• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პეტრეს ამბავი

March 29, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

პეტრე: მე პეტრე ვარ, ცხოველები მიყვარს, სახლში სამი კატა, ძაღლი და კუ მყავს…

კიდევ მინდა სპლიყვი მყავდეს..

 

როცა გაიზრდება და დიდი სპილო გახდება, სახლში რომ ვეღარ დაეტევა?

გავყიდი.

 

გავიგე, ექსპერიმენტები გიყვარს.

კი, ქიმიურ ცდებს ვატარებ ხოლმე. ერთამანეთში ვურევ სხვადასხვა ნივთიერებას. ერთხელ აფეთქდა.

 

მართლა ქიმიკოსობა გინდა?

ხან ქიმიკოსობა მინდა, ხან ვეტერინარობა.

 

პოპულარობა მოგწონს?

ისე რა.

 

თავი ხომ არ მოგაბეზრეთ ჟურნალისტებმა?

სხვებმა კი, შენ არა.

 

 

 

 

პეტრემ ყველაფერი იცის თავის სინდრომზე, ჩვენზე მეტი იცის…

იდგა აქციაზე სხვებთან ერთად და ითხოვდა ყველაზე მნიშვნელოვანს – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. ჩვენ ბოლომდე მაინც ვერ ვიაზრებთ, რასთან ერთად უწევთ ცხოვრება.

მაკუნასთვის ყველაფერი 25 წლის ასაკში შეიცვალა, როცა პეტრე გააჩინა და უთხრეს, ბავშვს, სავარაუდოდ, აქონდროპლაზიის სინდრომი აქვსო. ჯერ თვითონ მოიკრიბა ძალა და მერე დაიწყო ბრძოლა პეტრეს გასაძლერებლად.

 

 

მაკუნა გოჩიაშვილი: ეს არის ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ვერ აპატიებ საკუთარ თავს, თუ ყველაფერს არ ეცადე. როცა მითხრეს, საშველი არაა, ვერაფერს გახდებიო, მაშინ მთელი ჩემი ენერგია იქით მივმართე, გამეზარდა ისეთი ძლიერი, რომ ეს მოცემულობა აღექვა სწორად და ამასთან ერთად ბედნიერი ყოფილიყო. მაშინ ეს დავსახე მთავარ მიზნად იმიტომ, რომ სხვა ყველა გზა გადამიჭრეს.

პირველი ერთი თვის განმავლობაში ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა მეც და პეტრეს მამასაც. არაფერი ვიცოდი ამ სინდრომის შესახებ. მახსოვს, მაწყნარებდა ექიმი, ინტელექტი ნორმის ფარგლებში აქვსო. ჩემ გარშემო ეს სინდრომი არავის ჰქონდა. ვიცოდი მხოლოდ ფორტ ბოიარდიდან ის ორი პერსონაჟი. დავგუგლე და ფოტოებში რაც ვნახე, ძალიან ჰგავდა პეტრეს, ყველა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა ბავშვს.

გადავლახე თუ არა შოკი, დავიწყე ფიქრი, როგორ შემემსუბუქებინა პეტრესთვის ეს მდგომარეობა. მივხვდი, ეს იყო სოციალიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოება როგორ მიიღებდა მას. განსხვავებული აღნაგობის ნახვის პირველი ეფექტი არის უხერხული. ეს შეიძლება დამთრგუნველი ყოფილიყო პეტრესთვის. ამიტომ ჩვილობიდანვე ვცდილობდი, რომ სულ საზოგადოებაში ვყოფილიყავით. არასოდეს დამიმალავს, სულ ღია ვიყავი კითხვებისთვის და ამ სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის. ძალიან აქტიურად გამოვიყენე ამისთვის FACEBOOK–ის პლატფორმა. ერთი წლის რომ გახდა პეტრე, დიდი პოსტიც დავწერე ამ სინდრომზე. იმ დროს ამაზე ხმამაღლა საუბარი მეც მჭირდებოდა, თერაპია იყო ჩემთვისაც. ესეც რაღაცნაირი მოთხოვნა იყო საზოგადოებასთან, რომ მე ეს მოცემულობა მაქვს და გიზიარებთ, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ამას იღებთ.

ერთ დღეს FACEBOOK-ზე ვნახე ვიღაცის ფოტო და მივხვდი, რომ აშკარად სხვასაც ჰქონდა იგივე სინდრომი. მაშინვე მივწერე ამ ბავშვის დედას. ნიკოლოზზე ვსაუბრობ. ისეთი მხარდამჭერი იყო მაშინ ეკა, ყველა ექიმთან დამაკავშირა, ვინც კი რამე იცოდა ამ სინდრომზე, რადგან მაშინ ინფორმირებული ექიმის პოვნაც ძალიან რთული იყო.

 

პეტრე არის საოცრად თბილი, მოსიყვარულე და აქტიური ბავშვი. ერთობ სოციალურია, უყვარს თანატოლებთან ურთიერთობა. ძალიან უყვარს დედა, მართლა განსაკუთრებულად გამოხატავს ამ სიყვარულს. საოცრად ინტერესიანია. სულ ექსპერიმენტებშია და ამას ქიმიურ ცდებს ეძახის. უყვარს ცხოველებზე ზრუნვა.

 

სკოლაში ცოტა გვიან მიიღეს, ახლა უსწრებს თავის თანაკლასელებს. ლიდერია კლასში. მასწავლებლების შეფასებით, ძალიან კარგი მოსწავლეა.

 

 

გამოსავალი

პრეპარატის შესახებ ინფორმაცია მაშინვე მოვიძიე, როცა პეტრე გავაჩინე. მაშინ ცდის ერთი ფაზა იყო დახურული. იმედიანად განვეწყე, მაგრამ თან ვფიქრობდი, ამდენი ხანი რომ არ იყო წამალი, ისე გამიმართლებს, რომ დამეწევა?! როცა პრეპარატი დაამტკიცეს, უსაზღვროდ გამიხარდა. ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, როცა ფასი გავიგე. რაც არ უნდა მომენდომებინა, სულ რომ ყველაფერი გამეყიდა, მაინც ვერ გავწვდებოდი.

ქუჩაში გამოვედით მაშინ, როცა მივხვდით, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო. რა მოიტანა ამ აქციებმა? პეტრეს ცნობადობა მანამდეც ჰქონდა, ახლა შვება იყო, რომ თვითონაც მეტი გაიგო თავის სინდრომზე.

 

ტკივილი

შარშან პირველად დაველაპარაკე სინდრომზე. ბევრი იტირა, თქვა, რატომ დამემემართა მეო. ძალიან მტკივნეული იყო და დაემთხვა იმ პერიოდს, როცა სკოლაში არ მიიღეს. კარგი ისაა, რომ გამოხატა ეს წყენა და ბრაზი გარეთ გამოიტანა. ტკივილის დაცხრომა რომ შეძლო, ყველაზე მეტად მიხაროდა. შიგნით რომ დაგროვებოდა, ალბათ, ძალიან დაითრგუნებოდა. საშინლად ემოციური დღეები გვქონდა მაშინ.

ხანდახან ყურადღება არ სიამოვნებს, გააჩნია, როგორ გამოხატავენ. ამ სინდრომის ადამიანებისთვის კიდევ ისაა ცუდი, ენის მოჩლექვით რომ ელაპარაკებიან, რადგან აღნაგობით პატარები არიან და ძალიან საყვარლები. გარეგნობით კია პატარა ტანის, მაგრამ ასაკით უკვე აღარაა ბავშვი. პოზიტიური დისკრიმინაცია ამ სინდრომის ადამიანების თვითშეფასებაზე აისახება. ვცდილობ ჩემს თავსაც შემოვუძახო, რომ პეტრე არის 8 წლის და არა 3-ის და პასუხისმგებლობები არ უნდა მოვაკლო, რათა არ ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება ან ინფანტილიზმი. ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ დახმარება და მიხარია, რომ პროტოკოლში, რომელსაც ახლა ვწერთ, გათვალისწინებულია მენტალური მხარდაჭერა. რაც არ უნდა გავზარდოთ ამ თემის ცნობადობა, გამოწვევებთან გასამკლავებლად მაინც მეტი ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდებათ.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები