რიზ უიზერსპუნის 26 წლის ქალიშვილი, ავა ფილიპი საზოგადოებაში გამოჩნდა. ბოლო დროს გოგონა სხვადასხვა ქალაქში გამართული ღონისძიებების ხშირი სტუმარი გახდა. ამ კვირას ავა თავის რჩეულთან, დაკოტა ბრუბეიკერთან ერთად, ლოს-ანჯელესში, ფილმ „კივილი 7“-ის პრემიერას დაესწრო.

საღამოზე მას გველის პრინტიანი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, რომელსაც ღვინისფერი ფეხსაცმელი და ოქროს საყურეები შეუხამა.
ავა ცნობილ დედას ბევრი რამით ჰგავს. ის მოდელი და დიზაინერია, თუმცა ბოლო დროს, სამსახიობო ხელოვნების სამყაროში დაიწყო თავის დამკვიდრება. გასულ წელს ის ეპიზოდურ როლებში გამოჩნდა სერიალებში: „Doctor Odyssey“ და „Casual Canyon“. გარდა ამისა, მას უკვე ორი დაანონსებული, ახალი პროექტი აქვს.
ავა მოდის კვირეულების ხშირი სტუმარია. თუ ადრე გოგონა ასეთ ღონისძიებებს დედასთან ერთად ესწრებოდა, წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Michael Kors-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებას დამოუკიდებლად ეწვია. ღონისძიებაზე მან კლასიკური დიზაინის ელეგანტური შავი კაბა მოირგო.

ცნობისთვის, ავა რიზ უიზერსპუნისა და მსახიობ რაიან ფილიპის შვილია. გოგონას ჰყავს ძმა, დიკონი და ნახევარძმა ტენესი, რომელიც დედას მეორე ქორწინებიდან შეეძინა.
ავა ბავშვობიდანვე ხშირად ხვდებოდა ფოტოგრაფების ობიექტივში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამისი ფილმში „ქერათმიან ადვოკატში“ თამაშობდა. რიზმა ეს როლი მშობიარობიდან მალევე მიიღო. სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-მა მას პირადი მწვრთნელი დაუქირავა, რათა ორსულობისას მომატებული წონის დაკლებაში დახმარებოდა. როდესაც ფილმზე მუშაობა დაიწყო, პატარა ავა გადასაღებ მოედანზე დედას ხშირად აკითხავდა.

2024 წელს ავა ფილიპმა მუსიკოს დაკოტა ბრუბეიკერთან შეხვედრები დაიწყო. წყვილი გასული წლიდან ერთად ცხოვრობს.
ასევე დაგაინტერესებთ












