• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! ტეილორ სვიფტი 32 წლის გახდა: გასული ათწლეულის “საუკეთესო არტისტად” წოდებული ვარსკვლავი იუბილარია

დეკემბერი 13, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ტეილორ სვიფტი გახდა ვარსკვლავი, რომელმაც გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი ურთულესი ვითარება კარიერის ყველაზე პროდუქტიულ ეპოქად აქცია და მაყურებელს ორი შემდგარი მუსიკალური ალბომი წარუდგინა. Folklore-მა და Evermore-მა კომერციულ წარმატებას პირველივე კვირაში მიაღწია და კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებაც მალევე მოიპოვა. არტისტმა პირადი ცხოვრების უცხო დეტალების გამოაშკარავებასთან ერთად ახალი პერსონაჟების გამოგონება და მათ შესახებ სიუჟეტების წერა დაიწყო, რითიც უკვე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული და მრავალფეროვანი სტილი ჩამოაყალიბა.

ალბომის გამოსვლისთანავე ხალხის ყურადღება უცხო პიროვნებამ მიიპყრო, რომელსაც მომღერალი სიმღერების თანაავტორს უწოდებდა. ტეილორმა The Long Pond Studio Sessions-ების დროს დუმილი დაარღვია და საზოგადოებას საიდუმლო გაანდო. როგორც აღმოჩნდა, პიროვნება, რომელიც მსმენელისთვის William Bowery-ის სახელით იყო ცნობილი, სინამდვილეში მისი მეგობარი ბიჭი ჯო ალვინი იყო.

David Koma on Instagram: “@taylorswift wearing Resort 2022 Crystal Petal Off-The-Shoulder Dress ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ Styling by @josephcassell1 ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ #R… em 2021 | Pessoas bonitas

პანდემიის დროს ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ სახლებში ვატარებდით, ვცდილობდით თავიდან აგვეცილებინა მეგობრებთან და ახლობლებთან კონტაქტი, ისევე როგორც ჩვენი, ასევე მათი უსაფრთხოებისთვის. რამდენად რთული იყო შენთვის პანდემიის პერიოდში ორი ალბომის გამოშვება და გაოცებული იყავი თუ არა საკუთარი შესაძლებლობებით?

„რა თქმა უნდა, თავდაპირველად ნამდვილად არ მქონდა გეგმაში ორი ალბომის გამოშვება, რადგან დროის უმეტეს ნაწილს სახლში, ფილმების ყურებაში ვატარებდი. ჩამოვაყალიბე ერთგვარი რუტინა, რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ვირჩევდი ჩემთვის საინტერესო სიუჟეტის მქონე ფილმს, როგორებიც იყო მაგალითად L.A Confidential, Rear Window, Pan’s Labyrinth და Jane Eyre. ცოტათი მრცხვენია კიდეც იმის თმა, რომ ეს ფილმები აქამდე ნანახი არ მქონდა. სხვების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების ნახვა ჩემთვის ინსპირაციული აღმოჩნდა, მათი ყურების დროს მიჩნდებოდა კითხვა “რატომ არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ? რატომ არასდროს გამომიგონებია პერსონაჟები და შემიქმნია სიუჟეტები?“

„ისტორიები, რომლებსაც სიმღერების საშუალებით გადმოვცემ კონკრეტული ადამიანებისა და ადგილების შესახებაა, რომლებსაც მე წარმოვიდგენდი. შესაბამისად, ამ პროექტების შთაგონების წყარო არამხოლოდ პირადი გამოცდილება, არამედ საყვარელი ფილმებისა და წიგნების საშუალებით შექმნილი საოცნებო სამყარო და ადგილები გახდა, რომლებში მოხვედრაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუხდენელ ოცნებას წარმოადგენდა.”

Taylor Swift: Why is it so difficult to support her?

როგორ შეიქმნა სიმღერა Betty, რომელსაც 17 წლის ბიჭის გადმოსახედიდან წერ?

„ეს სიმღერა, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი იყო. ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუმცა სიმღერის თავდაპირველი იდეა ჩემს თანაავტორს William Bowery-ის (იგივე ჯო ალვინს) ეკუთვნის. მან მოიფიქრა მისამღერის მელოდია. როდესაც მისი შესრულება მოვისმინე, ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. ცხადია, მე არ მქონდა მამაკაცის ხმა, თუმცა შემეძლო მქონოდა მამაკაცის პერსპექტივა.”

Joe Alwyn Teases One Way Taylor Swift Might Be Rubbing Off on Him - E! Online - CA

Folklore-ის კიდევ ერთი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ რადიკალურად განსხვავდება იმ ალბომებისგან, რაც კი აქამდე შეგიქმნია. გქონდა თუ არა იმის შიში, რომ მსმენელი ახალ მიმდინარეობას განსხვავებულად მიიღებდა?

“ამ ყველაფერზე მუშაობის დაწყების პროცესში ნამდვილად არ მიფიქრია. ძალიან დიდი შემართებითა და მონდომებით ვმუშაობდით მე და ჩემი გუნდის წევრები, რადგან წინასწარ დავგეგმეთ აბსოლუტურად ყველაფერი. თითოეული პროექტი ერთმანეთისგან განსხვავებულ თანამშრომლობას მოითხოვს. იყო მომენტები, როდესაც ჩემი სტილისტები ისეთ რაღაცებზე მუშაობდნენ, რასაც მე ვერასდროს მოვიფიქრებდი. პანდემიის პერიოდში ვერ შევძელი ამ ხალხის შეკრება, მე რომ ფოტოსესიისთვის მთლიანი გუნდი შემეკრიბა, ეს ადამიანები უნდა მომეწყვიტა თავიანთ სახლებს და საფრთხეში ჩამეგდო როგორც მათი, ასევე ჩემი ჯანმრთელობა.“

„Folklore-ის გარეკანისთვის მინდოდა გოგონა, რომელიც დაახლოებით 1830-იან წლებში ტყეში ღამის პერანგით დადიოდა (იცინის). ეს უნდა ყოფილიყო ქალი ღამის ძილში. გავაკეთე იდეის ვიზუალური პრეზენტაცია და Beth Garrabrant-ს გავუგზავნე, რომელთანაც მანამდე არასდროს მიმუშავია.

 

The Taylor Swift & Scooter Braun Drama, Explained - Alma

Folklore-ში არის სიმღერები, რომლებიც მიუთითებს თქვენს პირად ცხოვრებასა და ისეთს კანდალურ ურთიერთობებზე, როგორებიც იყო მაგალითად სკუტერ ბრაუნთან და სკოტ ბორჩეტასთან კონფლიქტი. რამდენად ემოციური აღმოჩნდა შენთვის ამ ყველაფერზე საუბარი?

„Folklore მოიცავს უამრავ “აკუსტიკურ გამოძახილს” წარსულის მოგონებებიდან, თუმცა რა თქმა უნდა მასში თანამედროვე დეტალებიც არის გაერთიანებული.“

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა პერიოდი, როდესაც ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, ამჟამად არანაირი მიზეზი არ არსებობს ტკივილის მოყენების. ბუნებრივია, როდესაც 15 წლიან ურთიერთობაში ხარ ადამიანთან და ამ დროს ყველაფერი ირევა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მეგობარი ბიჭია თუ უბრალოდ ახლობელი, შენთვის ძალიან მოულოდნელი და დამანგრეველია.“

„Folklore-ში სიმღერების გარკვეული ნაწილი წარმოსახვითია, ნაწილი კი არა. სიმღერა My Tears Ricochet სწორედ მაშინ დავწერე, როდესაც ინსპირაციისთვის ძალიან ბევრი უცხო გამოსახულება წარმოვიდგინე. ერთმანეთს ვადარებდი ურთიერთობებს, რომლებსაც ადამიანები მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ მოულოდნელი მიზეზების გამო ასრულებდნენ. კონფლიქტის შემდგომ წარსული მოგონებების გახსენებაც კი მტკივნეულია, ძალიან რთულია, როდესაც ის ადამიანი გაყენებს ტკივილს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი და რომელიც ამავდროულად შენი საუკეთესო მეგობარია. კონკრეტულად My Tears Ricochet-ის შესავალი Marriage Story-ის ნახვის შემდეგ დავწერე, როდესაც კარგად გავაანალიზე, როგორ შეიძლება ბედნიერი ქორწინება კატასტროფულად დასრულდეს.“

Taylor Swift Is Re-Recording Her Hits: Here's What She Might Be Facing - Rolling Stone

Evermore-ს საზოგადოება Folklore-ის დასკვნით, ეგრეთწოდებულ “გადამწყვეტ ნაწილად” მიიჩნევს. როდის და როგორ მოგივიდა ამ ალბომის დაწერის იდეა?

„The Long Pond Studio-ს სესიები იყო პირველი ჯერი, როდესაც მე, ჯეკ ანტონოფი და აარონ დესნერი ერთ სივრცეში შევხვდით ერთმანეთს (მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინ ვერნონი ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი). ისინი არიან ადამიანები, რომლებთან ერთად კოლაბორაციის შედეგად შედგა ორივე ალბომი. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთ ვირტუალურად ვსაუბრობდით ერთმანეთთან, თუმცა ერთ სივრცეში ყოფნას სამწუხაროდ ვერ ვახერხებდით.

„Folklore-ის გამოშვების შემდეგ მე და აარონი კვლავ განვიხილავდით იდეებს და ზუსტად ვიცოდი, რომ მუსიკის წერას არ შევწყვეტდი. რაღაც ახლისა და განსხვავებულის ცდა მინდოდა. როდესაც ჩემი სამყარო შემოქმედებითად გაიხსნა, მივხვდი, რომ დღიურებისა და ჩანაწერების სტილში სიმღერების წერა არამდგრადი იყო. Folklore-ის მონათესავე ალბომი, როგორც ხშირად მას გულშემატკივრები მოიხსენიებენ, დისტანციური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ასე, რომ ვთქვათ Evermore ვირტუალური კომუნიკაციის შედეგად მიღებული პროექტია.“

8 things we love about Taylor Swift's surprise new album Folklore | Vogue France

გაიგე მეტი: ტეილორ სვიფტი

ასევე გაეცანი

OK! დღეს პამელა ანდერსონი 55 წლის გახდა: გავიხსენოთ ვარსკვლავის პირველი ყდა Vogue Czechoslovakia-ისთვის
Hollywood News

OK! დღეს პამელა ანდერსონი 55 წლის გახდა: გავიხსენოთ ვარსკვლავის პირველი ყდა Vogue Czechoslovakia-ისთვის

ივლისი 1, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე
Hollywood News

#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

ივნისი 30, 2022
#OK! R Kelly-ის ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
Hollywood News

#OK! R Kelly-ის ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ივნისი 30, 2022
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე
Hollywood News

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! მალე: კრის ევანსი, რაიან გოსლინგი და რეგე-ჟან პეიჯი ერთად ფილმში The Gray Man

#OK! მალე: კრის ევანსი, რაიან გოსლინგი და რეგე-ჟან პეიჯი ერთად ფილმში The Gray Man

მარტი 6, 2021
#OK! თამო ვაშალომიძე ქალიშვილთან ერთად კაჭრეთის “ამბასადორში” ისვენებდა!

#OK! თამო ვაშალომიძე ქალიშვილთან ერთად კაჭრეთის “ამბასადორში” ისვენებდა!

სექტემბერი 19, 2021
#OK! ემილი რატაკოვსკი თეთრეულის საკუთარი ხაზისთვის – ახალბედა დედა Inamorata-სთვის

#OK! ემილი რატაკოვსკი თეთრეულის საკუთარი ხაზისთვის – ახალბედა დედა Inamorata-სთვის

აპრილი 14, 2021
#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

დეკემბერი 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

ივნისი 28, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

ივნისი 30, 2022
#OK! Louis Vuitton-ის 2023 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

#OK! Louis Vuitton-ის 2023 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

ივლისი 1, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×