• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

August 7, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე ტენდენციები და სეზონური მოდის ცვლილება ახალი, განსაკუთრებული და არაორდინარული ტანსაცმლის შექმნის გარანტია უნდა იყოს. თუმცა, დროთა განმავლობაში სწრაფი მოდის ინდუსტრიამ ეს ყველაფერი ხელმიუწვდომელ ფუფუნებად აქცია.

ოთახში შესვლისას, ერთნაირი ფერები, მატერია და ფორმები ხალხს ორიგინალურობის განცდას აკარგვინებს. სიახლისა და განსხვავებულობას მოწყურებული საზოგადოება ყოველივე ამას პატარა მაღაზიებში ეძებს, სადაც ნაპოვნი ვინტაჟური სამოსი გაუაზრებლად აღმოჩენილი დიდი განძივითაა. „ვინტაჟური“ ტანსაცმლის ტენდენცია, როგორც მოდა, 1960-იან წლებში აფეთქდა.

 

 

თავდაპირველად, ძველი ტანსაცმლის ვაჭრობასა და ტარებას განსხვავებული კონოტაცია ჰქონდა. ამ დროს ვინტაჟური ტანსაცმელი დაბალ სოციალურ ფენასთან, სიღარიბესთან და იაფფასიანობასთან იყო ასოცირებული.

მანამდე, თუ მოდასა და ძველ ტანსაცმელს შორის ერთადერთი კავშირი იაფფასიანობა და ადამიანის სოციალური სტატუსი იყო, დროის გასვლასთან ერთად, ეს ყველაფერი შეიცვალა. დღეს ვინტაჟური ტანსაცმელი უნიკალურობასთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში, აქამდე გავრცელებული აზრი, რომ მეორადი ტანსაცმელი უხარისხო იყო, დაიმსხვრა. მოდის მოყვარულებმა გააცნობიერეს, რომ ძველი ქსოვილები, მატერიები და დამზადების ტექნიკა ბევრად ეფექტური და ხარისხიანი იყო, ვიდრე ეს დღესაა. ბუნებრივია, ვინტაჟური ტანსაცმლის რაოდენობის მატებამ დროთა განმავლობაში მისადმი ინტერესი და მოთხოვნა გაზარდა. თანდათანობით მივიწყებული ნივთები თანამედროვეობას დაუბრუნდა. დღეს ვინტაჟური სამოსით მოვაჭრეები ბევრ ეკონომიკურ წარმატებას აღწევენ. მოდის მოყვარულთათვის მეორადი ტანსაცმლის აღიარება, ამ ტიპის სამოსს დღითი დღე უფრო მიმზიდველსა ხდის.

ხელახლა აღმოჩენილი მოდის ხიბლი განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებს შორისაა. მისწრაფება, ვიყოთ განსხვავებულები და გამორჩეულები, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და არსებითი, როგორიც ეს დღესაა. ახალი ტრენდის ხიბლი სწორედ ის გახლავთ, რომ იგი არც თუ  ისე ახალია. და თუ დავფიქრდებით, გავიაზრებთ, რამდენად უნიკალური და გამორჩეულია ვინტაჟური ტანსაცმელი, ვინაიდან თითოეულ მათგანს განსაკუთრებული და თავისებური ისტორია აქვს. ყოველი ვინტაჟური სამოსის გამოყენება გულისხმობს ისტორიული მოდის ზეიმს, რადგან ეს ტანსაცმელი ყოველი ეპოქის სხვადასხვა პერიოდს ასახავს, რაც თავის მხრივ ძალიან საინტერესოა.

 

ალბათ ვინტაჟური სამოსის ერთ-ერთი სასიამოვნო ატრიბუტი ისაა, რომ გვაძლევს საშუალებას ჩვენი თავი სხვა კუთხით გავიცნოთ. თანამედროვე განაცხადი, თუ ვინ ხარ შენ დღეს, უსიტყვოდ, ტანსაცმლის საშუალებით ხდება. ბევრ მომხმარებელს მიაჩნია, რომ დღევანდელი ტენდენციების აყოლა ყველაზე არაუნიკალური გზაა საკუთარი სტილის საპოვნელად. ამასთან, ძალიან არაორდინარულია თანამედროვე და ძველებური სტილის შეხვედრა, სხვადასხვა ეპოქით თამაში და კოლაბორაცია. ვინტაჟური სამოსი გვაძლევს საშუალებას, სამყაროში ჩვენი ადგილის გაცნობიერებით, დავფიქრდეთ ერთდროულად წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ამაში კი არის რაღაც ლამაზი და ნოსტალგიური.

დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ წინა ეპოქებში გამოყენებული ტანსაცმელი ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი მოდის განვითარებას. გლობალურად არსებული უამრავი პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი წყარო დღევანდელი მოდის ინდუსტრიაა. სწორედ მათი „დამსახურებაა“ წყლის იმ 20%-ის არამიზნობრივი ხარჯვა, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

პასუხი შეკითხვაზე, თუ სად შევიძინოთ ვინტაჟური სამოსი, მარტივია − უამრავი ონლაინმაღაზია თუ საიტი გვიმარტივებს, სახლიდან გაუსვლელად ვიპოვოთ სასურველი ნივთები.

 

გაიგე მეტი: #clothes#vintage

ასევე გაეცანი

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –
Fashion

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –

October 19, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 19, 2026
#OK! კაილი ჯენერი „Victoria’s Secret“-ის პოდიუმზე 50-მილიონდოლარიანი ბიუსჰალტერით გამოჩნდა
OK! News

#OK! კაილი ჯენერი „Victoria’s Secret“-ის პოდიუმზე 50-მილიონდოლარიანი ბიუსჰალტერით გამოჩნდა

October 19, 2026
#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

April 27, 2022
#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

May 24, 2026
#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები