• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო „ოსკაროსანი“ მსახიობი ქალი დაასახელა

February 26, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლეგენდარული ამერიკული ჟურნალი Rolling Stone-ის რედაქციამ 21-ე საუკუნის „ოსკარის“ პრემიის მფლობელი საუკეთესო მსახიობი ქალების რეიტინგი შეადგინა.

„გასაკვირია, რა იშვიათად იღებდნენ ჩვენი საუკეთესო მსახიობები ჯილდოებს თავიანთი გამორჩეული როლებისთვის. მიზეზი ისაა, რომ აკადემია ხშირად უპირატესობას ეფექტურობას ანიჭებს და არა თავშეკავებას. ბევრ ამ ქალბატონს სხვა ფილმებში გაცილებით უკეთ უთამაშია, მაგრამ „ოსკარის“ სპეციფიკა ასეთია – ის ნიჭიერ მსახიობებს ხშირად აჯილდოებს ნამუშევრებისთვის, რომლებიც მათ კარიერულ მწვერვალს არ წარმოადგენს“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

10. ჰოლი ბერი

„ოსკაროსან“ ფილმამდე „მონსტრების მეჯლისი“ (Monster’s Ball) ბერი ძირითადად კომედიებში და მეორეხარისხოვან ფილმებში მონაწილეობდა. 2002 წელს მისი ტრიუმფი შესაძლოა, ამერიკული კინოაკადემიის მხრიდან მისი დრამატული ნიჭის აღიარება იყო, თუმცა, Rolling Stone-ის რედაქციის აზრით, ეს ვერ ასახავს სიღრმეს, რომელიც მსახიობმა მუშა ქალის სახით შექმნა, რომელიც ქმარსა და შვილს კარგავს. გარდა ამისა, ჰოლი ბერი დღემდე ერთადერთი აფროამერიკელი ქალია, რომელმაც ქალის მთავარი როლისთვის „ოსკარი“ მიიღო.

9. ნატალი პორტმანი

„შავ გედში“ შესრულებული როლისთვის, რომელმაც 2011 წელს „ოსკარი“ მოუტანა, ნატალიმ  მთელი წელი ბალეტს დაუთმო.
„მსახიობის სახეზე ერთდროულად, სილამაზე და სიგიჟეა აღბეჭდილი, რაც გაბედულ და მომაჯადოებელ სახეს ქმნის“, – ამბობენ კრიტიკოსები.

8. კეიტ ბლანშეტი

იცით როგორ გამოიყურება შენელებული ნერვული აშლილობა? ის კეიტ ბლანშეტის ტრაგიკომიკურ პერსონაჟს ჰგავს  ვუდი ალენის ფილმში „ჟასმინი“. ამ როლით კეიტმა კარიერაში მეორე „ოსკარი“ მოიპოვა.

7. მიშელ იეო

იეომ „ოსკარი“ ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ შესრულებული როლისთვის მიიღო, რომელმაც მისი მრავალმხრივი ნიჭი სრულად გამოავლინა. საბრძოლო ხელოვნების ოსტატობა, უზადო კომედიური არტისტიზმი და ემოციური თავშეკავება უბედური ცოლისა და დედის, ეველინის როლში ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ქალის ისედაც მძიმე დღე ნამდვილ კოშმარად იქცევა, როცა იგებს, რომ ბოროტ ძალებთან საბრძოლველად აირჩიეს.

6. მაიკი მედისონი

მაიკი მანამდეც ცნობილი იყო, სანამ შონ ბეიკერის კომედიურ დრამაში „ანორა“ სექს-ინდუსტრიის მუშაკის როლს მიიღებდა, რომელიც ცოლად რუს მამაკაცს მიჰყვება. მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმა მაყურებელი გააოცა. მედისონმა დაამსხვრია კინემატოგრაფიული კლიშე „კეთილ სტრიპტიზიორზე“ და ძლიერი, ჭკვიანი და გამჭრიახი ქალი დაგვანახა, რომელიც შავბნელ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული.

5. ჯულია რობერტსი

„რობერტსი მხოლოდ როლს კი არ ასრულებს, არამედ თავისი იმიჯი სრულყოფილებამდე მიჰყავს“ – ასე აფასებს Rolling Stone-ის რედაქცია ჯულიას თამაშს დრამაში „ერინ ბროკოვიჩი“.

4. ემა სტოუნი

2024 წელს ბრძოლა „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ტიტულისთვის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო. ფილმის „საბრალო არსებები“ (Poor Things) ვარსკვლავმა, ემა სტოუნმა, თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო, რაც 35 წლის მსახიობისთვის შთამბეჭდავი მიღწევაა.   ფილმში „საბრალო არსებები“ სტოუნი მთავარი პერსონაჟის – ბელა ბაქსტერის როლს ასრულებს.

ბელა ახალგაზრდა ქალია, რომელსაც უცნაური მეცნიერი — გოდვინ ბაქსტერი ექსპერიმენტის გზით სიცოცხლეს უბრუნებს. მისი სხეული ზრდასრული ქალისაა, გონება კი ჩვილის. სიუჟეტის განმავლობაში ბელა თავიდან სწავლობს სამყაროს: სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას, სურვილებს და დამოუკიდებლობას.

კრიტიკოსებმა ემა სტოუნის თამაში შეაფასეს, როგორც თამამი, ფიზიკურად და ემოციურად გამბედავი და სრულად გარდამქმნელი.

3. ფრენსის მაკდორმანდი

მაკდორმანდი, რომელმაც ფილმში „მომთაბარეების მიწა“ მთავარი როლი შეასრულა, ფილმის ემოციური ცენტრი გახდა.
„მან მოხეტიალე ქვრივი უბრალოდ კი არ ითამაშა, არამედ ისტორია  სიყვარულითა და უკომპრომისობით აავსო. მის თამაშში ისეთი უშუალობა იგრძნობა, რომელიც სენტიმენტალურობას ადგილს არ უტოვებს“ – ამბობენ კრიტიკოსები.

2. ჰელენ მირენი

ჰელენ მირენი ინგლისელი მსახიობია, რომელმაც ფილმში „დედოფალი“ (The Queen) ელისაბედ II -ის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო. ფილმში მისი თამაშის მთავარი მახასიათებელი სიმშვიდეა. მირენმა არჩია, მისი ელისაბედი ჩაკეტილი და თავშეკავებული ყოფილიყო, თუმცა ამავე დროს გვაჩვენა დედოფალი, რომელსაც ისტორიის მანძილზე იმდენი რამ უნახავს, რომ უკვე ვეღარაფერი გააკვირვებს.

1. ჯულიანა მური

ფილმი „ისევ ელისი“ ლინგვისტიკის პროფესორზე გვიამბობს, რომელსაც ექიმებმა ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადია დაუდგინეს. მური ენერგიულ, გაწონასწორებულ 50 წლის ქალს განასახიერებს, რომელიც სწრაფად აცნობიერებს, რომ ინტელექტი ამ სენისგან ვერ იხსნის. მურის პანიკითა და ტკივილით სავსე თვალებში შიში, მორჩილება და ბრაზი იკითხება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, თუ როგორ გადმოსცემს მსახიობი ოდესღაც ნათელი პიროვნების ნგრევასა და დაცარიელებას.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

გაიგე მეტი: ემა სტოუნიმაიკი მედისონიფრენსის მაკდორმანდიჯულია რობერტსიჯულიანა მურიჰელენ მირენი

ასევე გაეცანი

#OK! მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება? რა დეტალები ხდება ცნობილი სასექსის ჰერცოგინიას ბრიტანეთში დაბრუნების შესახებ
OK! News

#OK! მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება? რა დეტალები ხდება ცნობილი სასექსის ჰერცოგინიას ბრიტანეთში დაბრუნების შესახებ

August 24, 2026
იცოდით, რომ? 7 საინტერესო ფაქტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ
OK! კულტურა

იცოდით, რომ? 7 საინტერესო ფაქტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

August 24, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული
OK! News

#OK! გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული

August 24, 2026
#OK! ჰარი პოტერის ვარსკვლავები ადრე და ახლა – როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება “ჰოგვორტსის” შემდეგ
OK! კულტურა

#OK! ჰარი პოტერის ვარსკვლავები ადრე და ახლა – როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება “ჰოგვორტსის” შემდეგ

August 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

December 6, 2021
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

#OK! გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

February 20, 2025
#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

August 22, 2026
#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

August 22, 2026
#OK! ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში დაბრუნდეს – მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

#OK! ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში დაბრუნდეს – მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

August 20, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები