• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი „ეკა“ – ადგილი, სადაც ხარისხი და მრავალფეროვნება ერთმანეთს ერწყმის

June 9, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

სილამაზის სალონი „ეკა“ რვა წლის წინ დაარსდა და ქუთაისის ბაზარზე დღემდე წარმატებით ოპერირებს. აღნიშნულ სფეროში დიდი კონკურენციის მიუხედავად, ცენტრი აქტუალურობას წლებია არ კარგავს და მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. სილამაზის სალონის უპირატესობებსა და სერვისებზე მისი დამფუძნებელი ეკატერინე სარალიძე გვესაუბრა.

 

გვიამბეთ, როგორ გაჩნდა სილამაზის სალონის დაარსების იდეა?

21 წელია ამ სფეროში ვარ. კოსმეტოლოგობით დავიწყე და თავდაპირველად სხვასთან ვმუშაობდი. შემდეგ, გამოცდილებამ და მომხმარებლის დიდმა რაოდენობამ საკუთარი სივრცის შექმნის იდეა გამიჩინა. 8 წლის წინ ფართი შევიძინე და სალონს ნელ-ნელა ვაფართოებდი. დღესდღეობით, ცენტრში ყველაფერი მაქვს, რაზეც კი ვოცნებობდი. იმის გამო, რომ პოვნა არ გასჭირვებოდათ, ჩემივე სახელი დავარქვი, შემდეგ აღარ შევცვალე და ყოველგვარი ფიქრისა და შელამაზების გარეშე, სახელწოდება „ეკა“ დავტოვე.

 

გვესაუბრეთ თქვენს გამოცდილებასა და საქმიანობაზე.

მუშაობა რომ დავიწყე, ეს სფერო განვითარებული ჯერ კიდევ არ იყო. არც სპეციალური ცენტრები არსებობდა, სადაც სწავლასა და კვალიფაკაციის ამაღლებას შევძლებდი. იმ პერიოდში სასურველ პროდუქტსაც ვერ ვიძენდით. ვიზაჟის კუთხით აქტიურად ვმუშაობდი. ეს საქმე არავისგან მისწავლია, ლამაზად გამომდიოდა და ტექნიკას თანდათან ვხვეწდი. შემდეგ უკვე პროდუქტებზე წვდომა გაჩნდა, რამაც საშუალება მომცა, ჩემი გაკეთებული საქმე კიდევ უფრო ხარისხიანი გამეხადა. ახლა ესთეტიკურ მედიცინაში ორი დიდი კომპანიის წარმომადგენელი ვარ. ესენია: სახის პროფესიონალური მოვლის საშუალებები CHRISTINA და კომპანია NLC GEORGIA. სოციალურ ქსელებს აქტიურად ვიყენებ, მოდას თვალს ვადევნებ, ტენდენციებს მივყვები და მომხმარებლის მოთხოვნებს ვასრულებ.

 

რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?

ამ სფეროში ჩემი შვილი, მარიამ მეგრელი საინტერესო ხედვითა და ნიჭით გამოჩნდა. ჩვენ ერთად მუშაობით კარგი გამოცდილება დავაგროვეთ, ერთ დონეზე არ ვჩერდებით და სილამაზის სალონში მოსულ მომხმარებელს მრავალფეროვნებას ვთავაზობთ.

– ვიზაჟისტის მომსახურება

– თმის მოვლა (შეჭრა, შეღებვა,

   ვარცხნილობა…)

– მანიკიური/პედიკიური

– ლაზერო და კრეოთერაპია

– კოსმეტოლოგია

– სოლარიუმი

აქტიურად ვმუშაობთ პერმანენტული მაკიაჟის კუთხითაც, ორგანულ პიგმენტებს ვიყენებთ და უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავთ. სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ჩვენს სალონს თბილისიდან ექიმი-კოსმეტოლოგი და დერმატოლოგი მარინა ბოდოკია სტუმრობს. სპეციალური სივრცე გვაქვს მოწყობილი, სადაც პაციენტებს ვიღებთ და ინიექციურ მომსახურებასა და სახის მოდელირებას ვთავაზობთ.

 

 

რა გამოარჩევს „ეკას“ სილამაზის სხვა ცენტრებისგან, რა არის თქვენი ნიშა?

განსაკუთრებული ნიშა გვაქვს. მაკიაჟის ტექნიკური მხარე ჩვენი შემუშავებულია, სხვადასხვა დეტალის გაკეთებას მარტივი ხრიკებით ვახერხებთ. ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ იოლად და ამავდროულად, ლამაზად და სწორად. მთავარი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილება, წინასწარ ვსაზღვრავთ, რა მოუხდება ადამიანს და ყოველთვის აქედან ამოვდივართ. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ესთეტიკურობა, ხარისხი და სისწორეა. ჩვენს სალონში დასაქმებულ ვიზაჟისტებს ხედვა და ფერების აღქმა კარგი აქვთ, კონტურინგს არაჩვეულებრივად აკეთებენ. გარდა ამისა, სტუმრებს ხალისიან და კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ. მუსიკა და იუმორი გვიყვარს, ამიტომ აქ მოსული ადამიანები თავს ყოველთვის სასიამოვნოდ გრძნობენ.

 

რაც შეეხება ხარისხსა და უსაფრთხოებას…

ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. შემოწმება წარმატებით გავიარეთ. ბოლო პერიოდში ინფექციური პრობლემები მომრავლებულია. ამიტომაც, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს ჯანმრთელობის კუთხით საფრთხე არ შეექმნას. მაკიაჟმა ალერგიული ფონის გაუარესება რომ არ გამოიწვიოს, სიმყარისთვის ბაზად ისეთ პროდუქტს ვიყენებთ, რომელიც სახის კანს მაქსიმალურად დაიცავს. შერჩევისას ვარგისიანობის ვადას ვამოწმებთ. დღეს პროდუქტის პოვნა და შეძენა რთული არ არის და მასში თანხის გადახდა არ გვენანება.

 

რას გვეტყვით მომხმარებელზე?

მრავალფეროვნად რომ ვმუშაობთ, ეს ამ ქალაქში მცხოვრები გოგონების დამსახურებაა. ქუთაისელებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და გამორჩეულ მაკიაჟზე მოთხოვნაც დიდია. ბოლო დროს ტენდენციები შეიცვალა და გემოვნება დაიხვეწა. ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნესის წარმატება ამ ქალაქმა განაპირობა, რადგან განვითარების საშუალება მომხმარებელმა მოგვცა. მაკიაჟი ჩრდილების მრავალფეროვნებას მოიცავს. გრაფიკული მიმართულება ყველაზე რთულია, ეს ხაზებით მოხატულობას გულისხმობს. ქალები თვალის ჩრდილის ლამაზი ნიმუშებით მოდიან, ჩვენ კი სურვილის შესაბამისად ვმუშაობთ. თუმცა, მხოლოდ სტანდარტებით არ შემოვიფარგლებით. ურთიერთშეთანხმების შემდეგ კარგ შედეგამდე მივდივართ. ერთგული მომხმარებელი გვყავს, სხვადასხვა ქალაქიდან გვსტუმრობენ. მათთან უშუალო ურთიერთობას ვამყარებთ, გვენდობიან და კმაყოფილი რჩებიან, ჩვენი მიზანიც ეს არის.

 

რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ?

ოთხი წლის წინ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა და ფერფლად იქცა. ეს სალონი საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდებარეობს. როცა დავრწმუნდით, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაშინვე სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრი დავიწყეთ. მოქალაქეებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. რთულ დროსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. სალონი აღვადგინეთ და კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი დაგვემატა.

 

წარმატების თქვენეული ფორმულა…

მთავარი საქმის სიყვარულია. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ უშრომლად სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ორიენტირებული ვართ ხარისხზე. სხვას არასდროს ვეჯიბრები და არ მიმაჩნია, რომ ვინმეს კონკურენტი უნდა ვიყო. ყოველთვის ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას და უშუალობითა და თავმდაბლობით გამოვირჩევით, წარმატებასაც ასე მივაღწიეთ. ვთვლი, რომ პიროვნება როცა პროფესიულად ყალიბდება, ერთ დონეზე არ უნდა გაჩერდეს. ჩვენი ცენტრი მხოლოდ ამ ქალაქით არ შემოიფარგლება. შანსი მოგვეცა, რომ სალონი ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით წარმოგვეჩინა. კონკურსებში ვმონაწილეობთ. საქართველოში მესამე ადგილი ავიღეთ. შემდეგ კიდევ გვქონდა შემოთავაზება. ევროპის ჩემპიონატი თურქეთში ჩატარდა. იქ გამართულ კონკურსზე, სტილისტებთან ერთად, ვიზაჟისტი მხოლოდ მარიამი იყო, პირველი ადგილი მოვიპოვეთ. შესაბამისი ჯილდო და სიგელები გადმოგვცეს, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა.

 

როგორც ვიცით, ცოდნასა და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებთ.

ჩვენს ქალაქში და ასევე სხვადასხვა რეგიონში დაინტერესებულ გოგონებს ვასწავლით, ისინი კი შემდგომში მუშაობას წარმატებით აგრძელებენ. ჩვენგან განსაკუთრებული ცოდნის მიღებას ელიან და ამიტომაც გვსტუმრობენ. მოსწავლეებს ისეთ ტექნიკას ვასწავლით, შეიძლება სხვა სალონში მუშაობისას არასდროს მოსთხოვონ. თუმცა, როგორც მასწავლებლებს, სურვილი გვაქვს, ჩვენმა მოსწავლეებმა ყველაფრის შესრულება იცოდნენ.

 

გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები.

ამჯერად, საერთაშორისო კონკურსი პარიზში გაიმართება. სურვილი მაქვს, რომ მონაწილეობა იქაც მივიღოთ და კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

March 2, 2023
#OK! კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას შექმნილი სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას შექმნილი სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთში მეგობრის £100.000.000-იან იახტაზე ისვენებს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთში მეგობრის £100.000.000-იან იახტაზე ისვენებს

May 25, 2022
#OK! ხედი და მეტი – გაატარე ზაფხული სასიამოვნოდ…

#OK! ხედი და მეტი – გაატარე ზაფხული სასიამოვნოდ…

July 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

December 23, 2025
მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები