• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

OK! ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია….

March 10, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

იყო მრავალშვილიანი დედა და გქონდეს საყვარელი საქმე, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, როდესაც გაქვს მიზანი და მოტივაცია. PSP ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მხოლოდ PSP ფარმაში 5000-მდე თანამშრომელი მუშაობს, მათგან 90% ქალია, რომლებიც წარმატებით უთავსებენ საყვარელ საქმიანობას და ოჯახის დიასახლისობას, შვილების აღზრდას. ყველა მათგანს საინტერესო ისტორია ექნება მოსაყოლი, თუმცა დღეს ჟურნალი OK! მხოლოდ რამდენიმე მრავალშვილიან დედას გაგაცნობთ, რომლებიც წლებია საყვარელ საქმეს ემსახურებიან, ოჯახს მზრუნველობას არ აკლებენ, ამასთან, კარიერულ წინსვლასაც წარმატებით განაგრძობენ.

 

ია ჯანეზაშვილი, ფარმაცევტი, 5 შვილის დედა, გორი.

17 წელია PSP- ს გუნდის წევრი ვარ. დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა მუშაობდე და იყო მრავალშვილიანი დედა, თუმცა ძალიან სასიამოვნო.

ოჯახი

მყავს მეუღლე და ოთხი შვილი: ანა, ელენე, მარიამი და პატარა ანდრია, 2 წლის. საოჯახო საქმეებს ყველა ვინაწილებთ, მეუღლე და ბაშვები განსაკუთრებით ჩართულები არიან ანდრიას აღზრდაში. ჩემი მიზანია, აღვზარდო ღირსეული ადამიანები.

პროფესია

ეს არის პროფესია, სადაც ჩემი თავი ვიპოვე – თავს ვგრძნობ თავისუფლად და კომფორტულად. ვცდილობ, ხარისხიანად ვაკეთო სამსახურში ჩემი საქმე. მახარებს კეთილგანწყობა, მეგობრული და ადამიანური დამოკიდებულება კოლეგებისა და კომპანიის მხრიდან. მიხარია, რომ PSP-ს გუნდის წევრი ვარ.

ახალბედა დედებს ვეტყოდი…

ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც თავიდან გეჩვენებათ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ წარმატებული პროფესიულ საქმიანობაში და ამავდროულად გყავდეთ ოჯახი. როდესაც ამას შეძლებთ, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ.

ქალებმა ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ თანადგომით, სიყვარულით, კეთილი რჩევით თუ შენიშვნით. გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია.

 

ნანა შუბითიძე, მენეჯერი, 4 შვილის დედა, თბილისი

 

პროფესია

16 წელია ვმუშაობ PSP-ში. სამსახურიდან მოსულს მიწევს მეორე სამსახურის შესრულება – დიასახლისობა. ისე მიყვარს ჩემი პროფესია, რომ არ მიფიქრია სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო.

ოჯახი

მყავს მეუღლე და 5 უსაყვარლესი შვილი – მარი, ნინი, ანა და ტყუპი ბიჭები – მერაბი და უჩა. ვცდილობ დრო და ენერგია სწორად გადავანაწილო, რაშიც მეუღლე და ჩემი გოგონებიც მეხმარებიან. ჩემი ოჯახი მაძლევს უდიდეს ენერგიას და მოტივაციას, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

ახალბედა დედებს ვურჩევდი, რომ…

არ შეუშინდნენ ცხოვრების სირთულეებს, არ დათმონ პროფესია ოჯახის გამო. თუ მიზანს დაისახავენ და დროს სწორად გადაანაწილებენ, სამსახურსა და დიასახლისობას ერთმანეთს შეუთავსებენ. ამის შემდეგ უფრო მეტად დაგაფასებენ, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. მე ვარ 5 უსაყვარლესი ბავშვის დედა და ვმუშაობ. მე თუ შევძელი, თქვენც აუცილებლად გამოგივათ.

 

 

ნანა ერისთავი, ფარმაცევტი, 5 შვილის დედა,  ქუთაისი

 

2007 წლიდან ვმუშაობ PSP-ში. პირადად ჩემთვის სამსახური არის რეალიზაციის საშუალება და ამასთანავე, განტვირთვა. დიასახლისობა უფრო – დატვირთვა, რომელსაც შეუძლებელია გაუმკლავდე მარტო, ოჯახის წევრების დახმარების გარეშე. ხანდახან მეც მიკვირს, როგორ მოვასწარი ყველაფრის გაკეთება დღის განმავლობაში, ამ დროს მიჩნდება კმაყოფილების შეგრძნება, რომ ძლიერი ვარ, რადგან ეს შევძელი.

ოჯახი

ჩემი მეუღლე, მამა გიორგი, მსახურობს ბაგრატის ტაძარში, არის დეკანოზი. მინდა აღვნიშნო, რომ მისი დახმარების გარეშე, ალბათ, ვერაფერს შევძლებდი.

უფროსი შვილი 26 წლისაა და მუშაობს. მეორე შვილი მესამე კურსის სტუდენტია, დანარჩენები სკოლის მოსწავლეები არიან, ყველაზე პატარა, დანიელი პირველ კლასშია.

შვილებს შორის ასაკობრივმა სხვაობამ განაპირობა ის, რომ ერთმანეთს ასწავლიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. ყველას გადანაწილებული გვაქვს დროც და საქმეც.

პროფესია

ჩემთვის ჩემი სამსახური არის მეორე ოჯახი, სადაც დღის უდიდეს ნაწილს ვატარებ. მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, რომ ამ პროფესიაში შევდექი.

PSP-ს ერთგული ვარ უკვე წლებია. ამ კომპანიაში ბევრი მეგობარი შევიძინე. კარგი მენეჯერის და თანამშრომლების დამსახურებაა, რომ მიხარია სამსახურში მისვლა. ეს პირდაპირ აისახება ჩემი მუშაობის ხარისხსა და განწყობაზე. ასევე მახარებს კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც მადლობას გეუბნება. ეს არის უდიდესი სტიმული.

ახალბედა დედებს ვეტყოდი, რომ…

გააჩინეთ ბევრი შვილი, ისინი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი პროფესიულ განვითარებასა და სამსახურზე. პირადად მე არასოდეს დავნებებულვარ და ვფიქრობ, რომ გამომივიდა.

 

თინათინ ბოხაშვილი, მენეჯერი, 4 შვილის დედა, თბილისი

16 წელია რაც PSP-ში ვმუშაობ. არა არის მარტივი, მუშაობდე და იყო მრავალშვილიანი დედა, კარგად მაქვს გააზრებული ეს ორი დიდი საპასუხისმგებლო საქმე. ყოველი მიღწეული პატარა წარმატება მაძლევს განცდას, რომ ძლიერი ქალი ვარ, რომ ქალისთვის დაუძლეველი არაფერია.

ოჯახი

მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მარიამი და ელენე სტუდენტები არიან, დემეტრე და სალომე – დაწყებითი კლასის მოსწავლეები. უფროსი შვილები მეხმარებიან საოჯახო საქმეებშიც და პატარა და-ძმის მეცადინეობაშიც.

მეუღლის ოცნება იყო მრავალშვილიანი მამობა. პასუხისმგებლობა და საქმიანობა თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. ვფიქრობ, მისი თანადგომის გარეშე გამიჭირდებოდა ამ ორი საქმის შეთავსება.

პროფესია

მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მიხარია, რომ შემიძლია ვიზრუნო ადამიანების ჯანმრთელობაზე. მომხმარებლის მადლიერი ღიმილი დამატებითი სტიმულია.

ჩემი ოჯახი და კომპანია PSP მაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განვვითარდე და არ გავჩერდე.

ახალბედა დედებს ვეტყოდი, რომ…

არ შეუშინდნენ დედობისა და დიასახლისობის რუტინას, დაისახონ მიზანი და არასოდეს თქვან უარი პროფესიულ წინსვლაზე. ვისურვებდი ქალები უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ სხვა ქალების მიმართ.

როცა ქალს საკუთარი თავის რწმენა აქვს და სჯერა თავისი შესაძლებლობების, მაშინ შეუძლებელიც არაფერია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

გაიგე მეტი: PSP

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ილუსტრაციად ქცეული საქართველოს ისტორია!

OK! ილუსტრაციად ქცეული საქართველოს ისტორია!

May 20, 2024
#OK! ჰეილი ბოლდვინი კალიფორნიის ქუჩებში! მოდელმა იმიჯს Bottega Veneta-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! ჰეილი ბოლდვინი კალიფორნიის ქუჩებში! მოდელმა იმიჯს Bottega Veneta-ს ჩანთა შეუხამა!

March 31, 2021
#OK! ერთობის თამაში და სიყვარულის ძალა

#OK! ერთობის თამაში და სიყვარულის ძალა

December 26, 2022
#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

August 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 28, 2026
#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

February 25, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა.

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა.

March 1, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები