოქსი და MGK დაინიშნნენ

January 21, 2022
#OK! ჯარედ ლეტო სილამაზის ინდუსტრიას საკუთარი ბრენდით უერთდება

#OK! ჯარედ ლეტო სილამაზის ინდუსტრიას საკუთარი ბრენდით უერთდება

October 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “K2 group” – სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ბაკურიანში

#OK! “K2 group” – სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ბაკურიანში

September 29, 2023
#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

September 26, 2023
#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

September 27, 2023
#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

September 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები