• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქუთაისური ესთეტიკა

June 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

„მე-18-19 საუკუნეში რომ ქუთაისში ჩაცმულობა იყო, მინდა ცოტა ხნით ფრაგმენტულად მაინც დაბრუნდეს“

თეა ჟორჟოლიანმა „მაქსი” 1998 წელს დააფუძნა და მაღაზია უკვე 25 წელია საკუთარ მომხმარებელს განსაკუთრებული სტილით აღაფრთოვანებს. თავდაპირველად გრიშაშვილის ქუჩაზე გაიხსნა, შემდეგ ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ერთ ადგილზე შეაჩერა და 2008 წლიდან გელათის ქუჩა N2-ში მდებარეობს. თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობს „მაქსი“ საზოგადოებას და როგორ შეინარჩუნა ერთგული მომხმარებელი, ამ თემებზე უფრო დეტალურად OK!-ის დაწესებულების დამაარსებელი ესაუბრა.

 

 

თეა, გვიამბეთ მაღაზიის შექმნის ისტორია.

საკუთარი ბიზნესის შექმნის იდეა როცა გამიჩნდა, 19 წლის ვიყავი და უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სურვილი, რომ საკუთარი ბრენდივით გამაკეთებინა, ყოველთვის მქონდა და ასე გაჩნდა მაღაზია „მაქსი“. სახელწოდებაც სპონტანურად მოვიდა. ჩაცმის კულტურას ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას. ვთვლი, რომ პიროვნებაზე ჩაცმის სტილი განსაკუთრებით მეტყველებს. მაღალფასიანს არ ვგულისხმობ, უპირატესობას ხარისხიან ტანისამოსს ვანიჭებდი და მთავარი იყო, გემოვნებით მცმოდა. ჯერ კიდევ იმ დროს, მაღაზიაში ჩვენი ლოგო და ბეიჯი გვქონდა. კონსულტანტის ფორმა მაშინ ცოტა უხერხულ მომენტს ქმნიდა და ამ მხრივ, სტერეოტიპებიც დავამსხვრიეთ. განსხვავებულობა მიყვარდა და სულ იმას ვეძებდი, რაც სხვას არ ჰქონდა. ამ სიმბოლიკამ შექმნა გამორჩეული სტილიც. რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, მასობრივად ვერ იპოვის. დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა, მით უმეტეს, როცა ინტერნეტგაყიდვებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გამოვირჩევით.

 

გაიხსენეთ სირთულეები, რომელიც გზადაგზა გხვდებოდათ.

სტუდენტობის პარალელურად ბიზნესის მართვა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. 19 წლის ასაკში ბიზნესის ქონა, ქუთაისში ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ძალიან რთული პერიოდი გავიარე. მაშინ მხოლოდ თურქეთის ბაზარი იყო გახსნილი. თავიდანვე მქონდა ენთუზიაზმი, რომ მაღაზია განსხვავებული ყოფილიყო. ამინდის თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ვეგუებოდი სირთულეებს. 25 წლის განმავლობაში მაღაზიამ დიდი კონკურენცია გადაიტანა. თუმცა ეს სტიმულს მაძლევდა, რომ გამოწვევები გადამელახა და საკუთარი ძალები მომესინჯა.

 

რას სთავაზობს მაღაზია „მაქსი“ მომხმარებელს?

ნებისმიერი ადამიანის პრეტენზიას ვაკმაყოფილებთ. ჩვენმა მომხმარებლებმა ზუსტად იციან, რომ მაღაზია მათ სურვილებზეა გათვლილი. მათი სტილი შესანიშნავად ვიცით.

პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, შერეული შეკვეთებით მოდის. საექსპორტო საქონელია პეკინიდან. იქ მაღაზიებია, სადაც ექსკლუზივი მაქვს და თითოეული ნიმუში და მოდელი ჩემივე დაკვეთით სრულდება. ეს ექსკლუზივი წლების შემდეგ მოვიპოვე. ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი, ასევე თურქეთშიც და ყოველთვის ვპოულობდი განსხვავებულს, ძვირიანს და ხარისხიანს. ერთი ადამიანი გავიცანი, რომელიც ქალაქ პეკინში ამ სფეროში მოღვაწეობს და ამჟამად, ტანისამოსს „ჯენფოის“ სახლში ვუკვეთ, სადაც ჩემი დიზაინით იკერება სამკერვალოში და შემდეგ გადის ექსპორტზე. სწორედ ამ სახლმა ცნობილი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი აიყვანა. ჩვენს მაღაზიაში მის თავშლებს შეხვდებით, ჯერ ლოგო არ აქვს. ეს სახლი „ჰერმესის“ სახლთან გაერთიანდა. „რუსუდან ფეტვიაშვილი“ თავისი ფერებითა და გემოვნებით იყიდეს.

 

ასევე, გვაქვს აქსესუარები: ჩანთა, სათვალე, ვუალი, ქუდი და ჩვენთან მოსულ ადამიანს ყველანაირად ვაკმაყოფილებთ.

მაღაზია ერთი თვის წინ გაფართოვდა და ამ სივრცეში სადღესასწაულო კოლექცია მოთავსდა. ქუთაისელებისთვის ახალი შეთავაზება გვაქვს, სადღესასწაულო დღისთვის გაქირავების სერვისი დავამატეთ.

ჩვენ ვცდილობთ, თითოელი დეტალი მომხმარებელს ლამაზად მივაწოდოთ. სასაჩუქრე ბარათები გვაქვს და მაქსქარდის შეძენის შემთხვევაში, პიროვნება მოვა და სასურველ ნივთს თავად შეარჩევს.

 

რა არის „მაქსის“ ნიშა? რა გამოარჩევს სხვა მაღაზიებისგან?

ჩვენი ნიშა განსხვავებული სტილია, სხვას არ ვბაძავთ და ქუთაისის საზოგადოებას ყოველთვის აქვს იმედი, რომ ჩვენთან შეძენილი ნივთებით ნებისმიერ წვეულებაზე მოიწონებენ თავს. მომხმარებელს შაბლონური ტანისამოსიც ხვდება. თუმცა, ჯინსის შარვალი რომ ავიღოთ, ისიც კი გამორჩეულია. ჩვენთან ისეთ აქსესუარებს იპოვით, მისი გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერი ტანისამოსი უკვე განსაკუთრებული ხდება. სადაც არ უნდა წავიდნენ, ბოლო გაჩერება მაინც „მაქსია“. მაღაზიამ თავისი სახელი დაიმკვიდრა, რადგან ჩვენ არავის ვატყუებთ. რაც იმას გულისხმობს, რომ ხარისხს არასდროს ვმალავთ. ეკოტყავზე არ ვიძახით, რომ ნამდვილი ტყავია, ჩვენთან ყოველთვის ნატურალურ ტყავს შეხვდებით. ერთგულ მომხმარებელს, რომლისთვისაც ჩემი სიტყვა მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმას ვთავაზობ, რაც მისთვის კომფორტულია და რაშიც უფრო მოხდენილი იქნება.

 

აქვე ვიტყვი, რომ ძვირიანი მაღაზიის სახელი აქვს და ეს ძალიან მომწონს. ჩვენთან მოსული პირველი მომხმარებელი იმ შეხედულებით მოდის, რომ აქ ფასები მაღალია. მოგვიანებით, როდესაც ხარისხიან და განსხვავებულ პროდუქციას აღმოაჩენენ, თავადვე რწმუნდებიან, რომ არც ისეთი ძვირია. როდესაც შეძენილი ტანისამოსით იხიბლებიან და ამა თუ იმ წვეულებაზე თავს გამორჩეულად გრძნობენ, მათთვის ფასი უკვე მეორეხარისხოვანი ხდება.

 

პრესტიჟული ადგილდებარეობა განაპირობებს თუ არა მომხმარებლის რაოდენობას?

ადგილმდებარეობა შეიძლება პრესტიჟული იყოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის ამის განმსაზღვრელი. მე მაინც ვთვლი, რომ ეს მაღაზია სადაც არ უნდა გადავიდეს, ერთგული მომხმარებელი ყველგან ეყოლება.

 

ვინ არიან გუნდის წევრები?

თუ კარგი გუნდი არ გყავს, მარტო შრომით ვერაფერს გახდები. მე გამიმართლა, რადგან მაღაზიაში ნამდვილად ოჯახური გარემო გვაქვს. 18 წელია ერთი გოგონა მიდგას გვერდით. ადგილზე მოსულ მომხმარებელს სწორედ ის ხვდება თავის დასთან ერთად. ჩემი მენეჯერებიც და კონსულტანტებიც ისინი არიან. ჩვენ სამნი ვართ და ამ მაღაზიის საიდუმლოებებს ვინახავთ. აქ ბევრი ნიუანსია, რომელიც მომხმარებელმა და კონკურენტებმა არ უნდა გაიგონ…

 

 

რას იტყვით ქუთაისელ მომხმარებელზე?

ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩვენთან მაღალი დონის საზოგადოება იცვამს. ერთგული მომხმარებელი გვყავს და სწორედ ამით გამოვარჩევდი მაღაზიას, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვსტუმრობენ, ექიმები, პედაგოგები, მსახიობები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისში ჩაცმას დიდ ყურადღებას ანიჭებენ. მახსოვს, 90-იან წლებში უცხოელი დიზაინერი საქართველოში ჩამოვიდა და თქვა, რომ ქუთაისს, სანქტ-პეტერბურგსა და პარიზს გამოარჩევდა, სამ ქალაქს, სადაც ზუსტად იციან, როგორ უნდა ჩაიცვან. ქუთაისელი მომხმარებელი თავისი ჩაცმის სტილითა და კულტურით ყოველთვის გამოირჩევა. მაღალი გემოვნება გვაქვს. ეს ისტორიულადაც მოგვდევს, ჩვენ ხომ ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე ვცხოვრობთ. ამბიციაც გვაქვს, რომ განსხვავებულები ვიყოთ. ვთვლი, რომ კულტურა ქუთაისიდან იღებს დასაბამს და ჩაცმაც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, მოცემულობასა და მდგომარეობას.

 

როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა?

ყოველ წამს მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე და არასდროს დანებდე! ქალი ბიზნესში საქმის მიმართ გულწრფელობას ნიშნავს. ბიზნესს ტყუილი არ უყვარს, საკუთარს განსაკუთრებით. ბავშვობიდან ბევრი იდეა მქონდა და ეს ჩემი მოწოდება იყო, მჯეროდა, რომ გამომივიდოდა. სტერეოტიპული შეხედულებები მრავლად იყო, მაგრამ ვთვლი, რომ მაშინაც დამსხვრეული მქონდა. თუ ძლიერი არ ხარ და წინაღობებს ვერ გაუძლებ, მაშინ აწყობილი საქმე დაგემსხვრევა.

 

სურვილი, რომელიც გაქვთ…

პირველ რიგში, ეს ბრენდი, რომელიც შევქმენი, მინდა კიდევ 25 წელი იყოს ბაზარზე და უკვე საიუბილეო თარიღიც ექნება. არასდროს დაეცეს რეიტინგი და მოთხოვნა, მომხმარებელი გაათმაგდეს და ჩვენი ტანისამოსით იბრწყინონ. საყვარელი მომხმარებლის გამო, დიდი სურვილი მაქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პატარა ბუტიკი „მაქსმოლი“ გავაკეთო.

 

და კიდევ ერთი ოცნება მაქვს – მე-18, მე-19 საუკუნეში რომ ქუთაისში ჩაცმულობა იყო, მინდა ცოტა ხნით ფრაგმენტულად მაინც დაბრუნდეს. ქართველი ქალი თავისი სამოსით, მანდილითა და აწეული წარბებით ხავერდის ტანისამოსს რომ ამშვენებდა. ამით ჩვენი ქალაქის მომხმარებელს აუცილებლად დავაკმაყოფილებთ, რადგან მაღაზიაში დიდი არჩევანი გვაქვს.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

 

 

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

October 27, 2025
#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

December 10, 2025
#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი: წყვილი უმცროს ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა!

#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი: წყვილი უმცროს ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა!

May 8, 2021
#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

December 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

#OK! რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

December 16, 2025
#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025
#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები