• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! The way travel story bag – ბავშვებისთვის საჭირო ყველა ნივთი ერთ სამოგზაურო ჩანთაში

October 12, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველა სახის მოგზაურობას სჭირდება დაგეგმვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შვილთან ერთად გეგმავ მოგზაურობას და გიჭირს არჩევანის გაკეთება, თუ რომელი გასართობი ნივთი თუ თავის მოვლის საშუალება წაიღო თან. იმისთვის, რომ დაგეგმვა ნაკლებად სტრესული იყოს, ჩვენ გირჩევთ The way travel story bag-ს. ეს არის ორი მეგობარი დედის სტარტაპი, რომლის მიზანიც მშობლისთვის მოგზაურობის დაგეგმვის გამარტივებაა. The way travel story bag-ში ყველა ის საჭირო ნივთია მოთავსებული, რაც შეიძლება ბავშვს მოგზაურობისას გამოადგეს. უფრო ვრცლად უპირატესობებზე კომპანიის დამფუძნებლები: გვანცა ჯოხარიძე და ნაკო კეკელიძე გვესაუბრებიან.

როგორ გაჩნდა თქვენი სტარტაპის შექმნის იდეა? რა იყო მიზანი?

(გვანცა ჯოხარიძე): ჩვენი გაცნობა ჩვენს შვილებს უკავშირდება. მათმა მეგობრობამ ჩვენც დაგვაახლოვა. შემდეგ კი, მოგზაურობისას, წინ წამოიწია საერთო გამოწვევა – ბავშვების გამხიარულება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა, რაც ხშირად დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა. განსაკუთრებით გვიწევდა ფიქრი იმაზე, თუ რა ნივთები და აქტივობები იქნებოდა ბავშვებისთვის საკმარისად სახალისო, შემეცნებითი და კომფორტული. ასეთ სიტუაციებში ჩანდა, რომ ყოველთვის ახალი სათამაშოები და საგნები იყო საჭირო, რაც ყოველი მოგზაურობისთვის ტვირთად იქცეოდა.

ამ გამოცდილებამ, რომელიც ორივეს ერთნაირად გვაწუხებდა, დაბადა იდეა – შეგვექმნა ერთიანი სამოგზაურო ჩანთა, რომელშიც ბავშვისთვის ყველა საჭირო ნივთი იქნებოდა.

ამ გზით მოგზაურობა არა მხოლოდ უფრო მარტივი, არამედ სახალისოც გახდება როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ჩვენი პირადი საჭიროება და სურვილი ცხოვრების გამარტივებისკენ გადაიქცა ბიზნესიდეად, რომელიც ბევრ სხვა ოჯახსაც დაეხმარება მსგავს სიტუაციაში.

 

ვისთვისაა განკუთვნილი The way travel story bag?

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პროდუქტი არის ინოვაციური და აქამდე ბაზარზე მსგავსი ქართული პროდუქტი არ არსებობდა. რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ კლიენტებს, ისინი იქნებიან: ახალგაზრდა ოჯახები, მშობლები, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. მშობლები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ბავშვებთან ერთად, სასაჩუქრედ იდეალური იდეაა.

 

The way travel story bag-ის უპირატესობები:

(ნაკო კეკელიძე): ბავშვის მოვლის საშუალებები და გასართობი ნივთები. ეს ყველაფერი ერთად გავაერთიანეთ: მშობლებს აღარ მოუწევთ ცალკე სათამაშოების, წიგნების და საჭირო ნივთების პოვნა – ჩვენთან ყველაფერი ერთ ჩანთაში იქნება.

განვითარებადი აქტივობები: ჩანთა შეიცავს საგნებს, რომლებიც არა მხოლოდ ართობენ ბავშვს, არამედ ავითარებენ მათ შემოქმედებითობასა და კოგნიტურ უნარებს.

ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გაამარტივებს მოგზაურობას – ნაკლები სტრესი, მეტი კომფორტი – მშობლებს აღარ მოუწევთ ფიქრი იმაზე, რა წაიღონ, რადგან ჩვენ ამ ყველაფერზე უკვე ვიზრუნეთ.

(გვანცა): ჩანთაში არსებული ყველა პროდუქცია არის ხარისხიანი და ბავშვებისთვის უსაფრთხო. გარდა ამისა, ჩვენს პოტენციურ კლიენტებს თავად შეეძლებათ ბოქსის აწყობა. თავდაპირველად იქნება ჩვენი აწყობილი ჩანთები. შემდგომში დაემატება შოპი ან მობაილ აპლიკაცია. მიწოდება თბილისის მასშტაბით იქნება უფასო, ხოლო რეგიონებში მოხდება გაგზავნა.

 

 

სამომავლო გეგმები:

(ნაკო): ჩვენ სამომავლოდ ვფიქრობთ პროდუქტის გაფართოებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე ან მოგზაურობის ტიპებზე (საზღვაო, მთის, ექსტრემალური ტურიზმი). ასევე, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება ახალ პროდუქტებიც შევთავაზოთ, რაც ჩვენი ჩანთების ხაზს გაამრავალფეროვნებს.

დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ საქართველოს ბაზარზე ჩვენს ნიშას ვიპოვით და ჩვენი სტარტაპი ჩამოყალიბდება საიმედო და საყვარელ კომპანიად, რომელიც მშობლებისა და ბავშვებისთვის „აუცილებელ“ პროდუქტად იქცევა.

საწყის ეტაპზე გამოწვევები დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტის სრულყოფასა და ბრენდის განვითარებაში. ჩვენი სტარტაპი მომავალში შესაძლოა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბებზე წარმატებით განვითარდეს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! LOVE STORY  ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია
ინტერვიუ

#OK! LOVE STORY ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

March 5, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი
Slider Area

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „კურორტი საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

#OK! „კურორტი საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

December 28, 2021
#OK! მარკ ენტონი მეშვიდე შვილს მეოთხე მეუღლესთან ერთად ელოდება

#OK! მარკ ენტონი მეშვიდე შვილს მეოთხე მეუღლესთან ერთად ელოდება

February 15, 2023
#OK! ხატია ბუნიათიშვილის გამოჩენა ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

#OK! ხატია ბუნიათიშვილის გამოჩენა ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

September 2, 2022
#OK! იყო ექიმი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო პროფესიონალი, საუკეთესო ამ სფეროში

#OK! იყო ექიმი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო პროფესიონალი, საუკეთესო ამ სფეროში

October 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 5, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები