Proelectronics – პროფესიონალური ტექნიკის ონლაინ მაღაზიაა www.proelectronics.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას ერთ სივრცეში. მას გააჩნია პროფესიონალური აუდიო სისტემებისა და მართვადი პროფესიონალური განათების გაქირავებისა და გაყიდვის სერვისები:
- ფონური გახმოვანება (ჭერის სისტემები)
- მონტაჟის და ტექნიკურად გამართვის ადამიანური რესურსები
- ღონისძიებების პროფესიონალური გახმოვანება
- სასცენო განათება
- თეატრალური განათება
- გაქირავების სერვისი
,,ჩვენი საქმიანობა მოიცავს AVL მიმართულებას – Audio, Video და Lighting (აუდიო, ვიდეო და განათება) რაც ჩვენი ძირითადი ფოკუსია. სიტყვა Pro კი ხაზს უსვამს იმას, რომ ვმუშაობთ პროფესიონალურ ბაზარზე: ჩვენი მომხმარებლები არიან ბიზნესები და საწარმოები, რომლებსაც სჭირდებათ ხარისხიანი, სანდო და ეფექტური ტექნიკური გადაწყვეტები.’’ -აღნიშნავს ლევან ლეჟავა Proelectronics-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Proelectronics წარმოადგენს Harman International-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: JBL, Soundcraft, dbx, AKG, BSS, AMX, Martin Lighting. ასევე თანამშრომლობენ Tronios Group-თან, რომლის პორტფოლიოში შედის BeamZ Pro, Vonyx და Power Dynamics.
Proelectronics-ის შექმნის ისტორია
Proelectronics-ის შექმნას წინ უძღვოდა დამფუძნებლის დიდი ინტერესი ელექტრონიკის მიმართ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მჭიდრო კავშირი, შემდეგ უკვე ბიზნეს განათლება, რამაც სხვა ხედვა მისცა მას.
,,პირველი სერიოზული სამსახური იყო ტელევიზია GDS-ის პროექტი ერთი-ერთის follow spot ოპერატორობა, მონაწილეობა მივიღე სცენის განათების მოწყობაში, გავერკვიე ელექტრო დისტრიბუციაში და ზოგადად ტელევიზიის პროდაქშენზე წარმოდგენა შემექმნა. ასეევ, დასვენების დღეს, რომელიც კვირაში ერთი გვქონდა, სტუდიაში ავდიოდი და პროფესიონალი გამნათებლის დავით კუპატაძის სცენების ხატვის პროცესს ვუყურებდი და ვუსვამდი კითხვებს, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა განათების მიმართულებით.“
ამის შემდეგ, ლევანმა 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური სოფლის სტადიონების გახმოვანებაზე იმუშავა.
,,მაშინ ჩვენი მენეჯერი იყო უძლიერესი აუდიო ინჟინერი – კონსტანტინე დიმიტრევი, ინსტალატორები კი პროფესიონალ;ები. ჩემი მონდომებით შევისწავლე ინსტალაციები, ნახაზის კითხვა პროექტის მიმდინარეობისას გამოვავლინე მენეჯერული თვისებები, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა და კომპანია ,,საუნდ დიზაინ სტუდიამ’’ გადაწყვიტა ჩემთან, როგორც შპს–სთან ისე, გაეგრძელებინა თანამშრომლობა და მაშინ დაიბადა კომპანია კომპანიაში, სახელად შპს მონტაჟი.’’
პირველი დამოუკიდებელი პროექტი კი იყო – ბილტმორის სასტუმროს ბოლრუმის, სპას, რესტორანისა და ლაუნჯის აუდიო სისტემების ინსტალაცია, შემდეგ შერატონის, რესპუბლიკის, და მაკდონალდის აუდიო პროექტები და არქიტექტურული მართვადი განათების პროექტი ბათუმის ერას მოედანზე.
,,ეს დიდი პროექტების ჩამონათვალია, რომლის შესრულების საშუალებაც მომცა საუნდ დიზაინ სტუდიამ და ამისთვის და კიდევ უამრავი სხვა სიკეთისათვის დიდ მადლობას ვუხდი ვლადისლავ ტურიაშვილს. პარარელურად კი დავდიოდით პატარა პროექტებზე, როგორებიცაა: რესტორნების, კაფეების, ტანსაცმლის მაღაზიების და სხვა კომერციული დაწესებულების აუდიო ინსტალაციები. ვაქირავებდით ასევე მცირედ ტექნიკას, DJ ინსტალაციები, ბენდის გახმოვანება, ქორწილები, კორპორატიულები, თუმცა ძირითად მიმართულებად ამას არ აღვიქვამდი და ყოველთვის დიდი პროექტის მოლოდინში ვიყავი.’’
ამ ყველაფრის შემდეგ კი გაჩნდა იდეა, საცალო მაღაზიის გახსნის – AVL მიმართულებით.
,,მიზანი იყო შემექმნა სივრცე, სადაც ბიზნესი შეძლებდა თავის დაწესებულებისათვის სრული ტექნიკური გადაწყვეტილების მისაღებად ერთ სივრცეში მოხვედრილიყო და სასცენო სისტემების ინსტალაციასთან ერთად მიეღო ასევე სუსტი დენების სრული სერვისი. პროფესია, რომელიც გაამარტივებს მათ ტექნიკური გამოსავლის გადაწყვეტას. მაღაზია 2019 წელს გაიხსნა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი ტექნიკის იყო Harman International-ის პროდუქცია, შემდეგ დაიწყო პანდემია და ონლაინში გადავინაცვლეთ. ‘’

Proelectronics-ის გუნდი
,,ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი ჩვენს გუნდს, რომელიც შეუფასებელია. მაქვს სურვილი მათთან ერთად შევასრულო ახალი პროექტები. ამაყი ვარ იმით, რომ დიდი გამოცდილება მივიღე, თუმცა ახლა ეს ყველაფერი უნდა შედეგებად ვაქციო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად.
ჩვენი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ზუსტად არ იცის, რა ტექნიკური გადაწყვეტა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრული კონფიგურაციის შედგენას – საჭიროებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
ჩვენი ძირითადი მიმართულებები
- ფონური მუსიკის სისტემები კომერციული ობიექტებისთვის
- გამოცხადების სისტემები და მათი ინტეგრაცია სახანძრო სისტემებთან
სრული საინსტალაციო სერვისი
- სერვერული ინფრასტრუქტურის მოწყობა
- ჰორეკა სექტორის (სასტუმროები, ბარები, რესტორნები, კარაოკე ბარები) სრული ტექნიკური უზრუნველყოფა – სცენის გახმოვანება, განათება, ქსელური ინფრასტრუქტურა და მულტიმედია
დამატებით მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს სახანძრო, დაშვების, სიგნალიზაციის და კამერების ინსტალაცია, ამ კუთხით გამოცდილება გვაქვს ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელსა და რამოდენიმე სასტუმროში.
,,ჩვენ ვმუშაობთ როგორც პროექტირების, ისე საინსტალაციო ეტაპზე – ვქმნით სრულ გადაწყვეტას, რომელიც მოიცავს სერვერულ კარადებს, გამაძლიერებლებს, ხმის პროცესორებსა და მართვის პანელებს. ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით სხვადასხვა ტიპის საინსტალაციო დინამიკებს – ჭერზე დასამონტაჟებელს, კედელზე, მიწაში ან ჩამოსაკიდ მოდელებს. ეს სისტემები განკუთვნილია კომერციული სივრცეებისთვის: სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა ობიექტები, სადაც საჭიროა ზონალური მუსიკის ან აუდიო სისტემის გამართულად მუშაობა.
სამომავლო გეგმებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ახლა დავიწყეთ მუშაობა ახალ საიტზე რომელიც უკვე გაეშვა www.audiovisualrent.ge, დავიმატეთ 2 სცენა, 50 კვადრატი გარე გამოყენების ლედ ეკრანი, JBL SRX 900 სერიის სპიკერები და ასევე სხვა უამრავი ტექნიკა, რომლითაც ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ, ხოლო ახალი საიტის შექმნით ვცდილობთ ქვე ბრენდად ჩამოვაყალიბოთ ცალკეული მიმართულებები. რათა მომხმარებლისათვის უფრო გასაგები გახდეს ჩვენი სერვისები.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ტექნიკური გარემო, რომელიც მუშაობს მარტივად, გამოიყურება პროფესიონალურად და სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს.’’












