ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ კომპანია „ვაკო მოტორსს“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების მომსახურებას და პრემიუმ ხარისხის სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას. ის ექსკლუზიურად თანამშრომლობს 65-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან. ამასთანავე, კომპანია გთავაზობთ უნიკალურ სერვისს – მობილურ მომსახურებას, რაც გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებისამებრ მასთან ადგილზე მობილური ჯგუფის მისვლას და ნებისმიერი სერვისის ჩატარებას, როგორიცაა საბურავის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის შეკეთება და სხვ. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ „ვაკო მოტორსის“ ონლაინმაღაზიით – shop.vakomotors.ge, სადაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენას შეძლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვაკო მოტორსი“ ბაზარზე პოზიციონირებს როგორც სტაბილური დამსაქმებელი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლისთვისაც თავისი თანამშრომლები უპირატესია.
როგორია „ვაკო მოტორსის“ შექმნის ისტორია?
ნიკოლოზ კობახიძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი: 2009 წელს დაარსდა „ვაკო-მოტორსი“, თუმცა მანამდე აღნიშნული კომპანია საერთაშორისო გადაზიდვებს ევროპის მასშტაბით აწარმოებდა. საჭიროებამ დაგვანახვა, რომ ბაზარზე მაშინ არ იყო სატვირთო ავტომობილების მომსახურება და სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეაც, შეგვექმნა კომპანია, რომელიც სატვირთო ავტომობილების მომსახურებას და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას შეძლებდა. დაწყების დღიდან კომპანია დაკომპლექტდა მაღალი კვალიფიციური კადრებით, რაც განაპირობებს სწორი ნაბიჯების გადადგმას.
გვესაუბრეთ თქვენს სერვისზე, რას სთავაზობთ საზოგადოებას?
მომხმარებელს ვთავაზობთ სატვირთო ავტომობილების სრულ სერვისს, სათადარიგო ნაწილებს, საცხებ-საპოხ მასალებს და საბურავებს.
ამასთანავე, ვთავაზობთ მობილური სერვისის მომსახურებას, რაც გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებისამებრ მასთან ადგილზე ჩვენი მობილური ჯგუფის მისვლას და ნებისმიერი სერვისის ჩატარებას, როგორიცაა საბურავის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, სავალი ნაწილის შეკეთება, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სხვა სერვისი.
ასევე, უნდა აღინიშნოს სიახლე, რომელიც ახლა დავნერგეთ: ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ „ვაკო მოტორსის“ ონლაინმაღაზიით, შეძლონ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა და მიიღონ ინფორმაცია მიწოდებაზე (დელივერი), ტექნიკურ მახასიათებლებზე და სხვა. shop.vakomotors.ge
რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩვენ ვართ ლიდერი კომპანია სატვირთო ინდუსტრიაში. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხარისხზე, როგორც მომსახურების, ასევე პროდუქტების მხრივ, რაც ნამდვილად თვალსაჩინოა ჩვენი მომხმარებლებისთვის. არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ მაღალ სტანდარტს ვქმნით.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მაღალკვალიფიციური კადრები. მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტი ყოველი თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნავს. უზრუნველვყოფთ ტრენინგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სწორედ ეს განაპირობებს ხარისხის შექმნას და შენარჩუნებას.
როგორ უზრუნველყოფთ თანამშრომლების ჩართულობას და შენარჩუნებას?
სოფი კირვალიძე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი: თანამშრომლების ჩართულობისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ძალიან ბევრ მიდგომას ვიყენებთ, თუმცა ამ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებ თანამშრომლების განვითარებისთვის ზრუნვაზე. ჩვენ ორგანიზაციაში გვაქვს მრავალმხრივი განვითარების პროგრამები, რომელშიც ჩართულები არიან ჩვენი თანამშრომლები. გამოვარჩევ რამდენიმე მათგანს:
პერსონალიზებული განვითარების გეგმები: ჩვენ გვჯერა პერსონალიზებული კარიერის განვითარების ძალის. Vako Motors’-ის ყველა თანამშრომელს აქვს წვდომა მორგებულ განვითარების გეგმებზე, რომლებიც შეესაბამება მათ კარიერულ მისწრაფებებსა და მიზნებს. ეს გეგმები შემუშავებულია მათ მენეჯერებთან თანამშრომლობით და მოიცავს მკაფიო ეტაპებსა და მიზნებს.
უწყვეტი სწავლის შესაძლებლობები: დაწყებული ონლაინკურსებიდან და სემინარებიდან, დამთავრებული ინდუსტრიის სერტიფიკატებით და მოწინავე ხარისხებით. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, წავიდნენ ქვეყნის გარეთ, ჩვენს პრემიუმ ბრენდებთან DAF-ი, Chevron-ი, Man filter-ი და ა.შ. და ადგილზე გაეცნონ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას. ასევე, წელიწადში რამდენიმეჯერ ჩვენი პრემიუმ ხარისხის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა ჩამოდის და ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს.
მენტორობის პროგრამები: სადაც გამოცდილი ლიდერები ახალ თანამშრომლებს ასწავლიან. ეს ურთიერთობა ხელს უწყობს უნარების გადაცემას, პროფესიულ ხელმძღვანელობასა და კარიერულ განვითარებას.
სამუშაო როტაციები: ჩვენი თანამშრომლების უნარების გაფართოებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, ვთავაზობთ სამუშაოს როტაციას და პროექტების მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს. ეს არა მხოლოდ ინარჩუნებს მუშაობას საინტერესოდ და მრავალფეროვნად, არამედ ეხმარება თანამშრომლებს, გაიგონ ჩვენი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტი.
თანამშრომლების ყოვლისმომცველ განვითარებაზე ფოკუსირებით ჩვენ არა მხოლოდ ვაძლიერებთ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, არამედ ვქმნით მოტივირებულ და ერთგულ სამუშაო ძალას. ეს მიდგომა ეფექტური აღმოჩნდა საუკეთესო ტალანტების შესანარჩუნებლად და მაღალი დონის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად მოქმედებს თანამშრომლების გამოხმაურება კომპანიის HR პოლიტიკაზე?
თანამშრომლების გამოხმაურება მნიშვნელოვნად აყალიბებს ჩვენს HR პოლიტიკას. ჩვენ გვჯერა ღია კომუნიკაციის ძალის და, შესაბამისად, დავამკვიდრეთ რამდენიმე მექანიზმი, რის საშუალებითაც ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლების შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და განწყობის შესახებ. ორგანიზაციაში დანერგილი გვაქვს „ღია კარის პრინციპი“, რის მიხედვითაც თანამშრომლებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი აზრები, წინადადებები უშუალოდ თავიანთ მენეჯერებს, HR წარმომადგენელსა და მენეჯმენტს. ეს ღია კომუნიკაცია ხელს უწყობს გამჭვირვალობისა და ნდობის კულტურას, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლების მოსმენასა და დაფასებას. ამ პოლიტიკის შენარჩუნებით ჩვენ შეგვიძლია დროულად მოვაგვაროთ საკითხები და განვახორციელოთ ცვლილებები, რომლებიც ჩვენი სამუშაო ძალის საჭიროებებს ასახავს.
ჩვენს HR პოლიტიკაში თანამშრომლების გამოხმაურების აქტიური ჩართვით არა მხოლოდ ვქმნით უფრო ჩართულ და კმაყოფილ ტალანტებს, არამედ ვაძლიერებთ ჩვენს ორგანიზაციულ ეფექტურობას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს უფრო ჰარმონიული და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნას.
მოგვიყევით პარტნიორებზე.
სალომე ღონღაძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: „ვაკო მოტორსი“ პარტნიორობს 65-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორიცაა: DAF / TRP / CHEVRON / CARRIER /MANN-HUMMEL / ZF GROUPE / KNORR-BREMSE / WABCO / ELRING / MAHLE / AEOLUS. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევ და მოგიყვებით.
DAF – ბრენდი, რომელიც ქმნის საუკეთესო ხარისხის სატვირთოს, „ვაკო მოტორსი“ 2009 წლიდან ოფიციალური დილერია საქართველოში.
CHEVRON – ამერიკული ნავთობკომპანია, რომელიც ჩვენთან წარმოდგენილია DELO და TEXACO – სახელწოდებით, აღნიშნული ბრენდი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობმომპოვებელ კომპანიას. ჩვენ უკვე 15 წელზე მეტია აქტიურად ვთანამშრომლობთ.
CARRIER – სამაცივრე აგრეგატების მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ლიდერია მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული მიმართულებით, „ვაკო მოტორსი“ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც „ქერიერის“ ოფიციალური დილერი.
აღნიშნულ ბრენდზე მომხმარებლებს ვთავაზობთ სათადარიგო ნაწილებს და ყველა სახის სერვისს.
AEOLUS – საბურავების მწარმოებელი ჩინური კომპანია, ბრენდი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხით და სანდოობით გზის ნებისმიერი საფარის შემთხვევაში.
ჩვენ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. ჩვენი კომპანიის წარმატების ფორმულა არის ხარისხი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია და არა დამატებითი აქტივობა, მარკეტინგული ან PR კომუნიკაციის მიზნით. ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას როგორც ბიზნესსტრატეგიაში, ისე კომპანიის საქმიანობის ყველა კომპონენტში პოლიტიკის, მართვის სისტემების და პროგრამების განხორციელების დონეზე. ვინაიდან სატვირთო ინდუსტრია და გაუმართავი სატვირთო ავტომობილის უწყვეტი გადაადგილება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ვცდილობთ მუდმივად ვუპასუხოთ გამოწვევებს და ჩვენ მიერ დანერგილი ინოვაციური სერვისით მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რისკი, როგორც სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის, ისე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოცდილი, მსოფლიოში წამყვანი პარტნიორები გვეხმარებიან და პრემიუმ ხაზის პროდუქციას გვთავაზობენ.
გვიხარია, რომ ჟურნალ OK!-სთან ერთად მკითხველს წარვუდგენთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას #შეანელესვლა. სამწუხაროდ, დღეს საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ძალიან აქტუალური პრობლემაა. კამპანიის მიზანია საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გაუფრთხილდი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს!
სამომავლო გეგმები.
გეგმები ძალიან დიდი და შორს მიმავალი გვაქვს. ამ ეტაპზე „ვაკო მოტორსს“ სამი ფილიალი აქვს თბილისში, ერთი ზესტაფონში და ერთიც ბათუმში. გვინდა სამომავლოდ საქართველოს ყველა დიდი რეგიონი მოვიცვათ, ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. წელს „ვაკო მოტორსი“ 15 წლის ხდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვგეგმავთ საინტერესო მარკეტინგულ კამპანიებს. ასევე, მომხმარებელს ელოდება არაერთი სიურპრიზი, მათ შორის ფასდაკლებები – რა თქმა უნდა, სეზონისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი