• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! სიყვარულის, სითბოსა და ზეიმის უთვალავი მომენტი „პალატი“ 10 წლისაა

June 11, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„პალატი ჩვენი სახლია“ – ეს რესტორნის სლოგანია, რომელიც ერთგული მომხმარებლისთვის კარგადაა ცნობილი. „პალატში“ მისულ თითოეულ სტუმარს გემოებით, არომატებითა და მადის აღმძვრელი სურნელით გაჯერებული ატმოსფერო ხვდება, რომელსაც ფონად კლასიკური ცოცხალი მუსიკა გასდევს. რესტორანი ქუთაისში უკვე 10 წელია არსებობს და ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. მისი მფლობელი ნათია ფხაკაძე უფრო დეტალურად გვიამბობს აქაური სტუმარმასპინძლობისა და ტრადიციების შესახებ.

გვიამბეთ „პალატის“ შესახებ, რას სთავაზობთ ადგილზე მოსულ სტუმრებს?

„პალატი“ 2013 წლის მაისში შეიქმნა ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, ისტორიულ უბანში, ძველი ორსართულიანი სახლის ადაპტირებით. გვაქვს ორი სივრცე განსხვავებული სტილით, ფერებით და ინტერიერით, თუმცა ორივე ვინტაჟურია და სახლურ ყაიდაზე მოწყობილი. სიტყვა „პალატი“ ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ოჯახი ძირითად დროს ატარებს და სტუმარს გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდება. „პალატი“ სახლთან, ოჯახსა და მყუდრო გარემოსთან ასოცირდება. „პალატი ჩვენი სახლია“ გახლავთ სლოგანი, რომელიც ჩვენს კონცეფციასა და ფილოსოფიას გამოხატავს. აქ ყველაფერი სიყვარულითაა შექმნილი და ქალაქის გული ყველაზე ძლიერად ცემს.

გვესაუბრეთ რესტორნის ინტერიერზე.

„პალატის“ ყველა ოთახი განსხვავებული და ინდივიდუალურია. ვფიქრობთ, სწორედ ამაშია ჩვენი სახლის განსაკუთრებულობა. ინტერიერის მთავარ ხიბლს ძველი ავეჯი, სურათები, წიგნები, სუფრები, ჭურჭელი ქმნის, რომლებიც სხვადასხვა სახლის რელიკვიას წარმოადგენდა და მათმა მფლობელებმა სიყვარულით გვისახსოვრეს. ნივთები, რომლებიც ადრე თითქოს უსარგებლო იყო, განვაახლეთ, გავალამაზეთ და ახალი სული შთავბერეთ. ბუნებრივი გამწვანება, ნატურალური ხის მასალა, ნათელი ფერები ჩვენს სივრცეს ჯანსაღ ატმოსფეროსა და თბილ ტონებს მატებს. ამით იქმნება „პალატის“ მთავარი ხიბლი და მის ინდივიდუალობას კიდევ უფრო ესმება ხაზი.

„პალატი“ 10 წელია რაც ბაზარზეა. რა არის თქვენი ნიშა?

აქ იხილავთ სტუმართან ინდივიდუალურ მიდგომასა და ტრადიციულ მასპინძლობას მათი სურვილების გათვალისწინებით. ამასთანავე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერსონალის მომსახურების განსაკუთრებულობა, ემპათიურობა და ნებისმიერ შენიშვნასა თუ რჩევაზე ობიექტური რეაგირება, ჩვენი მთავარი ნიშაა.

გვესაუბრეთ მენიუს სპეციფიკურობასა და წარმოდგენილი ღვინის ასორტიმენტის შესახებ.

ზოგადად, ქართული კულინარიული ისტორია ბევრად უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვიდრე სტანდარტული რესტორნების მენიუები. ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული გასტროამბები აქვს მოსაყოლი უძველეს რეცეპტებთან ერთად, რომლებიც საბჭოთა კავშირის გავლენით, ერთ დროს ლამის დავიწყებას მიეცა. თუმცა ძველ დიდებას ახლა ისევ იბრუნებს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრის თეფშზე ყველა ის ძველი ტრადიცია, არომატი და ხასიათი მივიტანოთ, რითიც ამაყობს და მსოფლიოს აოცებს ჩვენი ქვეყანა.

ჩინებული ღვინო – ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხისა, ვინც იგი შექმნა. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული სტუმრის ბოკალში აღმოვაჩინოთ ის სითხე, რომელიც საქართველოს კულტურასა და საუკუნოვან ისტორიებს ყველაზე კარგად გვიამბობს. ამაში გვეხმარებიან ჩვენი მეგობარი მცირე მემარნეები, რომლებიც მართლაც იშვიათ და უნიკალურ ღვინოს აწარმოებენ.

 

განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მასპინძლობის გარდა, კიდევ რას სთავაზობთ მომხმარებელს?

საფურშეტო მომსახურებას როგორც ჩვენთან, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე, ღვინის დეგუსტაციას, კორპორაციული ღონისძიების ორგანიზებას, საქმიანი შეხვედრების მასპინძლობას, მუსიკალური, თემატური და საქველმოქმედო საღამოების დაგეგმვას.

გვიამბეთ თქვენი მარკეტინგული ხრიკების შესახებ. როგორ იზიდავთ მომხმარებელს?

ჩვენი მიმზიდველობის სტრატეგია არაა დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი, სპონტანური და იმ მომენტის საჭიროებებზეა მორგებული. ნაკლები დანახარჯებით მეტ ეფექტს ვიღებთ. „პალატის“ წარმატებაზე ყველაზე კარგად ჩვენი კედლები მეტყველებენ, რომლებიც სავსეა კმაყოფილი სტუმრების დატოვებული შთაბეჭდილებებით, ჩანახატებით, პირადი ნივთებით და სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებით. ასევე ჩვენს ქალაქში, სოციალურ პლატფორმებზეც ყველაზე დიდი რაოდენობის დადებითი გამოხმაურებებით გამოვირჩევით, რაც ცხადია, შეუმჩნეველი არ რჩებათ ახალი შთაბეჭდილებებისა და ნატურალური გემოების მაძიებლებს. სტუმრის კმაყოფილებას ინდივიდუალური მიდგომით ვაღწევთ, გულწრფელი დამოკიდებულებით და მათი ხასიათის გათვალისწინებით.

დაბოლოს, გაგვიმხილეთ თქვენი მიზნები.

რესტორანი „პალატი“ თავისი კონცეფციითა და გასტრონომიული მიგნებებით ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი მეორედ დაბრუნებული სტუმარია. გვსურს, უცხო თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გული ბოლომდე მოვიგოთ და ქუთაისში მოპოვებული სიყვარული ჩვენს დედაქალაქშიც ღირსეულად დავიმსახუროთ.

ჩვენი მიზნები მიმართულია სერვისის სფეროს განვითარების, ღვინისა და გასტრონომიული კულტურის სწორად მიწოდების, გულწრფელი, იმერული სტუმარმასპინძლობის წარმოჩენისაკენ. ვთვლით, რომ ყოველივე ამით საპატიო და დასამახსოვრებელი ადგილი გვიკავია ქართულ ბაზარზე.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

September 13, 2021
#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

December 14, 2022
#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

November 21, 2021
#OK! ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მოლოდინში!

#OK! ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მოლოდინში!

June 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები