• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! Xatko – აღმოაჩინე შენი განუმეორებელი სტილი

October 4, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

გამორჩეული სტილი, კომფორტი და უმაღლესი ხარისხი − სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ქართული ბრენდი Xatko, რომელიც უკვე 5 წელია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ეს არის სამოსი, რომელიც გიმარტივებთ ყოველდღიურობას და ამავდროულად, თვალშისაცემს გხდით გარშემომყოფებისთვის. ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელს ხათუნა კობახიძეს გაგაცნობთ.

 

 

გვიამბეთ „ხათკოს“ შესახებ. როგორ გაგიჩნდათ ბრენდის დაარსების იდეა?

ოქტომბრის თვეში 5 წელი გახდება, რაც ბრენდი ქართულ ბაზარზე ოპერირებს. პატარა ასაკიდანვე ძალიან მიყვარდა კერვა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მიუხედავად ამისა, მანამდე სულ სხვა პროფესია შევისწავლე – დავამთავრე სტომატოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ამ მიმართულებით. 14 წლის განმავლობაში ვიყავი ცნობილ მაღაზიათა ქსელის მენეჯერი.

განტვირთვის მიზნით, თავისუფალ დროს გადავწყვიტე გამეკეთებინა საყურეები, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და სოციალურ ქსელში განთავსების შემდეგ, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების დამზადება. გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს. წამოვედი სამსახურიდან და მეორე დღესვე გავხსენი ჩემი მაღაზია.

 

 

დღესდღეობით, რამდენი ფილიალით არის ბრენდი წარმოდგენილი და სად მდებარეობს ისინი?

ამ ეტაპზე უკვე 6 მაღაზია გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: გლდანში გვაქვს ატელიე და შოურუმი, ასევე, მაღაზიები „თბილისი მოლში“, „ბათუმი მოლში“, თელავში, გალერეა „თბილისში“ და გლდანის „სითი მოლში“. აღსანიშნავია, რომ ძალიან მოთხოვნადია „ხათკოს“ სამოსი საზღვარგარეთ.

 

 

ძირითადად, რომელი სტილის სამოსს სთავაზობთ მომხმარებლებს?

უფრო მეტად თავისუფალი სტილის სამოსს. არ გვაქვს კლასიკური სამოსი. გვაქვს მამაკაცის, ქალის, ბავშვის და ასევე, თინეიჯერის ხაზი. საბავშვო ხაზის სახეები და წარმდგენნი ჩემი შვილები − ანდრია და დემეტრე ჯაჯანიძეები არიან, ასევე ულამაზესი და უნიჭიერესი ანასტასია ბაკურაძე. სიმბოლურია, რომ ახლახან გავაკეთე Xatko-ს შვილობილი ბრენდი − „ანდემი“. მიხარია, რომ თითოეულ მათგანზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი მომხმარებლის სურვილსა თუ თხოვნას.

 

 

ქართველი ცნობილი სახეები იცვამენ Xatko-ს?

ფაქტობრივად, ბრენდის დაარსების დღიდან, ქალის ხაზის სახე, გამორჩეული მაკა შალიკაშვილია, რომლის სამსახიობო ნიჭი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ჩვენი სამოსის განსხვავებულობას! მამაკაცის ხაზის ხშირი მომხმარებელია მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, რომელიც ასევე სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ჩვენს ფოტოსესიებში. გარდა ამისა, მომღერლები − ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი და მსახიობი გიორგი გაგლოევი, Xatko-ს მეგობრები, ხშირად მოდელები და აქტიური მომხმარებლები არიან.

 

 

რა დრო სჭირდება შეკვეთის დამზადებას?

4-5 დღე, რადგან ყველა მომხმარებლის შეკვეთა მზადდება თანმიმდევრულად. გვაქვს ასევე მიწოდების სერვისი, რომელიც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

სამოსს ვამზადებთ ნატურალური ქსოვილებისგან – ძირითადად, სპორტული სამოსის მასალა დომინირებს.

რა არის ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშა?

თითქმის ყველა ჩვენს ნამუშევარში გამოყენებულია ტყავი. ეს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს და თვალშისაცემს ხდის ჩვენს სტილს.

 

 

რა სახის სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს შემოდგომის სეზონისთვის?

უკვე დაწყებული გვაქვს შემოდგომის სეზონისთვის მზადება. საკმაოდ ბევრი სიახლე ელოდება მომხმარებელს. შევიტანეთ ფერები ჩვენს ახალ კოლექციაში, იქნება პალტოები, მოსაცმელები, სპორტული კოსტიუმები, და გავაფართოებთ მამაკაცის ხაზს.

 

 

ზაფხულში, სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ ერთად, თურქეთში მივიღეთ მონაწილეობა მოდის საერთაშორისო კვირეულზე, სადაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ბრენდმა. სულ ახლახან, ასევე „კატრინის“ დამფუძნებლის, ეკა მგალობლიშვილის თაოსნობით, ბრენდი Xatko თურქეთში წარადგინეს უცხოელმა მოდელებმა. ახლო მომავალში კი იგეგმება ჩვენება მოლდოვაში. აქტიურად ვემზადებით პარიზში, მილანში, შემდეგ კი დუბაიში ჩვენი ბრენდის წარსადგენად. ეტაპობრივად კი ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს, ქართველ და უკვე ძალიან ბევრ უცხოელ მომხმარებელს.

 

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, გაამართლა თქვენმა მიზანმა?

დავიწყე ნულიდან და ყოველდღიურად ვიზრდებით და ვვითარდებით. ძალიან დიდია მოთხოვნა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შრომის შედეგად, ჩემმა მიზანმა გაამართლა.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

ძალიან მინდა აშშ-ში მოვაწყო ჩემი ბრენდის შოურუმი და დარწმუნებული ვარ, ამ სურვილს ძალიან მალე განვახორციელებ.

 

ასევე გაეცანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა
Fashion

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს
Fashion

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025
#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს
Fashion

#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს

April 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Nail Lounge Batumi − სილამაზე შენშია – ტრადიციული საახალწლო ინტერვიუ სოფიკო დევდარიანთან

#OK! Nail Lounge Batumi − სილამაზე შენშია – ტრადიციული საახალწლო ინტერვიუ სოფიკო დევდარიანთან

December 29, 2022
#OK! ნატალია კვანტალიანი ბიზნესსა და ოჯახზე…

#OK! ნატალია კვანტალიანი ბიზნესსა და ოჯახზე…

January 2, 2024
#OK! ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია – ბავშვებთან ურთიერთობა მაბედნიერებს და ენერგიით მავსებს

#OK! ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია – ბავშვებთან ურთიერთობა მაბედნიერებს და ენერგიით მავსებს

October 6, 2023
#OK! „თამადა“ − მოთვინიერებული მხეცი – ლაშა ჩხაპელიას ირონიულ-პოზიტიური ჰანგები

#OK! „თამადა“ − მოთვინიერებული მხეცი – ლაშა ჩხაპელიას ირონიულ-პოზიტიური ჰანგები

December 26, 2022

კვირის ჰიტები

Auto Draft

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 24, 2025
#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები