• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! „ატარე“-ს ახალი კოლექცია – „ატარე გულით“

April 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! სასაჩუქრე აქსესუარების ქართულ ბრენდ „ატარე“-ს გაგაცნობთ, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად შექმნას უნიკალური, პერსონიფიცირებული აქსესუარები. ბრენდის მთავარი დატვირთვა თვითგამოხატვა და ემოციების გადმოცემაა. ჩვენ შეგვიძლია ვატაროთ საყვარელი ადამიანის სახელი, ან გამოვხატოთ გრძნობები ჩვენთვის ძვირფასი პერსონების მიმართ. ბრენდის დამფუძნებლები ნესტან და თამარ ამირეჯიბები არიან, რომლებიც თავად გვიამბობენ„ატარე“-ს მთავარი დატვირთვისა და კონცეფციის შესახებ.

გაგვაცანით ბრენდი.

„ატარე“ იყო პირველი, რომელმაც შექმნა აქსესუარი ქართული ანბანის გამოყენებით. ეს არის ტრენდსეტერი ბრენდი, რომლის მიერ შექმნილი უნიკალური აქსესუარები ხდება ყველაზე ტრენდული და სასურველი ქართულ ბაზარზე.

ჩვენს პროდუქციას ყოველთვის გამოარჩევს მაღალი ხარისხი, სილამაზე, სისადავე, გემოვნება და უნიკალურობა.

ეს არის გამორჩეულად მაღალი ხარისხის პერსონიფიცირებული აქსესუარები, რომელთაგან თითოეული დამატებითი ემოციის მატარებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენი ოქროსა და ვერცხლის ასო-ნიშნები ინიციალებია, ასევე, თითოეულს აქვს პოზიტიური დატვირთვა, ზედსართავი ან ცნების სახელით. მაგალითისთვის ბ-ბედნიერება, ს-სიყვარული, ჯ-ჯანმრთელობა და ა.შ.

რამდენი ხანია, რაც „ატარე“ ბაზარზე გამოჩნდა?

„ატარე“ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და უკვე 4 წელია წარმატებით ემსახურება ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს. ჩვენი სულ პირველი კოლექცია 400 ცალი ვერცხლის ასო-ნიშნისგან შედგებოდა და ძალიან ვღელავდით, რამდენად მოვახერხებდით მის გაყიდვას, თუმცა ძალიან მალე მომხმარებლისთვის საოცრად საყვარელი აქსესუარი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ის პირველი აქსესუარი დღემდე ბესტსელერია.

 

რა არის ბრენდის მთავარი დატვირთვა და კონცეფცია?

ბრენდის მთავარი დატვირთვა ქართული, უნიკალური პერსონიფიცირებული აქსესუარების შექმნაა, რაც მხოლოდ დადებითი ემოციების გამომხატველია.

„ატარე“ მომხმარებელს აძლევს თვითგამოხატვისა და ემოციების გადმოცემის საშუალებას. ჩვენი აქსესუარები ეხმარება მათ გამოამჟღავნონ ყველაზე საკრალური ემოციები. მაგალითად, ატარონ საყვარელი პერსონის სახელი, ან გამოხატონ საკუთარი გრძნობები მათთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ატარე“ პერსონიფიცირებული სასაჩუქრე ნივთებია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას თავად გახდეს საჩუქრის ავტორი − შექმნას უნიკალური საჩუქარი და ამით გამოხატოს ემოციები ძვირფასი ადამიანების მიმართ, რომელსაც ვერცერთი სხვა საჩუქარი ვერ დაიტევს ისე, როგორც „ატარე“.

გვიამბეთ „ატარე“-ს ახალი კოლექციის შესახებ.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით მალე დასრულდება ბრენდის სრულიად ახალი, თანამედროვე, ფუნქციურად გამართული ონლაინმაღაზია და მოხდება ახალი კოლექციის − „ატარე გულით“ მარკეტინგული აქტივობების უზრუნველყოფა.

იმის გათვალისწინებით, რომ „ატარე“ პერსონიფიცირებული აქსესუარების ბრენდია, კოლექცია „ატარე გულით“ ბრენდის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არის სრულიად ახალი, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული, ემოციების გამომხატველი დახვეწილი და სადა აქსესუარი. სიმბოლოების მრავალფეროვანი არჩევანი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა აარჩიოს მისთვის სასურველი ცნება, ინტერესი, ზოდიაქოს ნიშანი ან უბრალოდ ჰობი, რომელსაც სიმბოლურად გულით ატარებს ან სპეციალურად საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრად შექმნის, რათა ატაროს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

„ატარე“-ს გუნდი ზუსტად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კოლექციის კონცეფციასა და დიზაინზე, რომელიც აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი ჩვენს ახალ ონლაინპლატფორმაზე და ჩვენს სტენდზე „სითი მოლში“.

რა მიგაჩნიათ ბრენდის მთავარ ნიშად?

„ატარე“ უფრო მასშტაბური ბრენდია, ვიდრე ე.წ. ნიშური. ჩვენი სამაჯურები თავისი სისადავის, სიმარტივისა და ხარისხის გამო მრავალფეროვანი სეგმენტისთვისაა მისაღები, თუმცა ჩვენი მთავარი და ერთგული მომხმარებელი ქალია, რომლის უმთავრესი ფასეულობა და საზრუნავი თავისივე ოჯახი და შვილების კეთილდღეობაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრები და მათთვის დათმობილი ყურადღება. ჩვენი ერთგული მომხმარებელი ასევე არის მამაკაცი, რომელსაც უყვარს სიურპრიზების გაკეთება მისთვის ძვირფასი ქალებისთვის.

სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

„ატარე“-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საბურთალოს „სითი მოლში“, ჩვენს სტენდზე, ასევე ჩვენს ონლაინმაღაზიაში: atareshop.com

 

FB: Atare • ატარე

მის: ვაჟა-ფშაველას N70, „სითი მოლი“ საბურთალო, G სართული

ტელ: 599 48 58 88

სამუშაო საათები: 10:00 AM-10:00 PM

atareshop.com

ასევე გაეცანი

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ
Fashion

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია
Fashion

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 5, 2025
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა
Fashion

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

July 1, 2025
#OK! ზენდეიას და ენდრიუ გარფილდის ერთობლივი ფოტოსესია Variety-ისთვის

#OK! ზენდეიას და ენდრიუ გარფილდის ერთობლივი ფოტოსესია Variety-ისთვის

June 8, 2022
#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

August 5, 2022
#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

April 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! დავით კლდიაშვილის ქუთაისი – მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარული

#OK! დავით კლდიაშვილის ქუთაისი – მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარული

July 4, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები