• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! საინტერესო გემოები და კომფორტული გარემო რესტორნისგან „რუბი“

October 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის N182-ში სრულიად განსხვავებული კონცეფციის რესტორანი − „რუბი“ გამოჩნდა. იდეა ორ მეგობარს − გიორგი კალანდარიშვილსა და ილია ოძელაშვილს ეკუთვნის, რომლებიც კულინარიისა და ღვინის მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა გააერთიანა და მიზნად დაისახეს საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ მყუდრო და კომფორტული გარემო, უგემრიელესი გემოების თანხლებით.

 

გიორგი, გაგვაცანით რესტორანი „რუბი“. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?

უპირველესად, მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის და ჩვენი რესტორნის მოწონებისთვის. მე და ჩემმა მეგობარმა, ილია ოძელაშვილმა გადავწყვიტეთ, თავით გადავშვებულიყავით იმ საქმეში, რომელიც ძალიან გვიყვარს. მარტში დავიწყეთ სამზადისი და ივლისში გავიხსენით სათბურის ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენთვის და ჩვენი იდეისთვის.

 

გვესაუბრეთ იდეაზე.

იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა ადგილი, სადაც სტუმარი თავს იგრძნობდა გემრიელად. უშუალოდ ეს სიტყვა ქართულ სასაუბრო ლექსიკონში დამკვიდრდა, როგორც კომფორტის, სიმშვიდის აღმნიშვნელი („გემრიელად ვსხედვართ“, „გემრიელი გარემოა“, „გემრიელად მივირთმევთ“ ა.შ.) და, ალბათ, ყველაზე საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ჩვენთან მოსული სტუმრისგან გვესმის: „მმმმ ძალიან გემრიელია“.

და მაინც, რატომ ეს მიმართულება?

ერთად რესტორნის გახსნის მიზეზი იყო ჩვენი ამოუწურავი სიყვარული კულინარიისა და ღვინის მიმართ. ვფიქრობთ კარგად გამოგვივიდა ამ ორი მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირება.

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია სტუმარმა მიირთვას გემრიელი ღვინო და კერძები, რომლებიც კარგად ნაცნობი გემოებისგან შედგება და ამ კარგად ნაცნობ გემოებში ჩვენ საკუთარი ცვლილებები შევიტანეთ. ზოგადად, არ მიყვარს, როცა კერძი, ვიზუალიდან დაწყებული, გემოთი დამთავრებული, არ არის საინტერესო და არ იგრძნობა ინდივიდუალიზმი (ნებისმიერ რამეში მომწონს ეს), ამიტომ როდესაც ჩვენთან მიირთმევთ, ხვდებით, რომ გარემოდან დაწყებული, კერძებით დასრულებული, ყველაფერში იგრძნობა ჩვენი დამოკიდებულება, სიყვარული და პატივისცემა სტუმრისა და ამ სფეროს მიმართ.

რას სთავაზობთ სტუმრებს?

საინტერესო გემოს და ამ გემოებით გართობას. ჩვენი ბრენდშეფი − ანა ბურდული ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს, რომ ჭამის პროცესში უნდა გაერთო, რაშიც ვეთანხმები. სწორედაც რომ ამ პრინციპით არის ჩვენი სამზარეულო აწყობილი. არ მოგწყინდება ჩვენი გემოები, რადგან არ არის ერთფეროვანი. ავიღეთ ნაცნობი გემოები და ერთმანეთთან შევახამეთ: იმერული კუპატი პიურეს გარნირით, გამომცხვარი ღორის ხორცი ლობიოს გარნირით, კალმახა სოკო ფეტვის ღომთან ერთად და კიდევ მრავალი სხვა კერძი, რომელიც იწერება და იკითხება მარტივად, ზედმეტობების გარეშე, მაგრამ როცა მიირთმევთ, გულწრფელად გგონიათ, რომ ეს არასდროს გაგისინჯავთ და იქვე დაფიქრდებით, რომ ყოველთვის გიყვარდათ ეს.

 

ღვინოზეც გვიამბეთ, რომელიც თქვენს სტუმრებს დახვდებათ რესტორანში.

რაც შეეხება ღვინოს, ვფიქრობ, როდესაც ღვინო გიყვარს, უბრალოდ უნდა დალიო მხოლოდ კარგი ღვინო. მართალია რთულია ამის ორგანიზება, მაგრამ არ შეგეშინდეთ, სწორედ ამიტომ ავარჩიეთ საუკეთესო მცირე მეღვინეობის ღვინო. ამას დავუმატეთ უცხოური საოცარი ღვინო და vuala − მივიღეთ ღვინის გენიალური სელექცია. ჩვენთან შეხვდებით ციცქას, სოვინიონ ბლანს, კრახუნას, შარდონეს, ხვანჭკარას, პორტვეინს და კიდევ მრავალს. არც კოქტეილის მოყვარულები დაგვიჩაგრავს, არც ჭაჭის, არც ცხელი შოკოლადის, არც კონიაკის და ვისკის. მოკლედ, მთავარია გემრიელად გიყვარდეს დროის გატარება.

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

ჩვენი გეგმა მარტივია − გაგაცნოთ და შეგაყვაროთ ჩვენი თავი. გიმასპინძლოთ გემრიელად, თავს მოგახვიოთ ჩვენი სიყვარული ღვინისადმი. მომავალში შემოგთავაზოთ ისეთი აღმოჩენები გასტრონომიაში, რომელზეც ერთად დავსხდებით და ბევრს ვისაუბრებთ. როგორც თავში აღვნიშნე, მიყვარს, როდესაც იგრძნობა ინდივიდუალიზმი და როდესაც მარტივია. სწორედ ამაში ვხედავ გენიალურობას. ჩვენც შევეცდებით ბოლომდე დავიხარჯოთ და შემოგთავაზოთ საკუთარი ხედვით მარტივი და უგემრიელესი. ასე რომ, შევხვდებით ერთმანეთს „რუბიში“.

FB: რუბი • Ruby Restaurant

Mail: info@rubyrestaurant.ge

Tel: 599 12 61 28

მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის N182

სამუშაო საათები: 1:00 PM-1:00 AM

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“
Gastro

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

#OK! კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

January 14, 2022
#OK! “სიცოცხლე ძალიან საინტერესო რამაა” – თამარ სხირტლაძე

#OK! “სიცოცხლე ძალიან საინტერესო რამაა” – თამარ სხირტლაძე

October 1, 2021
#OK! Xatko – აღმოაჩინე შენი განუმეორებელი სტილი

#OK! Xatko – აღმოაჩინე შენი განუმეორებელი სტილი

October 4, 2021
#OK! შესძინეთ განსხვავებული სტილი და ნიშა თქვენს ყოველდღიურობას Duchi-სთან ერთად

#OK! შესძინეთ განსხვავებული სტილი და ნიშა თქვენს ყოველდღიურობას Duchi-სთან ერთად

October 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები