საერთაშორიოსო სამართლის წესებიდან გამომდინარე, Instagram-ის საყოველთაოდ პოპულარულ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 13 წელია. რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიის წარმომადგენლობამ ისაუბრა ბავშვებზე მორგებული იდენტური პლატფორმის შექმნაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
ბუნებრივია, კრიტიკამ ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა, ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის ეს ბავშვებისთვის ინტერნეტდამოკიდებულების წახალისების კიდევ ერთი ინსტრუმენტი გახდება. კომპანიის წარმომადგენლობა კი იუწყება, რომ ბავშვების აქტივობა მშობლების კონტროლს დაექვემდებარება.