• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Studio Privé – საკუთარ თავთან ჰარმონიის გზა

October 8, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გიამბობთ სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის Studio Privé-ს შესახებ, რომლის მთავარი მიზანია უზრუნველყოს კომფორტი და ხარისხიანი მომსახურება თითოეული სტუმრისთვის. სალონის გუნდი პატივისცემითა და ყურადღებით უსმენს მომხმარებლის სურვილებს და დიდი ძალისხმევით მუშაობენ საუკეთესო შედეგების მისაღებად. პროფესიონალი გუნდი, პრემიუმკლასის პროდუქცია და არაჩვეულებრივი გარემო – ეს Studio Privé-ს ფილოსოფიაა, რაც სალონში ვიზიტს დიდ სიამოვნებად აქცევს. გთავაზობთ ინტერვიუს სალონის დამფუძნებელ მარიამ კოკაიასთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს Studio Privè-ს საქმიანობის შესახებ.

რამდენი ხანია, რაც Studio Privé ბაზარზე გამოჩნდა და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

Studio Privé-ს სივრცე ივნისში გავხსენით. მართალია, არცთუ ისე დიდი ხანია, მაგრამ გუნდის წევრები მრავალწლიან გამოცდილებას ფლობენ სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში, რამაც დიდი როლი ითამაშა მომხმარებლის ნდობის მალევე მოპოვებაში. სალონი ივნისში გაიხსნა, თუმცა ამ პროექტზე დაახლოებით 1 წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვმუშაობდით. ადვილი ნამდვილად არ იყო, ყველაფერი 0-დან დავიწყეთ. პირველი ამოცანა იყო შეგვერჩია ისეთი ლოკაცია, რომელიც ხელსაყრელი იქნებოდა მომხმარებლისთვის. შემდეგ დავიწყეთ ფართის დაპროექტება, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ინტერიერი, რომელიც უემოციოდ არავის დატოვებდა, იქნებოდა ძალიან განსხვავებული და ამავე დროს მაქსიმალურად კომფორტული და მშვიდი. გვსურს ვაჩვენოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ სალონში ვიზიტი არ არის მხოლოდ რუტინა, არამედ ესაა საკუთარ თავთან ჰარმონიის გზა და შესაძლებლობა, დაისვენოთ ყოველდღიური დამღლელი საქმიანობისგან.

ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო კადრების შერჩევა იყო, რადგან მათ აქვთ უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან და მათი კვალიფიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს საქმიანობაში. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გზა წარმატებით გავიარეთ.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

Studio Privé-ს სივრცე აერთიანებს თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურას. ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ თმის მოვლის სხვადასხვა მომსახურება, მაგალითად, ნებისმიერი ტიპის რთული შეღებვა, ასევე სპა, გამაჯანსაღებელი პროცედურები. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ვარცხნილობებზეც, ასევე შესაძლებელია ჩაიტარონ ფრჩხილის მოვლის პროცედურები, ლაზერული ეპილაცია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდის, Asclepion-ის 2023 წლის აპარატით Mediostar Monolith-ით, რომელიც უალტერნატივოა მსოფლიო ესთეტიკურ ბაზარზე და საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა. Studio Privé-ში ასევე ფუნქციონირებს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, გვყავს არაჩვეულებრივი ვიზაჟისტები და წარბ-წამწამის სპეციალისტები.

გვესაუბრეთ ხარისხსა და შედეგებზე.

ხარისხი ჩვენთვის უმთავრესია, რომლის გარეშეც, უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სფეროში წარმატების მიღწევა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ხარისხი ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და ყველამ შეძლოს ჩვენი მომსახურებების მიღება. ჩვენთვის ხარისხს ქმნის არამარტო წარმატებით შესრულებული პროცედურა, არამედ მომსახურება, დამოკიდებულება მომხმარებლისადმი. ამ ყველაფრის გაერთიანებით საუკეთესო შედეგები მიიღწევა. აგრეთვე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჰიგიენასა და უსაფრთხოებას.

 

როგორია გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს ხვდებათ?

ბევრს ეშინია პრემიუმკლასის სალონში ვიზიტის, რადგან ჰგონიათ, რომ იქ განსაკუთრებულად მკაცრი და ცივი გარემოა, სადაც მომხმარებლებს კატეგორიებად ყოფენ. ასე ნამდვილად არ არის, ჩვენთვის პრემიუმკლასი ნიშნავს პროფესიონალ კადრებს, ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

ჩვენთან მოსული არაერთი სტუმარი აღნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებულად თბილი და მყუდრო გარემოა, რაც არამარტო გამორჩეული ინტერიერის დამსახურებაა, რომელიც ნამდვილად ძალიან განსხვავებულია სხვა სალონებისგან, არამედ გუნდის, რომელიც დიდი სიყვარულით ასრულებს თავის საქმეს. ჩვენთვის ყველა სტუმარი მნიშვნელოვანია, დღემდე თითოეულ დეტალზე ვფიქრობთ, რათა მომხმარებლისთვის სრულყოფილი სივრცე შევქმნათ.

გუნდზეც გვიამბეთ.

როგორც აღვნიშნე, სპეციალისტის პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სალონის წარმატებით საქმიანობაში. ამიტომ კადრების შერჩევა ძალიან ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროცესი იყო, რომლის დროსაც უამრავ ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას. უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი. Studio Privé-ს სპეციალისტებს აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, უდიდესი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, მიღებული არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ფლობენ უახლეს და ურთულეს ტექნიკებს, უყვართ თავიანთი საქმე და მომხმარებლებთან ურთიერთობა. მუდმივად ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგს, ჩვენ ყველა ერთად თავდაუზოგავად ვშრომობთ მუდმივი განვითარებისთვის, რადგან ამ სფეროში სხვაგვარად წარმოუდგენელია მოღვაწეობა.

 

 

რა სახის პროდუქტებს იყენებთ?

ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. მათ სწორად შერჩევას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო მომხმარებლისთვის, არ უნდა აყენებდეს მის ჯანმრთელობას ზიანს. ხარისხიანი მასალის გარეშე შეუძლებელია საუკეთესო შედეგების მიღება. ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, რომელთაც სამუშაო გამოცდილების დიდი პრაქტიკა აქვთ და რომელსაც მომხმარებელი იცნობს და ენდობა. როგორც აღვნიშნე, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შეუძლია ჩაიტაროს ასევე ლაზერული ეპილაცია. მინდა ამ თემასაც შევეხო, როგორც იცით, დღეს ბაზარზე ლაზერული ეპილაციის უამრავი გაურკვეველი წარმომავლობის არაორიგინალი აპარატი გამოჩნდა, ამიტომ ბევრი გვეკითხება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ბრენდ Asclepion-ის ოფიციალური პარტნიორები, ჩვენი აპარატი არის ორიგინალი და უსაფრთხო, ხედავს ყველა ტიპის თმას, გამოიყენება ყველა ტიპის კანზე, მათ შორის გარუჯულზეც, ინოვაციური გაგრილების სისტემის წყალობით პროცესი სრულიად უმტკივნეულოა, შედეგი კი პირველივე გაკეთებისას ჩანს.

 

ბოლოს სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ვისახავდი მიზნებს და თავდაუზოგავად ვისწრაფოდი მათკენ. ახლაც ასეა, ამჯერად ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. გვინდა გავხდეთ უკეთესები. მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე, იმაზე, თუ რა სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს, მომსახურების კიდევ უფრო დახვეწაზე და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანია ვაქციოთ Studio Privé ყველასათვის საყვარელ ბრენდად. გვინდა, რომ ჩვენი სახელი სილამაზესა და სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს.

ასევე გაეცანი

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები
Health & Beauty

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან

October 31, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

May 27, 2024
#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

September 8, 2021
#OK! ამბავი სიყვარულისა

#OK! ამბავი სიყვარულისა

February 3, 2024
#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

May 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

November 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები