• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო მასალების შოურუმი 25 წლისაა – რას სთავაზობს „ჯაოკენი“ მომხმარებლებს?

September 29, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირდებით, მხოლოდ 1-2 ოქტომბერს, „ჯაოკენის“ ყველა ფილიალში გრანდიოზული ფასდაკლება იგეგმება.

 

განახლებულ რემონტსა და თქვენი გემოვნებით შერჩეულ დიზაინს სახლი სრულყოფილებამდე მიჰყავს, ხარისხიანი პროდუქცია კი გრძელვადიანი კომფორტის გარანტია. სწორედ ამ მიდგომით, მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლის სრულყოფისთვის, 25 წლის წინ კომპანია „ჯაოკენმა“ საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი გახსნა. მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში და მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციას სთავაზობს. კომპანიაში კარგად ესმით, რომ თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურია, შესაბამისად, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად „ჯაოკენი“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აერთიანებს: კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, ლამინირებული იატაკი, პარკეტი, შპალერი, ლაქ-საღებავები, სანტექნიკა, სააბაზანო ოთახის ავეჯი და სხვა აქსესუარები. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი „ჯაოკენის“ შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი.

25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მხოლოდ 1-2 ოქტომბერს გრანდიოზული ფასდაკლება იგეგმება. ორი დღის განმავლობაში მომხმარებელს კომპანიის სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლების გამოყენება შეეძლება. ამასთან, „ჯაოკენის“ ყველა ფილიალში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი, გახდეს იღბლიანი მეასე მომხმარებელი და მოიგოს 100%-იანი ქეშბექი. აგრეთვე, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ შოურუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიას, რომელიც 1 ოქტომბერს 10:00 საათზე, ცნობილ დიზაინერებთან და პარტნიორებთან ერთად გაიმართება თბილისის ფილიალში.

შოურუმის ფილიალებში სტუმრობა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი 180
  • ქუთაისი: ნიკეას ქ. 42
  • სენაკი: ჭყონდიდელის ქ.10
  • ბათუმი: შავშეთის ქ. 60
  • თელავი: დავითაშვილის ქ. 4

„ჯაოკენის“ შექმნის იდეა გაჩნდა კომპანიის დამფუძნებლებისგან, რომლებიც უკვე იყვნენ ჩართულნი სარემონტო მასალების ბიზნესში. იმ პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოდიოდა ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოგვედგინა ევროპული ხარისხის სარემონტო მასალები და გავხდით ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელმაც განახორციელა ესპანური კერამიკული ფილებისა და გერმანული შპალერის იმპორტი საქართველოში.

რაც შეეხება კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობას, ყველაზე მთავარი ნდობაა. „ჯაოკენმა“ ბაზარზე თავისი 25-წლიანი საქმიანობით მოიპოვა ნდობა მომხმარებლებში და მათ იციან, რომ ჩვენი კომპანიის ყველა ფილიალში ექსკლუზიურ, ევროპულ, ხარისხიან და ეკოლოგიურ მასალასთან ერთად, დახვდებათ მეგობრული პერსონალი − სასარგებლო რჩევებით. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანებს გაუმარტივოს ის რთული პროცესი, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შერჩევასთან. ვეხმარებით მასალების სწორად დათვლაშიც, ვინაიდან გვსურს, მომხმარებელმა შეიძინოს ზუსტად საჭირო რაოდენობა − არ გადაიხადოს ზედმეტად ან არ დააკლდეს კონკრეტული პროდუქცია“, − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნანა ქვაჩახია, „ჯაოკენის“ გენერალური მენეჯერი.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც გუნდური მუშაობით ვერ გადალახავენ. ამ ყველაფერში კი, მთავარი მოტივატორი,  ისევ და ისევ, კმაყოფილი მომხმარებელია. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, „ჯაოკენი“ პროდუქციის ნაირსახეობის გაზრდას გეგმავს და ამასთან, მომხმარებლებს შესთავაზებენ სხვადასხვა დამატებით სერვისს, რაც დაკავშირებული იქნება რემონტთან და სარემონტო სამუშაოებთან.

„გვსურს „ჯაოკენი“ გახდეს ბრენდი, რომლის სახელის წარმოთქმისას ადამიანებს ხარისხი და კომფორტი გაახსენდებათ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ღირებული კონტენტი, მეტი კომფორტისთვის შევქმნათ ხარისხიანი საკომუნიკაციო არხები, მაქსიმალურად გავუმარტივოთ რემონტის პროცესი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი“.

მარიამ ჯაკობია − მარკეტინგის ხელმძღვანელი

ავტორი: ელენე ლომსაძე

ასევე გაეცანი

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის
Fashion

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

February 27, 2026
#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია
OK! News

#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

February 26, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა
OK! News

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას შეზღუდავს

#OK! ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას შეზღუდავს

February 4, 2026
#OK! ტესტი: გამოიცანი ქვეყანა დედაქალაქის მიხედვით!

#OK! ტესტი: გამოიცანი ქვეყანა დედაქალაქის მიხედვით!

July 29, 2024
#OK! “კაბა თავიდან არ მომიხდა და სტილი ცოტათი შევცვალეთ” – კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს კიდევ ერთი კაბა მოირგო

#OK! “კაბა თავიდან არ მომიხდა და სტილი ცოტათი შევცვალეთ” – კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს კიდევ ერთი კაბა მოირგო

May 10, 2022
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები