• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! მოდებაძე 81 – განაახლეთ გარდერობი თავბრუდამხვევი ფერებით

April 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„მოდებაძე 81“ ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც საზოგადოებას საოცრად ფერად და მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნანატრმა გაზაფხულმა უკვე შემოაბიჯა, დროა ჩვენი გარდერობიც განვაახლოთ და გავახალისოთ ახალი სამოსით. OK! Fashion Book ბრენდის დამფუძნებელ მარიკა მოდებაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს კოლექციის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, გაგვაცანით ბრენდი. რამდენი ხანია, რაც საზოგადოების წინაშე გამოჩნდით?

„მოდებაძე 81“ ბაზარზე უკვე 3 წელია გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. მოდის სფეროსთან შეხება უკვე ათეული წლებია მაქვს, თუმცა საკუთარი სახლის შექმნა დიდ ამბიციასა და თვითდაჯერებულობას მოითხოვს, რომელიც ახლახან ჩამომიყალიბდა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები არა საზოგადოებას, არამედ ჩემს პირად სოციალურ და შემოქმედებით გამოხატვას შევუთავსო. შესაბამისად, ის, რაც არასდროს შეიცვლება ჩემს შოურუმში, თავბრუდამხვევი ფერებია.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი ბრენდი გათვლილია 13 წლის Z-თაობიდან დაწყებული, პლუს უსასრულობამდე ასაკის ქალბატონებისთვის. Pattern-ი რომ მოგაწოდოთ, სტილი ძირითადად Casual-ია, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის კოლექციაზე გვაქვს საუბარი. დიაპაზონი საკმაოდ დიდია − საპატარძლო კაბებიდან დაწყებული, სპორტული ორეულების ჩათვლით. ჩვენი პროდუქციის ამჟამინდელი სახე ძირითადად გათვლილია კომფორტზე, ნებისმიერი აგებულების ადამიანზე, და მგონია, რომ ეს ყველაზე ნიშანდობლივია ჩვენთვის. ჩემი ნამუშევრებით ადამიანები სწავლობენ საკუთარი სხეულის სიყვარულს და ბედნიერების გამოხატვას. მესიჯბოქსიც ზუსტად ეს მაქვს.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს და რა განასხვავებს ბრენდს? რა სახის უპირატესობებით სარგებლობთ?

ჩემი შოურუმისთვის ერთგვარი ნიშა, რაც უკვე არაერთხელ ვახსენე, იმ ფერების გადასვლაა, რომელიც ადამიანში ბედნიერების შეგრძნების პროვოცირებას იწვევს. აქ ვერ შეხვდებით მოდელებს ან მომსახურე პერსონალს, განსაკუთრებით მე, რომელიც არ გიღიმით. საიდუმლოც ეს გახლავთ − ბედნიერება და სიხალისე. მუდამ ვცდილობ, კონფორმიზმს გავექცე სამოსის დიზაინში, რასაც დავუმატებდი ადამიანის კომფორტისადმი მაქსიმალურ მოთხოვნილებას. ამ ორი კონცეპტის ჯამის გაიდეალურება ჩემი ამოცანაა. მიზანია, შემოქმედებითი მხარე მაქსიმალურად პირადად ჩემი სოციალური, მენტალური მდგომარეობიდან წამოვიღო, რაც თავის მხრივ უნიკალურია, და გავითვალისწინო ზემოთ ხსენებული მესიჯბოქსებიც.

გვესაუბრეთ ხარისხზე…

ხარისხი აუცილებელი და ამავე დროს, არასაკმარისი პირობაა ნამუშევრის შეფასებისას. და რატომღაც ყოველთვის ყველა გულისხმობს ამ ნაწილის სრულყოფას. პირადად მე მათემატიკოსი ვარ და პროფესიული განათლება არ მაქვს მოდის სფეროში, რაც ყოველთვის მიმცირებდა თვითშეფასებას, თუმცა გუნდი, რომელიც ყველა საკითხში გვერდით მიდგას, სრულყოფილად ახორციელებს ჩემს იდეებს. გვაქვს უახლესი დანადგარები და ნებისმიერი აქსესუარი ჩვენსავე ხელით იქმნება. მეც მრავალწლიანი გამოცდილებით ვცდილობ ის საბაზისო საფეხური, რომელიც ხარისხი გახლავთ, მაქსიმალურად დავუკმაყოფილო ჩვენს მომხმარებლებს.

რა სახის სიახლეებს სთავაზობთ საზოგადოებას გაზაფხულის სეზონისთვის?

გაზაფხულის სეზონისთვის მინდა ჩემი ნარატივი სხვანაირად გადავწერო და ქალბატონებს, რომელთაც კომფორტის ზონაში ვამყოფებდი, უფრო ვუბიძგო საკუთარი სხეულების გამოჩენისკენ. შემოგთავაზებთ პერანგებს, კაბა-ხალათებს შიფონისა და აბრეშუმის კომბინაციებით, საცურაო კოსტიუმებს თავისი მოსასხამებით და ჩანთებით, ჯინსისა და ტყავის კორსეტებს. ასევე, გვექნება გამჭვირვალე, ტიულისა და ორგანზას კორსეტები.

ბოლოს, სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ.

სამომავლო გეგმების ვერბალურად ჩამოყალიბება საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. მინდა ძალიან მალე სტაბილურად მივიღო მონაწილეობა საქართველოს Fashion Week-ებში. ვფიქრობთ ჩვენი შოურუმის ნამუშევრების ევროპასა და აშშ-ში გატანაზე, ვგულისხმობ მატერიალურ შოურუმს. ვირტუალური ბაზარი უკვე დიდი ხანია გახსნილია ონლაინგაყიდვებით და ჩვენს პროდუქციაზე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია მოთხოვნა. მინდა უკვე რამდენიმე ქვეყნის Fashion Week-ებზეც ვიფიქროთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

FB: SHINE

Insta: modebadze_81

მის: ქ. ქუთაისი, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“,მეორე სართული, მაღაზია-სალონი N12

ასევე გაეცანი

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე
Fashion

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე
Fashion

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა
Fashion

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

February 18, 2026
#OK! დავით არახამია – ზელენსკის მარჯვენა ხელი გაგრადან

#OK! დავით არახამია – ზელენსკის მარჯვენა ხელი გაგრადან

April 6, 2022
#OK! ყველაზე ტრენდული და ულამაზესი მაგიდის გადასაფარებლები EKOSI-სგან

#OK! ყველაზე ტრენდული და ულამაზესი მაგიდის გადასაფარებლები EKOSI-სგან

May 5, 2022
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 29, 2023

კვირის ჰიტები

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები