• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნიკა ბურჯანაძე: „უძრავი ქონების სფეროში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია“

July 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უძრავი ქონების ბაზარზე წარმატება მხოლოდ გაყიდვებით არ იზომება – მას პროფესიონალიზმი, თანამედროვე ხედვა და მომხმარებლის ნდობა განსაზღვრავს. სწორედ ამ პრინციპებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ჟურნალ OK! ქუთაისთან ინტერვიუში სააგენტოს დამფუძნებელი ნიკა ბურჯანაძე გვესაუბრა.

 

როგორ დაიწყო თქვენი ისტორია და რა გახდა უძრავი ქონების სააგენტოს შექმნის მთავარი მოტივაცია?

ჩემი ისტორია საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში ვიყავი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, იმაზე, რა უნდა გამეკეთებინა მომავალში, რა მიმართულებით მემუშავა და როგორ შემექმნა საქმე, რომელსაც რეალური ღირებულება ექნებოდა. უძრავი ქონების სააგენტოს შექმნის შესახებ იდეა სწორედ მაშინ გამიჩნდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბაზრის, გაყიდვების, მარკეტინგის, იურიდიული და სამშენებლო საკითხების შესწავლა დავიწყე, მინდოდა პროფესიონალი ვყოფილიყავი და ადამიანებისთვის რეალური დახმარება გამეწია.

 

ნიკა, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული უძრავი ქონების სააგენტო და რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატებული სააგენტო ჩემთვის მხოლოდ გაყიდვების რაოდენობას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს რეალური ღირებულება შევუქმნათ, მოვუსმინოთ მათ საჭიროებებს და შევთავაზოთ სწორი გამოსავალი. ამიტომ წარმატებული სააგენტო ნიშნავს, ადამიანები გენდობოდნენ, შენ კი მათი მოლოდინები გაამართლო. ვფიქრობ, ჩვენი წარმატების ფორმულა რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება:

მარკეტინგი – თანამედროვე და ეფექტური მარკეტინგი გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული ობიექტი სწორ აუდიტორიამდე მივიტანოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

ცოდნა – მუდმივად ვსწავლობთ ბაზარს, გაყიდვებს, იურიდიულ და სამშენებლო საკითხებს, რადგან პროფესიონალიზმი ჩვენს სფეროში აუცილებელი პირობაა.

განვითარება – ყოველდღიურად ვმუშაობთ საკუთარ თავზე და კომპანიაზე, რადგან გვჯერა, რომ წარმატება მუდმივ ზრდასა და გაუმჯობესებას მოაქვს.

სისწრაფე – ვაფასებთ როგორც ჩვენს, ისე კლიენტის დროს და ვცდილობთ, მომსახურება იყოს სწრაფი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.

ადამიანური ურთიერთობა – ვუსმენთ, ვიგებთ და ვითვალისწინებთ თითოეული კლიენტის რეალურ საჭიროებებს. ნდობა და ემპათია ქმნის გრძელვადიან ურთიერთობებს.

 

სწორედ ამ პრინციპების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ არა უბრალოდ შუამავლები, არამედ სანდო პარტნიორები უძრავი ქონების სფეროში.

 

 

რა გამოარჩევს თქვენს სააგენტოს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გამორჩეულობა გულწრფელობა, გამჭვირვალობა და თანამედროვე მიდგომებია. ქუთაისში პირველმა სწორედ ჩვენმა სააგენტომ დაიწყო უძრავი ქონების ვიდეოპრეზენტაციების შექმნა, რამაც ბაზარზე სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. თუმცა, მხოლოდ ვიდეოს გადაღება არ არის მთავარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ობიექტი მაქსიმალურად რეალისტურად და ობიექტურად წარმოვაჩინოთ. არ ვცდილობთ კლიენტისთვის ილუზიის შექმნას – ვცდილობთ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, რათა გადაწყვეტილება სრული ნდობით მიიღოს. სწორედ ამ მიდგომამ მოგვიტანა მომხმარებლების ნდობა და პატივისცემა. ყოველდღიურად ვიღებთ ასობით ზარსა და მომართვას, ხოლო ჩვენი ვიდეოები ყოველთვიურად მილიონობით ნახვას აგროვებს. ვფიქრობ, ეს შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ დღეს, ჩვენი სააგენტო, ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და გავლენიანი მოთამაშეა.

 

რომელი სერვისებით სარგებლობენ თქვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად და როგორ ცდილობთ მათთვის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას?

ჩვენი მომსახურებით ყველაზე ხშირად უძრავი ქონების მფლობელები სარგებლობენ, რომლებიც ბინის, სახლის ან კომერციული ფართის გაყიდვას გეგმავენ. მათ იციან, რომ ჩვენთან ობიექტის არა მხოლოდ რეკლამა ხდება, არამედ გაყიდვის პროცესიც პროფესიულად იმართება.

ყველაფერი იწყება ქონების რეალური საბაზრო შეფასებითა და იურიდიული მდგომარეობის დეტალური შესწავლით. თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა ან რისკი, კლიენტი ამის შესახებ წინასწარ იღებს სრულ ინფორმაციას. შემდეგ ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიას, ვაწარმოებთ კომუნიკაციას პოტენციურ მყიდველებთან, ვაორგანიზებთ შეხვედრებს და სრულად ვმართავთ გაყიდვის პროცესს. ჩვენი მიზანია, კლიენტმა დაზოგოს დრო და, მინიმალური ჩართულობით, მიიღოს საუკეთესო შედეგი.

 

რა გამოწვევებს შეხვდით სააგენტოს განვითარების გზაზე და როგორ მოახერხეთ მათი შესაძლებლობებად გარდაქმნა?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიული ცოდნის მიღება იყო. როდესაც სფეროს შესწავლა დავიწყე და გამოცდილ ადამიანებთან ვცდილობდი სწავლას, აღმოვაჩინე, რომ ბაზარზე დღემდე ბევრი სააგენტო და სპეციალისტი ძველმოდური მიდგომებით მუშაობს. მაშინ, როდესაც უძრავი ქონების სფერო მუდმივად იცვლება და ყოველდღიურად საჭიროებს ახალ ცოდნას, თანამედროვე მარკეტინგს, ტექნოლოგიების გამოყენებასა და განახლებულ ინფორმაციას.

სწორედ ამან მაიძულა, დამოუკიდებლად განმევითარებინა საკუთარი ცოდნა და პროფესიული უნარები. ეს მარტივი გზა არ ყოფილა, თუმცა მუდმივად ვსწავლობდი გაყიდვებს, მარკეტინგს, იურიდიულ და სამშენებლო საკითხებს, ვეცნობოდი საერთაშორისო გამოცდილებას და ვნერგავდი თანამედროვე სტანდარტებს.

ვფიქრობ, სწორედ ეს გამოწვევა იქცა ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უპირატესობად. დღეს ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია არა მხოლოდ გამოცდილებაზე, არამედ მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ხედვაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, კლიენტებს უფრო ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ.

 

 

როგორ არჩევთ გუნდს და რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად თქვენს თანამშრომლებში?

გუნდის შერჩევისას ყველაზე მეტად ვაფასებთ პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობასა და განვითარების სურვილს, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ეს ღირებულებები ქმნის კომპანიის რეპუტაციას და მომხმარებლის ნდობას.

 

რას ნიშნავს თქვენთვის კლიენტის კმაყოფილება და როგორ იზომება სააგენტოს წარმატება, გაყიდული ობიექტების რაოდენობით თუ გრძელვადიანი ურთიერთობებით?

ჩვენთვის წარმატება ის არის, როდესაც კლიენტი კმაყოფილია არა მხოლოდ შედეგით, არამედ მთელი პროცესით. იღებს ამომწურავ ინფორმაციას და გვაფასებს როგორც სანდო პარტნიორს. სწორედ ასეთი ურთიერთობები ქმნის ნდობას, გრძელვადიან თანამშრომლობას და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა.

 

რა გეგმები გაქვთ სააგენტოს მომავალი განვითარების მიმართულებით და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ეძებს სანდო პარტნიორს უძრავი ქონების სფეროში?

რაც შეეხება გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ და ბაზარზე ლიდერის პოზიციასაც ვინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ განვითარების გზის დასაწყისში ვართ და ჩვენი მთავარი მიზანი მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ადამიანებს კი ვურჩევთ, უძრავი ქონების სფეროში პარტნიორი პასუხისმგებლობით შეარჩიონ, რადგან სწორად დაგეგმილი პროცესი წარმატებული შედეგის საფუძველია.

 

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: თეკლა ჟორჟოლიანი

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები