• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პულმანი – პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში

April 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! გიამბობთ პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო „პულმანის“ შესახებ, რომელიც თითქმის სამი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს მრავალფუნქციურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შეუძლიათ როგორც დასვენება და განტვირთვა, ასევე მუშაობა მყუდრო გარემოში. სასტუმრო უნიკალური მდებარეობითა და არქიტექტურით გამოირჩევა, რაც სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს „პულმანის“ გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, ეკა პატარაიასთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს სასტუმროს კონცეფციისა და უპირატესობების შესახებ.

„პულმანი“ უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. რა გზა გაიარა სასტუმრომ ამ წლების განმავლობაში?

ჩვენი სასტუმრო ივნისში 3 წლის გახდება, თუმცა კოვიდპანდემიამ სასტუმრო „პულმანის“ გახსნას ხელი ძალიან  შეუშალა და დაგეგმილზე ბევრად გვიან გავხსენით. პირველი წელი, რა თქმა უნდა, რთული იყო. ისედაც ახალგახსნილ დიდ სასტუმროს ამუშავება საკმაოდ უჭირს, ჩვენ კი პოსტკოვიდურ პერიოდში გავხსენით, როდესაც დახურულ სივრცეში შეკრებები და მთლიანად ტურიზმი მინიმალურ მაჩვენებელზე იყო. ჩვენი გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის ჩართულობით, მალევე გახდა სასტუმრო პოპულარული და ბაზარზე საკუთარი ადგილი წარმატებით დაიმკვიდრა. ბოლო რამდენიმე თვეა, ისევე როგორც ყველა დიდ სასტუმროში, ჩვენთანაც შეინიშნება ტურისტების ნაკლებობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბრენდი Pullman-ი ადგენს მოგზაურობისა და ცხოვრების ახალ სტანდარტებს და სტუმრებს სთავაზობს ზუსტად ისეთ სივრცეს, როგორიც მათ სჭირდებათ სამუშაოსთვის, გართობისა და შთაგონებისთვის. სასტუმრო ბრუნავს Work Hard-Play Hard-ის მთავარი კონცეფციის გარშემო. იგი აერთიანებს ლოფტის სტილის 215 ოთახს, 2 000 კვადრატულ მეტრზე გადაშლილ ერთ-ერთ უდიდეს საკონფერენციო სივრცეს თბილისში, თანამედროვე სპორტულ დარბაზს და 25-მეტრიან აუზს, ფრანგულ რესტორან Dumas-ს და ქალაქში ყველაზე მაღალ, 37-ე სართულზე მდებარე ბარს – Weather Report-ს. თითოეული დეტალი ჩვენი სტუმრებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნაზეა გათვლილი.

 

რა უპირატესობებით სარგებლობს სასტუმრო ქართულ ბაზარზე?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო თვითონ კომპლექსი. ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე ლამაზი და გამორჩეული შენობაა მთელ საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, იზიდავს სტუმრებს და თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. ორი დახვეული ცათამბჯენი თბილისის ცენტრალურ უბანში, უნიკალური მდებარეობითა და არქიტექტურით, სრულად პასუხობს ბრენდ Pullman-ის კონცეფციას. აქ ნახავთ ოფისებს, საკონფერენციო დარბაზებს და სასტუმროს ნომრებს, ისევე როგორც სრულიად უნიკალურ რესტორანსა და ბარს შენობის ბოლო ორ სართულზე.

ამავდროულად, საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. მრავალი ტრენინგის, გადამზადებისა და მკაცრი გაიდლაინების საფუძველზე ჩვენ ვქმნით სერვისის მაღალ სტანდარტს.

ჩვენ ასევე ვცდილობთ შემოვიღოთ მდგრადი განვითარებისა და ეკომეგობრული პრაქტიკები. სასტუმროში მთლიანად ამოღებულია ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მასალები და პროდუქტები, აქტიურად ვმუშაობთ საკვები ნარჩენების შემცირებასა და წყლის კონსერვაციაზე. აღნიშნული პრაქტიკებიდან გამომდინარე, წელს მივიღეთ საერთაშორისოდ აღიარებული Green Key Certificate-ი, რომელიც აღიარებს მდგრადი ტურიზმის უმაღლეს სტანდარტებს და ადასტურებს ჩვენს ჩართულობასა და ერთგულებას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ეკომეგობრული პრაქტიკებისა და მდგრადი ბიზნესის განვითარების მხრივ.

 

„პულმანი“ აქტიურად არის ჩართული MICE ინდუსტრიის კუთხით ქვეყნის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. გვიამბეთ ამის შესახებ უფრო ვრცლად.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საკონფერენციო სივრცე ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს მასშტაბით. გვაქვს 700 მ2 ბოლრუმი, რომელიც იყოფა 3 ნაწილად და დამატებით 7 საკონფერენციო ოთახი. სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, საკმაოდ დიდი მისაღები სივრცითა და ტერასით. ასევე გვაქვს 215 ოთახი და აქედან 100 ოთახი არის 2-საწოლიანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ძალიან მარტივია დიდი MICE ჯგუფების მასპინძლობა.

როგორია თქვენი ჩართულობა საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით?

ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის შემოსვლა საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ტურისტული მიმართულების განვითარებისა და წინსვლისთვის. საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა უცხოელებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უმაღლესი დონის სერვისისა და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შეთავაზება არის სასტუმროს წარმატების წინაპირობა და საქართველოში სერვისის დონის ამაღლება.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

წინასწარ დეტალების გაჟღერებისგან ჯერ თავს შევიკავებ, თუმცა საკონფერენციო სივრცისთვის ერთ სიახლეს ვგეგმავთ, რომელიც კიდევ უფრო მოიზიდავს და გაამარტივებს დიდი ჯგუფების მასპინძლობას ჩვენს სასტუმროში. ამ ეტაპზე ვიტყვი იმას, რომ აქტიურად ვართ ჩართული სასტუმროსა და თვითონ ქვეყნის პოპულარიზაციაში, რაც გამოიხატება სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით, მრავალი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიითა და ბევრი საინტერესო გასართობი ღონისძიებებით.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქენდის სვეინფულის გლამურული იმიჯი: მოდელი სამოსს Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელს უხამებს!

#OK! ქენდის სვეინფულის გლამურული იმიჯი: მოდელი სამოსს Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელს უხამებს!

June 18, 2021
#OK! “გავიკეთე ბევრი ოპერაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები მქონოდა” – ანდრეა ივანოვა

#OK! “გავიკეთე ბევრი ოპერაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები მქონოდა” – ანდრეა ივანოვა

March 16, 2023
#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

May 28, 2021
#OK! ნანუკა გულუას შვილის პირველი ფოტოები

#OK! ნანუკა გულუას შვილის პირველი ფოტოები

October 10, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები