• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება რევოლუციის შემდეგ

January 15, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

1979 წელს საპროტესტო გამოსვლების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის მომხრე დემონსტრანტებმა, ამერიკის მოკავშირე შაჰი ჩამოაგდეს და ქვეყნის სათავეში გადასახლებიდან დაბრუნებული რელიგიური ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი მოვიდა. რევოლუციამ ირანში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია, რაც განსაკუთრებით ქალების ცხოვრებაზე აისახა.

Исламской революции в Иране 46 лет: триумф народа и духовного возрождения - Eurasiatoday

ისლამურ რევოლუციამდე ათწლეულებით ადრე, ირანს რეზა-შაჰ ფეჰლევი მართავდა. შაჰის მმართველობის პერიოდი შუა აღმოსავლეთისთვის უჩვეულო კულტურული თავისუფლებით  გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, შაჰმა ჰიჯაბის ტარება აკრძალა (ქალის სამოსი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს) და პოლიციას ქალებისთვის თავსაბურავების ძალით მოხდა უბრძანა. გარდა ამისა, შაჰის ბრძანებით, ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს და სამუშაო ძალას შეუერთდნენ, თუმცა, ახალმა ისლამურმა ხელისუფლებამ 1980-იანი წლების დასაწყისში სავალდებულო დრეს-კოდი შემოიღო, რომელიც ყველა ქალს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებდა – ქალების ვარცხნილობა და ჩაცმულობა ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა.

Исламская революция в Иране победила при поддержке САВАК и США – ИА Реалист: новости и аналитика

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ირანელი ქალების ცხოვრებას სასულიერო პირების მმართველობის დამყარებამდე და მას შემდეგ.

რევოლუციამდე

Женщины-студентки Тегеранского университета

სწავლა თეირანის უნივერსიტეტში (1977 წელი)

რევოლუციამდე უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ქალი სწავლობდა, თუმცა, მომდევნო წლებში სტუდენტი ქალების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა – ახალმა ხელისუფლებამ სოფლად მცხოვრები კონსერვატიული ოჯახების დარწმუნება შეძლო, რათა მათ შვილებისთვის სახლიდან მოშორებით სწავლის უფლება მიეცათ.

„ისინი ცდილობდნენ, ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალათ, მაგრამ ამ მცდელობას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ იძულებულნი გახდნენ, სწავლის უფლება დაებრუნებინათ“, – ამბობს ირანში დაბადებული იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ბარონესა ჰალე აფშარი.

Haleh Afshar, Baroness Afshar - Wikipedia

შოპინგი თეირანში (1976 წელი)

Женщины покупают обувь в Тегеране в 1976 году

რევოლუციამდე ბევრი ქალი დასავლური სტილის სამოსს, მათ შორის ვიწრო ჯინსებს, მოკლე ქვედაბოლოებსა და მოკლესახელოებიან მაისურებს ატარებდა.

„ფეხსაცმლის მიმართ სიყვარული ირანელ ქალებს დღემდე შემორჩათ. ირანელი ქალები არაფრით განსხვავდებიან სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქალებისგან და  შოპინგი მათთვისაც ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევის საშუალებაა“ – ამბობს პროფესორი აფშარი.

პიკნიკი პარასკევობით (1976 წელი)

Пикник в Тегеране

ირანში პარასკევი დასვენების დღეა, როდესაც ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან.
„პიკნიკი ირანულ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და საშუალო ფენებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ტრადიცია რევოლუციის შემდეგაც არ შეცვლილა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ დღეს ერთად მსხდომი მამაკაცები და ქალები ურთიერთობაში ბევრად უფრო თავშეკავებულები არიან“ – აღნიშნავს პროფესორი.

სილამაზის სალონი თეირანში (1977 წელი)

Женщины в салоне красоты в Тегеране

„ეს ის კადრია, რომლის ნახვასაც თანამედროვე ირანში არავინ ელის, თუმცა პარიკმახერები რევოლუციის შემდეგაც დარჩნენ“, – აღნიშნავს პროფესორი აფშარი.
რევოლუციამდელი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს სალონიდან გამოსვლამდე ირანელი ქალები თმას საგულდაგულოდ მალავენ. ზოგ სახლში საიდუმლო სილამაზის სალონებია  მოწყობილი, სადაც ქალები და მამაკაცები მომსახურებას ერთად იღებენ.

შაჰის დაცვა (1971 წელი)

Телохранители шаха и женщина, которая хотела к нему подойти

ფოტოზე მოჩანს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სპარსული მონარქიის 2500 წლისთავისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ წვეულებაზე შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის უახლოვდება. მოგვიანებით ოპოზიციამ ეს ღონისძიება მკაცრად დაგმო. „ბევრს მიაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებებში უზომოდ დიდი ფულის ფლანგვამ სწორედ დააჩქარა რევოლუცია“ – განმარტავს აფშარი.

გასეირნება თეირანის დათოვლილ ქუჩებში (1976 წელი)

Стильная студентка в Тегеране

„ქალებს ქუჩებში სიარულს ვერ აუკრძალავ, მაგრამ დღეს ასეთ სურათს დღეს ვერ ნახავთ – მისი საყურეები ისე თვალშისაცემია.. ირანში არსებობს „წესიერების“ ცნება, ამიტომ დღეს ქუჩებში მოსიარულე ქალებმა მუხლამდე პალტოსა და მოსახვევი უნდა ატარონ“ – ამბობს აფშარი.

რევოლუციის შემდეგ

ქალების პროტესტი ჰიჯაბის წინააღმდეგ (1979 წელი)

Женщины протестуют против хиджаба

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიათოლა ხომეინიმ ბრძანა, რომ ყველა ქალს, რელიგიისა და ეროვნების მიუხედავად, ჰიჯაბი უნდა ეტარებინა. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ამ კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.

საპროტესტო აქცია აშშ–ის საელჩოსთან (1979 წელი)

Женщины в хиджабе

სტუდენტებმა ამერიკის საელჩოს ალყა შეამოარტყეს და საელჩოს ათობით თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.

„იმ დროს ირანელებს ამერიკის მიმართ საერთო სიძულვილი აერთიანებდათ. ამერიკელებსა და ბრიტანელებს ირანში ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ადგილობრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას და ირანის ნავთობის ხელში ჩაგდებას, ამიტომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულია“ – აღნიშნავს პროფესორი.

ოჯახი მიდის პარასკევის ლოცვაზე (1980 წელი)

Мула в Тегеране с семьей

პარასკევის ლოცვა მორწმუნეებისთვის სოლიდარობის მომენტია. თუმცა აქაც მამაკაცების დომინირება იგრძნობა – ქალებს მამაკაცებთან ერთ ოთახში ყოფნა არ შეუძლიათ – ისინი ცალკე სალოცავ , ოთახშიმამაკაცებისგან მოშორებით იკრიბებიან“- ამბობს პროფესორი აფშარი.

საქორწილო კაბის ყიდვა თეირანში, 1986 წელი

Двоє жінок біля магазину весільних суконь

„ვიტრინაში ყველა საქორწილო კაბა დასავლურია – ირანელ ქალებს დღემდე შეუძლიათ ატარონ ის, რაც სურთ, სანამ ისინი დახურულ კარს მიღმა იმყოფებიან. ქორწილი და წვეულებები განცალკევებულად უნდა იყოს, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა გაცვიათ თუ მხოლოდ ქალები გხედავენ. წვეულებები, სადაც ორივე სქესის სტუმრები ერთად ზეიმობენ, ისევ იმართება, მაგრამ ზოგი ადამიანი დაცვას ქირაობს, რათა შესასვლელს თვალი ადევნონ, სხვები კი ადგილობრივ პოლიციას ფულს უხდიან, რათა ამაზე თვალი დახუჭონ“.- განმარტავს აფშარი.

გასეირნება თეირანში, 2005 წელი

Иранские женщины в 2005 году

ირანში ყველა ქალი არ ატარებს შავ ჰიჯაბს (ჩადრს) – სამოსს, რომელიც  სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს. ზოგი  თავსაფრებისა და პალტოების ტარებას ამჯობინებს.

„ქალები ხშირად აწყობენ პატარა საპროტესტო აქციებს და ცდილობენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თმა გამოაჩინონ “, – ამბობს პროფესორი აფშარი.

კასპიის ზღვის სანაპირო, 2005 წელი

Купание

ირანელ ქალებს საჯაროდ ბიკინით ბანაობა ეკრძალებათ. „მამაკაცები და ქალები ერთად ვერ ბანაობენ, მაგრამ ისინი პოულობენ გზებს, რომ აკრძალვას გვერდი აუარონ. ამისთვის ნავებს ქირაობენ, რომლებსაც ისინი შორს, ზღვაში გაჰყავთ, სადაც გვერდიგვერდ ცურვა შეუძლიათ“, – ამბობს პროფესორი აფშარი.

ჰიჯაბის ტარების მხარდასაჭერი აქცია თეირანში. 2006 წელი

женщины в тегеране

რევოლუციიდან 25 წლის შემდეგ, ქალებმა, რომლებიც მხარს კონსერვატორებს უჭერენ, საკუთარი აქციები  მოაწყეს, სადაც გააპროტესტეს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ვერ ახერხებს უზრუნველეყო ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის აღსრულება. ფოტოზე ყველა ქალი შემოსილია შავ ჰიჯაბში (ჩადრში), პატარა გოგონას გარდა.

გულშემატკივარი ქალები უყურებენ მატჩს სავაჭრო ცენტრთან თეირანში, 2008 წელი

Женщины у торгового центра

რევოლუციამდე ქალებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება ჰქონდათ. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ქალებისთვის მამაკაცთა საფეხბურთო მატჩების ყურება ოფიციალურად არასდროს აუკრძალავთ, მათ ხშირად სტადიონზე არ უშვებენ, ხოლო ვინც შესვლას მაინც ცდილობს, აკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

 

გაიგე მეტი: ჰალე აფშარი.

ასევე გაეცანი

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს
OK! News

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

January 15, 2026
#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს
OK! News

#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

January 15, 2026
#OK!  მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ
OK! News

#OK! მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

January 15, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
OK! News

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კირჩხიბი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! კირჩხიბი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

June 22, 2023
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

November 16, 2021
#OK! 25 წელი ერთად – ჰოლივუდური წყვილი 25 სექტემბერს საერთო დაბადების დღეს აღნიშნავს

#OK! 25 წელი ერთად – ჰოლივუდური წყვილი 25 სექტემბერს საერთო დაბადების დღეს აღნიშნავს

September 30, 2025
#OK! ნუცა ბუზალაძე გამომწერებს მის ერთ დღეს უზიარებს! (ვიდეო)

#OK! ნუცა ბუზალაძე გამომწერებს მის ერთ დღეს უზიარებს! (ვიდეო)

September 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები