• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Ultrasound Academy – საქართველოში პირველი პროფესიული განვითარების ციფრული პლატფორმა

March 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ესაჭიროება მუდმივად გაეცნოს დარგის სიახლეებს, ეძიოს ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ცოდნის გასაღრმავებლად ან მისაღებად. ინტერნეტტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების გამოყენებამ სწავლების პროცესი უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დედა-შვილმა, საკუთარი საქმის პროფესიონალებმა, ორმა დამოუკიდებელმა ქალმა შექმნა „ჰოლომედის“ ახალი პლატფორმა – Ultrasound Academy, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მედიცინის დარგის სპეციალისტების პოსტდიპლომურ განათლებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ ექიმ-რადიოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსა და კლინიკა „ჰოლომედის“ დამფუძნებელს, ფიქრია რეხვიაშვილსა და სამედიცინო მენეჯერს, თათია კაპანაძეს.

 

პროფესია

(ფიქრია რეხვიაშვილი): ექიმის პროფესია 24 წლის წინ ავირჩიე და მას შემდეგ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის. შესაბამისად, სამედიცინო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახვა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გამოჯანმრთელების პროცესში მკურნალობის ინდივიდუალურ მიდგომებს, ხოლო ჯანდაცვის მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად გადავწყვიტე კლინიკა „ჰოლომედი“ დამეარსებინა. მეშვიდე წელია დავნერგე კლინიკაში პაციენტის მიღების ინოვაციური მეთოდი − ონლაინკონსულტაცია ექიმი-სპეციალისტის ვირტუალურ კაბინეტში, გუნდური მუშაობის პრინციპი. დღეს კი შევქმენით ახალი პლატფორმა, რომელიც არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ზრდის ინსტრუმენტი, ეს არის კატალიზატორი ინოვაციებისა და პროგრესისთვის საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში.

 

 

(თათია კაპანაძე): პროფესიის შერჩევისას დიდი ხანი არ მიფიქრია, რადგან ჩემი პროფესიის მოტივატორი ჩემი მშობელი დედაა, რომელიც დღემდე მედიცინის მუშაკია. სამედიცინო დაწესებულებებში ხშირი ვიზიტებითა და იქაური შთაბეჭდილებებით შთაგონებული, ამ სფეროთი მოვიხიბლე და გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში და გავმხდარიყავი პროფესიით სამედიცინო მენეჯერი. ზოგადად, სამედიცინო მენეჯერის პროფესია გადამწყვეტ როლს ასრულებს სამედიცინო სფეროში არსებული დაწესებულებების ადმინისტრაციული და ოპერატიული ასპექტების ზედამხედველობაში, ეს მრავალმხრივი პროფესია მოითხოვს ჯანდაცვის სისტემების ექსპერტულ დონეზე ცოდნას, ლიდერული და მენეჯერული უნარების შერწყმას და პაციენტის მოვლის სრულყოფის ხელშეწყობის ვალდებულებას. საზღვრებს გარეთ და შემდეგ საქართველოში – კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა, დამეკავშირებინა ბაზარზე არსებული პრობლემები და, შესაბამისად, მათი გადაჭრის გზები მეპოვა, სწორედ ეს გახდა „ჰოლომედის“ ახალი პლატფორმის შექმნის მთავარი იდეა.

 

ჰოლომედის პროფესიული განვითარების (HoloMedi Professional Development – HPD) პლატფორმის შექმნის მიზანი

(ფიქრია რეხვიაშვილი): დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმმა ფეხი აუწყოს სიახლეებს და მუდმივად იყოს ინფორმირებული მის სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ განვითარების ტრადიციული ფორმით მიწოდება დიდ დროსა და ფიზიკურ დანახარჯებს მოითხოვს. დღეს მოთხოვნადი და აქტუალური გახდა ონლაინსწავლების განვითარება და პროცესის გააქტიურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჰოლომედის პროფესიული განვითარების (HoloMedi Professional Development – HPD) პლატფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კურიკულუმებზე დაფუძნებული დიპლომის შემდგომი, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში სწავლების საშუალებაა, რომელიც შედგება პროფესიული განათლების პროგრამებისაგან მედიცინის დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარებისა და წარმატებებისთვის.

ჰოლომედის პროფესიული განვითარების (HoloMedi Professional Development – HPD) პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მედიცინის დარგის სპეციალისტების პოსტდიპლომურ განათლებას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, მედიცინის მიმართულებებში დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მეცნიერების გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავება-გაფართოებას.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც ამ პლატფორმის ფრთების შესხმის პორცესში დიდი როლი ითამაშეს. უპირველესად, თათია კაპანაძეს, რომელმაც სამედიცინო სფეროში მიღებული ცოდნა სრულად მოახმარა პლატფორმის შექმნას და ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები მოიყვანა სისრულეში, ამით ის ექიმებისთვის უფრო ინტერაქტიული და თანამშრომლობითი გახადა. ასევე, მინდა გამოვყო ქალბატონი სოფო ხაჟომია, რომელმაც ჩემი და ჩემი შვილის ინოვაციური იდეის მხარდაჭერა და თანადგომა პირველივე დღიდან გამოხატა და დღეს ის ჩვენი გუნდის ღირებული წევრია.

 

რას სთავაზობს აღნიშნული პლატფორმა საზოგადოებას?

(თათია კაპანაძე): ინოვაციური ციფრული პლატფორმა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ონლაინკურსებს, ვიდეოტრენინგებს, როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი და ავტორიტეტული კლინიკების ტრენერი ექიმი-სპეციალისტების ჩართულობით, ცოდნის გაღრმავების, თანამედროვე ტენდენციების მონიტორირებისა და მათ შორის უწყვეტი სამედიცინო განათლების (უპგ) ქულების მოპოვებას. პლატფორმა ხელმისაწვდომია 24/7-ზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, რაც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის პროფესიონალებს, ისწავლონ საკუთარი ტემპით და საკუთარი გრაფიკით; გადაამოწმონ და გააუმჯობესონ მათი ცოდნა სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად; გაცვალონ მოსაზრებები პლატფორმის ონლაინბლოგის მეშვეობით; გაუზიარონ ცოდნა და მუშაობის შედეგები კოლეგებს. ეს მოქნილობა უზრუნველყოფს, რომ განათლება შეუფერხებლად მოერგოს დატვირთულ პროფესიულ ცხოვრებას და დროის უქონლობის გამო არ იყოს უგულებელყოფილი.

 

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

(ფიქრია რეხვიაშვილი): ჩემი ოჯახი. ეს არის ჩემი ძალა. ჩემი მეუღლე – იურისტი და ბიზნესმენი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრია, რომლის ურყევი მხარდაჭერა მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტად ვიყო ორიენტირებულ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. ჩემი შვილები ჩემი ფრთებია, ისინი მაძლიერებენ და გვერდში მიდგანან.

(თათია კაპანაძე): დედა. ის მუდმივად ორიენტირებულია ჩემს პროფესიულ განვითარებასა და სხვებისთვის ცოდნის გაზიარებაზე, ის მაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ პლატფორმის შექმნის დროსაც ასე იყო. მომავალშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ციფრული პლატფორმა, მისი მენტორობის ქვეშ, უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ექიმი-რადიოლოგების პროფესიულ განვითარებასა და ხარისხიან სერვისზე.

 

სამომავლო გეგმები

(ფიქრია რეხვიაშვილი): რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყოველთვის ვცდილობ ჩემს თავს განვუსაზღვრო როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი გეგმები და ასევე, მაქვს უფრო ზოგადი მიზნები და მისწრაფებები, რომელზეც მუდმივად ვმუშაობ. სწორედ ამიტომ ჩემი, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მიზანია, თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების გადამზადება. ამ პლატფორმით გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოში ყველა რადიოლოგმა და ექიმმა მიიღოს მსოფლიო დონის განვითარების შესაძლებლობა; ითანამშრომლოს კოლეგებთან მთელი მსოფლიოდან და წვლილი შეიტანოს სამედიცინო მეცნიერების წინსვლაში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები