• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

უკეთესი მე

გარეთ უკვე პირველი ნოემბერია. თითქმის ორი წელია, რაც სამყარო შენელდა და იცვალა ცხოვრების რიტმი, მაგრამ მაინც ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. დღეები კი არა, თვეებიც, და უკვე წლებიც კი, სინათლის სისწრაფით მიქრის…

ახლა მგონია, რომ არაფერი იქნებოდა კარგად, რომ არა ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა უკეთესობისკენ, ნათელი მომავლისკენ. რომ არა სიცოცხლის უპირობო სიყვარული. გიფიქრიათ იმაზე, რომ დღეს იმის საუკეთესო ვერსია ვართ, ვინც შეგვეძლო ვყოფილიყავით? მე მიფიქრია. არ გეუბნებით, რომ ვიტანჯები პერფექციონიზმით, მაგრამ მაინც ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რის გაუმჯობესება შემიძლია, როცა საკუთარ თავზე მიდგება საქმე. ახალი თაობა და ბავშვები მშობლებს მოსვენებას არ გვაძლევენ. მათ ყოველთვის უნდათ ვიყოთ სიახლეების საქმის კურსში, ამის წინააღმდეგი არც მე ვარ და ვცდილობ ბევრი რამ სწორედ საკუთარი შვილებისგან ვისწავლო. განათლება და მეტი კითხვა, მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი მოგზაურობა, მეტი ფილმი, მეტი ვიდეომასალა თუ ინტერნეტმასალები − ყველაფერია ჩვენ ირგვლივ იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესი „მე“, ყოველდღიურად ვიზრუნოთ ამაზე. სპორტი და კვების მანერების გაუმჯობესება − ესეც დიდი შემადგენელი ნაწილია თვითდისციპლინისა. დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვიყოთ. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ამად ღირს. საკუთარ თავზე არ მომიხდენია ეს დაკვირვება, მაგრამ სხვაზე კი  მიფიქრია − რა კარგი გახდა, არადა, ადრე არ იყო ასეთი. ჰოდა, ზუსტად ეს არის უკეთესი მე − ადამიანი, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი და უკეთესი, უფრო ლამაზი, საინტერესო და დახვეწილი ხდება. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და მიზეზია, რატომაც ბოლო დროს დავფიქრდი მეტად ამ თემაზე…

ამას წინათ ვფიქრობდი, რა ქმნიდა და რა ქმნის მსოფლიო ტენდენციებს. ყველა ეპოქას ახლავს რაღაც მისსავე მსგავსი. რაღაც, რაც გვაფიქრებს, რისთვის იქცეოდნენ ადამიანების გარკვეული ჯგუფები ისე, რომ თავის საქციელს ვირუსივით ფენდა დედამიწას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. ხშირად ეს ტენდენციები არ უკავშირდებოდა ჯანმრთელობას, მაგრამ უკავშირდებოდა კულტურას, უკავშირდებოდა სხვადასხვა რიტუალს, უკავშირდებოდა პოლიტიკას თუ ეკონომიკურ საქმიანობას.

არც ისე დიდი ხანია, მთელმა სამყარომ თითქოს ერთდროულად აიტაცა ჯანსაღი ცხოვრების სტილი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან თითქოს ერთდროულად წამოვიდა სიგნალები: ჯანსაღი კვება, ფიტნესი, ბევრი სიარული, იოგა, კვების სხვადასხვა სტილი… ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შეიქმნა ათასობით თემატური აპლიკაცია. სოციალურ ქსელებში მართლაც ვირუსივით გავრცელდა წონის კლებისა თუ ფიზიკური მომზადების ტენდენციები. დღეს უკვე უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც წამოიწყეს მსგავსი აქტივობა, არიან ეგრეთ წოდებული „ინფლუენსერები“− მათ უყურებს უამრავი სხვა ადამიანი და ცდილობენ იგივე გააკეთონ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ მომხდარა შემთხვევით. თითქოს სამყარომ შემოგვთავაზა, გვეზრუნა საკუთარ ჯანმრთელობაზე. თითქოს ეს ყველაფერი განზრახ იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი და ჩვენც, რომლებმაც შევძელით, გავხდით ამ გეგმის ნაწილი. დღეს კი ტრენდულია იყო გამხდარი, იყო ფიზიკურად განვითარებული, იკვებებოდე სწორად, არ მიეძალო უსარგებლო საკვებს, ბევრი იარო ფეხით. ერთი სიტყვით, ტრენდულია, იყო ფიზიკურად ძლიერი. ფიზიკურად მომზადებული ადამიანი კი, როგორც ვხედავთ, უფრო იოლად ძლევს ვირუსს, ვიდრე ისინი, ვინც ვერ ან არ იზრუნა საკუთარ ჯანსაღ ცხოვრებაზე. თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცამ სადღაც ცაში დაგეგმა და მიწაზე გადმოგვიგზავნა, გრძელი ანდერძივით ლამაზად დაწერილი.

ჯანსაღი ცხოვრება წლებია მისაბაძია ჩემთვის და მომწონს ის ადამიანები, რომლებიც ასე ცხოვრობენ და ამ ფასეულობებს ამკვიდრებენ. დღეს ჟურნალ OK!-ის მთავარი თემაც სწორედ ჯანსაღი ცხოვრების სტილია. გარეკანზე ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც თავისი საქმითა თუ გატაცებით ბევრ სხვას უბიძგეს დაფიქრებისკენ. მხოლოდ კი არ უბიძგეს, არამედ აჩვენეს გზა, თუ როგორ შეიძლება იყო უკეთ, როგორ შეიძლება დატკბე ცხოვრებით და იყო სრულიად ბედნიერი, ყოველგვარი დანამატისა თუ ტოქსიკური ნივთიერებების გარეშე.

დღესაც კი, როცა ადამიანები ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძვით, არ არის გვიანი დავფიქრდეთ, როგორი ცხოვრების სტილი გვირჩევნია. სულ არ არის აუცილებელი, ძვირფას სპორტულ ცენტრებსა თუ კლასებზე სიარული, სულაც არ არის სავალდებულო ძვირადღირებული პროდუქტების ყიდვა − საკმარისია მოვინდომოთ და ყველაფერი გვექნება. რადგან ქუჩა ყველასია და დღესვე შეგვიძლია 2-3 კილომეტრით დავიწყოთ, ვისეირნოთ და დავტკბეთ მუსიკით. რამდენჯერ გამიხედავს ავტომობილიდან და დამინახავს ხალხი, სირბილის თუ სწრაფი სიარულის დროს − თავისი მუსიკით და საკუთარი სამყაროთი… ეს ყველას შეგვიძლია. დღესვე შეგვიძლია და მთავარი აქაც ჩვენი არჩევანია.

უკეთესი მომავლის იმედით და სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

 

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! MEN – ანდრო ჭიჭინაძე

#OK! MEN – ანდრო ჭიჭინაძე

July 31, 2024
#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა

#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა

August 12, 2024
#OK! „ვუვლი“ – ყველაფერი, რაც შენს მანქანას სჭირდება

#OK! „ვუვლი“ – ყველაფერი, რაც შენს მანქანას სჭირდება

August 10, 2023
#OK! “ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა 7 თვისაა” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

#OK! “ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა 7 თვისაა” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

May 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

July 3, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

July 4, 2025
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები