პერის ჰილტონის ფენომენს ყველაზე უკეთ თავად პერისი აღწერს.
„მე თავად ვარ ბრენდი. მე ვუშვებ პარფიუმერიას, კოსმეტიკას, ფეხსაცმელს, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ოჯახს სასტუმროები ეკუთვნის და ყოველივე ეს ჩემს სახელს ატარებს. გასულ წელს მე $200 მილიონი გამოვიმუშავე, როცა ჯეი ლომ მხოლოდ $150 მილიონი. ასე რომ, საქმეები კარგად მიდის“ – განაცხადა ქერა ლამაზმანმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში.

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და დიზაინერი 1981 წლის 17 თებერვალს, ბიზნესმენისა და მსახიობის ოჯახში დაიბადა. ის Hilton Hotels & Resorts-ის დამფუძნებლის, კონრად ჰილტონის შვილთაშვილია, ჰყავს უმცროსი და, ნიკი და ძმები – ბარონი და კონრადი.
მსახიობმა ბავშვობა მოგზაურობაში გაატარა. ის მანჰეტენზე მდებარე Waldorf-Astoria -ს სასტუმროში, ბევერლი ჰილზსა და ჰემპტონსში ცხოვრობდა.

პერისმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. ერთ-ერთი ნიუ-იორკში მდებარე პრესტიჟული დუაითის სკოლა იყო, თუმცა, მუდმივი გაცდენების გამო ყველა სკოლიდან გარიცხეს. საბოლოოდ, მან სკოლის დიპლომი მიიღო, თუმცა გაცილებით გვიან, ვიდრე დაგეგმა.
2000 წელს პერის ჰილტონმა დონალდ ტრამპის სააგენტოში T Management მოდელობა დაიწყო და კარიერაში წარმატებას მიაღწია. მოგვიანებით მან პრესტიჟულ Ford Models Management-თან, ლონდონის Models 1 Agenc-თან და Premier Model Management-თან, ასევე ლოს-ანჯელესში მდებარე Nous Model Management-თან დაიწყო თანამშრომლობა.
2000-იანი წლების შუა პერიოდში ვარსკვლავმა დიზაინერის ნიჭი გამოავლინა – ჩანთები, სამკაულები და სუნამოების ხაზი გამოუშვა.

დაახლოებით, ამავე პერიოდში, პერისმა ხელშეკრულება გააფორმა ღამის კლუბების ქსელთან Club Paris, რომელმაც მისი სახელის გამოყენების უფლება შეიძინა. პირველი გასართობი დაწესებულება ორლანდოში, ფლორიდაში, მეორე კი ჯექსონვილში გაიხსნა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ქსელის მფლობელმა ჰილტონთან ხელშეკრულება გააუქმა, რადგან პერისი საკუთარ მოვალეობებს ხშირად უგულებელყოფდა.
ენერგიულმა გოგნამ ძალები სწრაფი კვების ქსელ Carl’s Jr-ის რეკლამაში და დიჯეის პოზიციაზეც მოსინჯა. 2003–2004 წლებში ჰილტონმა 2 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა და მისი სახელი ჟურნალ Forbes-ში მოხვდა. 2006–2007 წლებში კი პერისმა თავისი ქონება 8,3 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რითაც ბაბუას, რომელმაც მემკვიდრეობა ჩამოართვა, დაუმტკიცა, რომ თავის რჩენა შეეძლო.
რაც შეეხება ქონების ჩამორთმევას, 2004 წელს ინტერნეტში პერის ჰილტონის მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ვიდეო – „ერთი ღამე პარიზში“ გავრცელდა. ვიდეომ პერის ჰილტონის ბაბუა, ბარონ ჰილტონი იმდენად გააცეცხლა, რომ შვილიშვილს მემკვიდრეობა ჩამოართვა. პერისმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სცადა ვიდეოს გავრცელება აეკრძალა, თუმცა მემკვიდრეობა ვერ დაიბრუნა.

პერის ჰილტონი მაღალი რეიტინგის მქონე გადაცემებსა და შოუებში რეგულარულად ჩნდებოდა. პროექტებს შორის, სადაც ამერიკელი მოდელი გამოჩნდა, იყო სერიალები The O.C., Veronica Mars, American Dreams და Supernatural.
ჰილტონი დიდ ეკრანს 2006 წელს დაუბრუნდა და ფილმში Blonde in Chocolate მთავარი როლი მიიღო. ამის შემდეგ მან ითამაშა ფილმში Bottoms Up, სადაც მთავარი როლი შეასრულა. თუმცა, ორივე პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მაყურებლისა და კრიტიკოსების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
თავად მსახიობი თავის კინოკარიერას წარუმატებლად არ მიიჩნევდა, ამიტომ, ორი წლის შემდეგ, დიდ ეკრანს დაუბრუნდა პროექტით Beauty and the Beast. როლმა, რომლისთვისაც პერისმა სამი ოქროს ჟოლო მიიღო, მისი ენთუზიაზმი შეასუსტა, თუმცა საბოლოოდ არ გაუქრია.
2003 წელს პერისმა ნიკოლ რიჩისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში „უბრალო ცხოვრება“, რომლის შემდეგ ორივემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

2004 წელს მსახიობისა და მოდელის კარიერით დაღლილმა პერისმა გადაწყვიტა მომღერალი გამხდარიყო სადებიუტო სოლო ალბომზე, სახელწოდებით Paris (პარიზი) დაიწყო მუშაობა. ალბომი 2006 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე Billboard 200 ჩარტში მეექვსე ადგილი დაიკავა.
2008 წელს ქერა ლამაზმანმა მიიღო მონაწილეობა რეალითი შოუში Paris Hilton’s My New BFF, ხოლო 2011 წელს გამოჩნდა ამერიკულ რეალითი შოუში The World According to Paris.
2013 წელს პერის ჰილტონმა როლი მიიღო სოფია კოპოლას ფილმში „ელიტური საზოგადოება“. 2020 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმის „ეს პერისია“, რომელმაც საოგადოებას ცნობილი ადამიანის რთული ბავშვობის შესახებ უამბო. პერის ჰილტონმა მაყურებელს ბავშვობისა და მოზარდობის საშინელი მოგონებები გაუზიარა, რამაც მისი თქმით, შვება მოგვარა.
ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში პერის ჰილტონმა თავისი სიმღერებისთვის 21 მუსიკალური ვიდეო შექმნა, მათ შორის High Off My Love, Nothing In This World, Stars Are Blind და სხვა.
Forbes Georgia-ს ცნობით, პერის ჰილტონმა, როგორც მილიონერმა ბიზნესვუმენმა და მედიაპერსონამ, 2022 წელს Roblox-ის ვირტუალურ სამყაროში საკუთარი კუნძული შექმნა და მეტავერსის ბიზნესში ჩაერთო, რაც ხაზს უსვამს მის გადასვლას ტრადიციული მედიიდან ციფრულ მეწარმეობაზე.

მან შექმნა ვირტუალური კუნძული პლატფორმა Roblox-ზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ვირტუალური ტანსაცმელი და დაესწრონ წვეულებებს.
ჰილტონი აქტიურად იყენებს თავის ბრენდს Sliving” (Slaying + Living), რომელიც ახალ ეპოქაში მედია და ციფრულ სივრცეში ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.
ის ავითარებს თავის კომპანია 11:11 Media-ს მეშვეობით სხვადასხვა ციფრულ პროექტს, მათ შორის NFT-ებსა და ინტერაქტიულ კონტენტს.
ამჟამად მთელ მსოფლიოში პერის ჰილტონის 44 მაღაზია არსებობს, რომელთა ბრენდი შეიცავს პარფიუმერიას, ქალის ხელჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელსა და სხვა. ჰილტონის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ის ყოველთვის სირთულეებით იყო სავსე. 2000 წლიდან ჰილტონი პამელა ანდერსონის ყოფილ ქმარს, რიკ სალომონს ხვდებოდა, სანამ 2003 წელს, პერისისა და რიკის სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდებოდა.
2002 წლიდან 2003 წლამდე პერის ჰილტონი ჯეისონ შოუზე იყო დანიშნული. მოგვიანებით ის მომღერალ ნიკ კარტერს, გემთმფლობელ პაის ლაცისს, სტავრას ნიარქოსს, გიტარისტ ბენჯი მადენს და კალათბურთელ დაგ რაინჰარდტს ხვდებოდა. პერის ჰილტონი ამბობს, რომ ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან.
2021 წლის ნოემბერში პერისი კარტერ რეუმზე დაქორწინდა და სუროგატი დედის დახმარებით, ორი შვილი შეეძინა.
![]()
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ












