• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! TATIANA STUDIO – თქვენი კომფორტის ზონა

July 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

გსურთ სვირინგის გაკეთება? Tatiana Studio − ეს არის ადგილი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, თავი პროფესიონალებს ანდოთ და სხეულზე ნებისმიერი ფორმისა და ზომის სვირინგი დაიხატოთ. რამდენი ხანია, რაც სტუდია ბაზარზე გამოჩნდა? გარდა სვირინგებისა, რა სახის მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს? რომელი უპირატესობებით სარგებლობს, და სხვა საინტერესო შეკითხვებზე დამფუძნებელი ტატიანა გოდიბაძე გვიპასუხებს.

ტატიანა, რამდენი ხანია, რაც ამ საქმიანობით დაინტერესდით?

ტატუ-სფეროთი შვიდი წლის წინ დავინტერესდი. მაშინ სამხატვრო ათწლედი ახალი დამთავრებული მქონდა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი. ჩემს თავს ვცდიდი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში და როცა ხელში პირველად ტატუს აპარატი დავიჭირე, თითქოს ვიგრძენი, რომ ვიპოვე ჩემი საქმე! მომწონს, რომ ეს პროფესია არასდროს ხდება მარტივი და მუდამ უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვს, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოა. მომწონს, რომ ვესაუბრები ადამიანებს, ვიცნობთ ერთმანეთის სამყაროს, ვუზიარებთ გამოცდილებას, მოგონებებს, და ზოგჯერ მეგობრებიც ვხდებით ხოლმე. მიხარია, რომ მათ ნდობას ვიმსახურებ და ჩემი ხელოვნება მათ სხეულებს სამუდამოდ გაჰყვებათ. ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, ყოველთვის ვცდილობ პასუხისმგებლობით მოვეკიდო და თითოეული ადამიანი ბედნიერი გავუშვა სტუდიიდან.

როდიდან გამოჩნდა Tatiana Studio ბაზარზე?

5 წლის წინ დავაარსეთ სტუდია. მივხვდი, რომ ამ სივრცით უფრო მეტს ვიტყოდით ტატუ-ხელოვნებაში. მარტო არასდროს ვიყავი. ჩემი მშობლები, ოჯახი, ყოველთვის მეხმარებოდნენ. ჩემი მეუღლე მუდამ გვერდით მედგა. ერთად ვაშენებდით ამ ყველაფერს. 5 წელია ერთად ვმუშაობთ მე და გიორგი. საოცარი ადამიანები გვყავს გარშემო, რომლებიც მუდამ მოტივაციას გვაძლევდნენ და სჯეროდათ, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. დღემდე ასე გრძელდება. ყოველდღიური შრომის, მათი უდიდესი დახმარებისა და სწორი რჩევების შედეგად, ყოველ წელს ჩვენი სტუდია უფრო და უფრო იზრდება არა მხოლოდ სივრცით და ვიზუალით, არამედ თანამშრომლების რაოდენობით, პოპულარობით და მომსახურების ხარისხითაც.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენს სტუდიაში მომხმარებელს ტატუს დახატვის გარდა, ასევე შეუძლია უნიკალური ტატუ-ესკიზის შეკვეთა, დროებითი ტატუს დახატვა, პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება, თმის, წვერის, წარბების მოწესრიგება, წამწამების დაგრძელება, პირსინგის, დრედების გაკეთება, არასასურველი ტატუს ლაზერით წაშლა, ძველი ტატუს გადაკეთება, გასწორება; შეუძლია ტატუს შემსწავლელი კურსების, ბარბერების, პირსინგის, პერმანენტული მაკიაჟისა და სამხატვრო კურსების გავლა.

ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეამოწმოს ჩვენი გუნდის წევრების გამოცდილება, ნამუშევრები, ფასები, ისტორია და მათი თავისუფალი დრო საიტზე Tatiana.ge რომელიც მთლიანად ჩემმა მეუღლემ, გიორგი შენგელიამ შექმნა. საიტი, რომლითაც სალონში დარეკვის გარეშე ჩაეწერები, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. თავისუფალი დრო ყოველდღიურად განახლებადია. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს და ზუსტად იმ დროს ჩაეწეროს, როდესაც თვითონ ურჩევნია.

გვესაუბრეთ სპეციალისტებზე.

ჩემი გუნდი დიდხანს ფორმირდებოდა და ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ უკეთეს თანამშრომლებსა და პროფესიონალებს ვერც ვისურვებდი. თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით აკეთებს თავის საქმეს. უამრავი ადამიანი გვეუბნება, რომ ძალიან პოზიტიური, მეგობრული და ენერგიული გუნდი გვყავს, რაც ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, ასეთ გარემოში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მომხმარებელსაც უხარია მისვლა. ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა გვითხრა, ამ სტუდიაში უბედურიც რომ შემოხვიდე, ბედნიერი და გაბრწყინებული გახვალო. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის ეს სიტყვები და ვფიქრობ, ეს გუნდის დამსახურებაა − ადამიანების, რომლებიც დიდხანს სწავლობდნენ, ვითარდებოდნენ, მუშაობდნენ დაუზარებლად პროფესიულ წინსვლაზე და ყოველი მათგანი თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს.

რა სახის უპირატესობით სარგებლობს Tatiana Studio?

ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ბევრი ერთმანეთთან მომიჯნავე სერვისი გვაქვს ერთ სივრცეში თავმოყრილი, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულია. ჩვენი სტუდია ერთადერთია, სადაც ერთდროულად მოგემსახურებათ:

  1. ადმინისტრატორი (ისე, რომ არ მოგიწიოთ ზედმეტად ბევრი ლოდინი შეტყობინებებზე);

  1. დიზაინერი (ადამიანი, რომელიც ყურადღებით შეისწავლის თქვენს სტილს, გემოვნებას, მოგცემთ რჩევებს, დაუმატებს თავის უნიკალურ ხედვას და შექმნის ექსკლუზიურ დიზაინს);

  1. გამოცდილი ტატუ-არტისტი (ნებისმიერი ტატუ-არტისტი, რომელსაც შეარჩევთ მისი ნამუშევრების ხარისხის მიხედვით, ყურადღებით მოგემსახურებათ, ამომწურავად გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე და დახატავს თქვენთვის იდეალურ ტატუს. აგიხსნით მოვლის წესებს და მოგცემთ რჩევებს იმისთვის, რომ თქვენი ტატუ 5-10 წელი გამოიყურებოდეს იდეალურად).

ჩვენს სტუდიაში ჰიგიენისა და დეზინფექციის ნორმები 100%-ით დაცულია. ხელსაწყოებს რეგულარულად უკეთდება სტერილიზაცია, ხოლო ყველაფერი, რაც უშუალოდ კანს ეხება, ერთჯერადია და იხსნება მომხმარებლის თვალწინ.

ჩვენთან კურსის გავლის შემთხვევაში, გავცემთ სერტიფიკატს. საუკეთესო მოსწავლეები ჩვენთან იწყებენ მუშაობას. ზუსტად ასე ვიპოვეთ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენი გუნდის წევრია.

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ხარისხი ჩვენთვის უმთავრესზე უმთავრესია. ჩვენგან მომხმარებელი მუდამ კმაყოფილი გადის და ეს ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო მოვალეობაა. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ყველანაირი მასალა თუ აპარატურა, რაც ჩვენს სტუდიაში გამოიყენება, უმაღლესი ხარისხისაა.

სამომავლო გეგმები.

გვინდა ცალკე სამხატვრო სკოლა გავხსნათ, სადაც ჩვენებური, ცოტა ავანგარდისტული მიდგომებით ვასწავლით. ასევე, გვინდა „ტატიანა სტუდიო“ საქართველოში რამდენიმე ადგილას იყოს და საერთოდ, გასცდეს საქართველოს საზღვრებსაც და ევროპაში ან აშშ-ში ვასახელოთ ქართველი ტატუ-არტისტები. წინ ბევრი გეგმა გვაქვს − იქნება ეს ტატუ-შოუ თუ პირველი ტატუ-ფესტივალის მოწყობა საქართველოში.

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 13, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

#OK! ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

July 26, 2021
#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

February 6, 2023
#OK! “რიჩარტ ვიზუალი” გალერეა ვერესთან თანმშრომლობით ჯულია სანიკიძის შოუს წარადგენს

#OK! “რიჩარტ ვიზუალი” გალერეა ვერესთან თანმშრომლობით ჯულია სანიკიძის შოუს წარადგენს

June 14, 2021
#OK! კრისი ტეიგენი ტაილანდური Vogue-ის მე-100 გარეკანზე

#OK! კრისი ტეიგენი ტაილანდური Vogue-ის მე-100 გარეკანზე

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

July 14, 2025
#OK! Friend’s Events Group –  კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

#OK! Friend’s Events Group – კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

July 12, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები