• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „კურორტი საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

დეკემბერი 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„კურორტმა საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა“ გამარჯვება 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის მოიპოვეს. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა. მათ პოსტკოვიდ გართულებების სამკურნალოდ ბალნეოლოგიური და ჰოსპიტალური სექტორის ერთობლიობა ერთხმად აღიარეს ინოვაციურ პროექტად. ევროპის სპა-ასოციაციის წევრები საქართველოსაც სტუმრობდნენ. „საირმესა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ გამარჯვება პრესკონფერენციაზე შეაჯამეს და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება. ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოსა და სამომავლო პერსპექტივებზე დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „კურორტი საირმეს“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაია სანიკიძეს.

 

გვესაუბრეთ ევროპის სპა-ასოციაციის დაჯილდოების შესახებ.

წელს „კურორტი საირმე“ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელიც სპა-ასოციაციების − ESPA-ს წევრი გახდა. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა აძლევს ჩვენს კურორტს საშუალებას გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში ორიენტირდეს ევროპულ სტანდარტზე. ESPA ყოველწლიურად ატარებს კონკურსს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები არჩევენ საუკეთესო პროექტს სხვადასხვა კატეგორიაში. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვესინჯა ძალები ამ კონკურსზე და წარვადგინეთ საკუთარი და „ევექს ჰოსპიტლების“ ერთობლივი პროექტი − „კოვიდის“ შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა“. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ექსპერტთა ჯგუფმა საუკეთესო ინოვაციური პროექტის ნომინაციაში უპირატესობა ერთხმად მიანიჭა ჩვენს ერთობლივ პროექტს.

გაგვაცანით „კოვიდის“ შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა.

უკვე თითქმის ორი წელიწადია მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში დაგროვდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლის შესაძლებლობებზე. სწორედ ამ გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ინფექციის მწვავე პერიოდის შემდეგ, დგება ეგრეთ წოდებული პოსტკოვიდური მდგომარეობა, რომელიც არანაკლებ რთული დასაძლევია, ვიდრე თავად ვირუსი და ხშირ შემთხვევაში მისი დაძლევა დახმარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ინფექციის გადატანის შემდეგ ხშირად იჩენს თავს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, ძილის მოშლა, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, კონცენტრაციის დარღვევა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა „კოვიდი“, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღიდგინოს ძალები და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი და „ევექს ჰოსპიტლებთან“ ერთად შევუდექით მუშაობას „კოვიდის“ შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაზე. ჩვენი პროგრამა უნიკალურია, რადგან გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას თითოეული პაციენტის მიმართ და აერთიანებს როგორც სამკურნალო-დიაგნოსტიკურ, ასევე ბალნეოლოგიურ კომპონენტს. პროგრამის ფარგლებში, თითოეული პაციენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება რეაბილიტაციის კურსი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია „კურორტი საირმეს“ გაწევრიანება ევროპის სპა-ასოციაციაში და რა განასხვავებს ამ პროექტს სხვა არსებული პოსტკოვიდური პროგრამებისგან?

ქართული კურორტის გაწევრიანება ევროპის სპა-ასოციაციაში არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არა მარტო ჩვენი კურორტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისთვის. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ცნობადი ევროპელი ტურისტებისათვის, როგორც არა მარტო გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მიმწოდებელი ქვეყანა, არამედ როგორც სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ვფიქრობთ, ასეთი კომპლექსური მიდგომა, ბალნეოლოგიური და კლინიკური სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის ფაქტობრივად ახალი სიტყვა „კოვიდის“ შემდგომი მდგომარეობის მართვაში. მსგავსი პროექტი არ არსებობს საქართველოში და პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში, არ არის დეკლარირებული არსად. ამაში დაგვარწმუნა ჩვენი პროგრამის აღიარებამ ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე.

რამ განაპირობა ამ პროექტში „კურორტ საირმის“ სპა-ცენტრისა და „ევექს ჰოსპიტლების“ გაერთიანება?

ჩვენი მიზანი გახლდათ, რეაბილიტაციის კურსი ყოფილიყო მაქსიმალურად ეფექტური და რეალურ შედეგზე ორიენტირებული. ბალნეოლოგიური სერვისების მიღება განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით. იმისათვის, რათა ნათლად განგვესაზღვრა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესი იყო მძლავრი კლინიკური შესაძლებლობის მქონე პარტნიორთან ურთიერთობა. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი და „ევექს ჰოსპიტლების“, როგორც უმსხვილესი და უძლიერესი კლინიკური შესაძლებლობების მქონე ქსელის, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

კვლავაც გაქვთ საერთო გეგმები, რომლებსაც „ევექს ჰოსპიტლებთან“ ერთად განახორციელებთ?

გვაქვს გარკვეული იდეები და უდავოდ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, თუმცა ეს უკვე მომავალი წლის სიახლე იქნება და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებულიც.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი
ინტერვიუ

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი

მაისი 7, 2022
#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან
ბლოგი

#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან

მაისი 2, 2022
#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა
ინტერვიუ

#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა

მაისი 2, 2022
#OK! პანდემია ქართულად…
ინტერვიუ

#OK! პანდემია ქართულად…

მაისი 2, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! #Streetstyle ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! #Streetstyle ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

ივნისი 10, 2021
#OK! მედ დიაგნოსტიკა 100%-ით სანდო კლინიკური კვლევები

#OK! მედ დიაგნოსტიკა 100%-ით სანდო კლინიკური კვლევები

სექტემბერი 13, 2021
#OK! ტესტი: გამოიცანი რომელი დიზაინერია გამოსახული ფოტოზე

#OK! ტესტი: გამოიცანი რომელი დიზაინერია გამოსახული ფოტოზე

სექტემბერი 24, 2021
#OK! მოდებაძე 81 – განაახლეთ გარდერობი თავბრუდამხვევი ფერებით

#OK! მოდებაძე 81 – განაახლეთ გარდერობი თავბრუდამხვევი ფერებით

აპრილი 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

მაისი 24, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთში მეგობრის £100.000.000-იან იახტაზე ისვენებს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთში მეგობრის £100.000.000-იან იახტაზე ისვენებს

მაისი 25, 2022
#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

მაისი 23, 2022
#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

მაისი 27, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×