• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „რიგის პური“ – სამეგობრო თავშეყრის ახალი ადგილი თბილისში „ლისი მერეს“ დამფუძნებლებისგან

September 21, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

რამდენიმე წლის წინ, ქალაქის ქაოსური ცხოვრებიდან მოშორებით, ძმებმა – გორდა და თაზო ნამიჭეიშვილმა, ლისის ტბის სიახლოვეს ივენთ ჰოლი „ლისი მერე“ შექმნეს, რომელმაც მომხმარებლებს მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიებების ჩატარების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა.

 

 

„ლისი მერეს“ შემდეგ, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილებმა, ადამიანებისთვის, ვისაც ქალაქიდან მოშორებით, სამეგობრო თუ საახლობლო წრეში სურს დროის სასიამოვნოდ გატარება, ახალი რესტორანი შექმნეს. „რიგის პური“ – ასე ჰქვია თავშეყრის ადგილს, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციებს თანამედროვე კონცეფციით წარმოადგენს. მკითხველის უმეტესობას, ალბათ, კარგად ახსოვს ძველ თბილისში გამართული დიდი ნადიმები, სადაც რიგის პური იმართებოდა და ამხანაგ-ნაცნობები ერთმანეთს რიგ-რიგად უმასპინძლებოდნენ ხოლმე (იოსებ გრიშაშვილი – „ქალაქური ლექსიკონი“). „რიგის პურის“ რესტორნის მთავარი ღირებულებაც შინაურულ გარემოში ადამიანურ ურთიერთობებს ეფუძნება, რის განწყობასაც ქმნის რესტორნის ინტერიერი – ვინტაჟური, ტრადიციული ქართული და თანამედროვე სტილის ელემენტებით.

 

 

როგორ გაჩნდა ტრადიციული თავშეყრის ადგილის გაცოცხლების იდეა, რა გარემოს სთავაზობს ის მომხმარებლებს და რა ემოციებთან ასოცირდება „რიგის პურის“ გარემო? – ამ კითხვებზე Entrepreneur-ს „ლისი მერესა“ და „რიგის პურის“ სულისჩამდგმელები, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები პასუხობენ:

„რიგის პურამდე“ იყო „ლისი მერე“ – ადგილი, სადაც, დიდი მასშტაბის მქონე ღონისძიებებს მასპინძლობთ. როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ივენთ ჰოლი? რა ღირებულებაზეა დაფუძნებული აღნიშნული სივრცე?

 

 

თაზო: გვსურდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული სტუმარი მოხვდებოდა განსხვავებულ გარემოში, მიიღებდა კარგ მომსახურებას, კარგად გაერთობოდა და მყუდრო გარემოში მიიღებდა უმაღლეს სერვისს. ჩვენი მთავარი შედეგი კი იქნებოდა კმაყოფილი მომხმარებელი, რომელსაც ჩვენი ძალისხმევით გავულამაზებდით ღონისძიებას. ასე გაჩნდა „ლისი მერეს“ იდეა. მას შემდეგ ვცდილობთ, თითოეულ ღონისძიებას ახალი გარემო დავახვედროთ – ახალი ინვენტარითა და დეკორაციებით. კარგად გვესმის, რომ თითოეულ ვიზიტორს განსხვავებული გემოვნება და საჭიროებები აქვს, აქედან გამომდინარე, ყველა ღონისძიება მათზე მორგებული, განსაკუთრებული და ექსკლუზიურია. მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ თანამედროვე, ტრენდულ ელემენტებს – ეს შეეხება სამზარეულოსა თუ ივენთ ჰოლის გარემოს. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ღონისძიების თითოეული დეტალი იყოს ემოციებთან დაკავშირებული – ამას, ალბათ, მომხმარებლებლიც გრძნობენ. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ახალი მომხმარებლები ჩვენთან ერთგული მომხმარებლების რჩევით მოდიან.

 

 

ინსპირაციას გვაძლევენ მადლიერი და კმაყოფილი მომხმარებლები, ასევე ისსტუმრები, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს და მზად არიან დასამახსოვრებელი ღონისძიების ჩასატარებლად.

ძველი თბილისის ემოციებითა და განწყობით გახსენით ახალი რესტორანი „რიგის პური“, რომლითაც ძველი ტრადიციები გააცოცხლეთ. რა გარემოს სთავაზობთ მომხმარებელს და რატომ სახელი „რიგის პური“?

 

 

გორდა: „ლისი მერეში“ ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე მოწვეულნი, თუმცა ჩვენს სივრცეში სურდათ დროის გატარება. სწორედ ამ მოთხოვნამ მოგვცა ინპირაცია, გაგვეხსნა ახალი რესტორანი, რომელიც სამეგობრო და საახლობლო თავშეყრის განსაკუთრებულ ადგილად იქცეოდა.

სივრცე დაყოფილია ოთხ ნაწილად – დარბაზი, ტერასა ლისის ხედით, გარე კაფე ეზოში და იზოლირებული ოთახები, რომელსაც საკუთარი პატარა ეზოები აქვს. სივრცეში გამოყენებული გვაქვს საინტერესო დეკორაციები: ძველი ქარხანა-ფაბრიკებიდან წამოღებული ძველებური ჭაღები, განათებები, უძველესი ნივთები და სხვა.

 

 

„რიგის პური“ ნიშნავს სამეგობრო ლხინსა და თავშეყრას და სწორედ ამ ემოციის გადმოტანა გვსურდა ინტერიერშიც. მე და ჩემი ძმის მსგავსად, უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, სასიამოვნოდ გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად და ამ შესაძლებლობის გამოყენება მათ თბილისიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე შეუძლიათ. დამატებით, მომხმარებლებისთვის ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად, ვაწყობთ კულტურულ-ქალაქურ საღამოებს და ვთავაზობთ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას.

 

 

„რიგის პური“ თავისი არსით ისტორიულ-კულტურული კონცეფციაა, რაც, შესაძლოა, საინტერესო იყოს არამხოლოდ ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, არამედ – ტურისტებისთვისაც. არიან თუ არა თქვენს მომხმარებლებში ტურისტებიც და რა აღაფრთოვანებთ მათ თქვენს სივრცეში?

თაზო: პანდემიის პერიოდში შემცირებული იყო ტურისტების ნაკადი, თუმცა ეტაპობრივად გვსტუმრობენ ხოლმე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორებიც. ის ფაქტი, რომ „რიგის პური“ ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული სივრცეა, ძალიან თბილ და შინაურულ გარემოს ქმნის მომხმარებლებისთვის, რასაც აფასებენ როგორც ტურისტები, ისე – ადგილობრივი სტუმრებიც.

 

 

როგორც უკვე ახსენეთ, სერვისი და მომსახურება თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორ არჩევთ გუნდის წევრებს? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

გორდა: გუნდის თითოეულ წევრში ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის ღონისძიება გრანდიოზულად ჩატარდეს. დიდ ყურადღებას ვაქცევთ გუნდურობის შეგრძნებასა და იმას, რომ თანამშრომლები ზრუნავდნენ იდეალური საღამოს ორგანიზებაზე.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები? რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

გორდა: ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ბაზარზე შემოვა ახალი ბრენდი – „ლისი მერე ვილა“ – საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ივენთ ჰოლის მიმდებარედ აშენებდა გაიმეორებს „ლისი მერეს“ მყუდრო და განსაკუთრებულ ინტერიერს. ამ ეტაპისთვის მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და მომხმარებელს შევთავაზებთ პატარა ვილებს, რომლის მთავარი ღირებულება ექსკლუზიურობა და განსაკუთრებული გარემო იქნება. სივრცეს ექნება საკუთარი ეზო და ყურადღება მიექცევა დეტალებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის საოჯახო და მყუდრო გარემოს.

 

 

ავტორი: ელენე ლომსაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჭიქა ყავასთან – ნათელა გრიგალაშვილი (ვიდეო)

#OK! ჭიქა ყავასთან – ნათელა გრიგალაშვილი (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის, კონტურული პლასტიკის ექიმ და ესთეტიკურ გინეკოლოგ თამუნა ბურჯანაძესთან

#OK! ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის, კონტურული პლასტიკის ექიმ და ესთეტიკურ გინეკოლოგ თამუნა ბურჯანაძესთან

January 6, 2022
#OK! Beyonce-ს გლამურული იმიჯი: მომღერალი შავი კაბით და ბრილიანტის აქსესუარებით!

#OK! Beyonce-ს გლამურული იმიჯი: მომღერალი შავი კაბით და ბრილიანტის აქსესუარებით!

May 13, 2021
#OK! კვების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

#OK! კვების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

July 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში:  მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში: მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები