• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

აპრილი 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მოდა და ინტერიერი ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან. მოდის სფეროს მსგავსად ინტერიერის დიზაინშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონის ტენდენციებს. მოდა გამოხატავს საკუთარ თავს დროის მეშვეობით, რომელიც მუდმივად იცვლება. ორივე შემთხვევაში გამოვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენს ღირებულებებს, წარმოდგენებსა და ამბიციებს. სახლი ასახავს ჩვენს პიროვნებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სამოსის დიზაინი. ბოლო წლებია ინტერიერის დიზაინს კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ინფლუენსერები და ბლოგერები ყოველდღიურად აჩვენებენ გამომწერებს თავიანთ სახლებს და დეკორის დეტალებით იწონებენ თავს. პანდემიამაც ხელი შეუწყო ინტერიერის დიზაინის პოპულარობას, ვინაიდან შინ გამოკეტილ ხალხს ტანსაცმლის ყიდვის სურვილი აღარ ჰქონდა და ბევრი სახლის გაფორმებით ირთობდა თავს. შესაბამისად, არც მოდის ბრენდებმა დააყოვნეს და სამოსთან ერთად ინტერიერის ელემენტების შექმნაც დაიწყეს. თუმცა, მოდისა და ინტერიერის კოლაბორაცია უკვე დიდ დროს ითვლის. გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ Luxury-ბრენდებს, რომლებმაც ტანისამოსის შემდეგ ინტერიერის დიზაინშიც არანაკლებ დაიმკვიდრეს თავი.

VERSACE

საკულტო იტალიური ბრენდი Versace ინტერიერის სფეროში 1992 წელს შეიჭრა. ბრენდმა ტექსტილისა და ჭურჭლის შექმნით დაიწყო, შემდეგ კი მასიური ავეჯი, საწოლები, სავარძლები, სკამები და განათება დაამატა. Versace-ს ინტერიერი ბაროკოსა და ბერძნული სტილის ნაზავია. ბრენდის დომინანტი ფერები შავი, ოქროსფერი და თეთრი გახლავთ. რბილი ავეჯი და ბალიშები ძირითადად ხავერდის, აბრეშუმისა და ურბილესი კოტონისგან მზადდება.

 

 

HERMES

Hermes-ს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს ინტერიერის დიზაინის სფეროში. ბრენდი 2011 წლიდან ყველანაირ ავეჯსა და დეკორის ელემენტებს სთავაზობს მომხმარებელს. Hermes-ისთვის პირველი კოლექცია ინტერიერის სფეროს საკულტო დიზაინერებმა − Enzo Mari-მ, Antonio Citterio-მ და RDAI Studio-მ შექმნეს. Hermes-ის მთავარი უპირატესობა მისი უმაღლესი ხარისხია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. ბრენდს ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად საკუთარი სამაგიდო თამაშებიც კი აქვს.

 

 

GUCCI DECOR

Gucci-მ თავისი ინტერიერის ხაზი 2017 წელს შექმნა. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაშინაც ალესანდრო მიკელე გახლდათ და მისმა კოლექციამ იმედგაცრუებული არავინ დატოვა. ავეჯისა და დეკორის დეტალებში ხშირად იხილავთ ბრენდის ტანსაცმლის მსგავს ვინტაჟურ პრინტებსა და ფაქტურებს. Gucci Decor მოიცავს სკამებს, მაგიდებს, კომოდებს, ბალიშებს, შპალერებს, სანთლებს, რომლებზეც ყოველთვის იგრძნობა იტალიური გავლენა. ცხოველისა და ფერადი ყვავილების პრინტები Gucci-ს სავიზიტო ბარათია.

 

 

ARMANI/CASA

Armani, როგორც ბრენდი, 1975 წელს შეიქმნა და ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მოდის სფეროში უზომო წარმატებამ ბრენდის კრეატიულ დირექტორს, გენიალურ ჯორჯო არმანის 2004 წელს ინტერიერის ხაზის გაკეთებაც გადააწყვეტინა. დღეს კი არაერთი მდიდრული სასტუმრო, ეგზოტიკური ვილა, კერძო თვითმფრინავი და იახტა სწორედ Armani-ს ავეჯით, განათებითა და ხალიჩებით არის გაწყობილი. Armani Casa-ს ფილოსოფია სიმარტივე, მინიმალისტური სტილი, სწორი ხაზები და იდეალური პროპორციებია.

 

 

BOTTEGA VENETA

Bottega Veneta-ს ინტერიერის პირველი პროდუქტი გახლდათ სკამი, რომელიც 2006 წელს ბრენდის იმდროინდელმა კრეატიულმა დიზაინერმა − ტომას მაიერმა შექმნა. სწორედ აქედან დაიწყო Bottega Veneta-ს ფრთების გაშლა ინტერიერის სფეროში. ახლა უკვე ბრენდის ხაზი ძალიან მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სახის ავეჯსა და დეკორის ელემენტებს მოიცავს. ფოლადი, მუხა, მარმარილო, მინა, ბრინჯაო − ეს ის მასალებია, რომლისგანაც ბრენდი თავის დახვეწილ კოლექციებს ამზადებს. ორიგინალური დიზაინითა და დამახასიათებელი სტილით მაშინვე ამოიცნობთ Bottega-ს მოდელებს. ძალიან მოთხოვნადია Bottega Veneta-ს ტენდენციური ჭურჭელიც.

 

 

DOLCE & GABBANA

მოდის იტალიურმა სახლმა Dolce & Gabbana-მ თავისი პირველი დეკორის ხაზი გასულ წელს გამოუშვა და სადებიუტო კოლექცია შთამბეჭდავ Alta Moda-ს შოუზე წარადგინა. ფერადი კოლექცია ოთხ მოტივზე იყო აგებული: ხმელთაშუა ზღვის სილურჯე, კარეტო, ლომი და ზებრა. ოთხივე თემატიკა სხვადასხვა სტილს მოიაზრებს და შესაბამისად, Dolce & Gabbana Casa-ს ყველა გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია. ბრენდის ტანსაცმლის ხაზის მსგავსად, მისი ინტერიერის დიზაინიც ენერგიული, ქალური და თამამია.

უნდა აღინიშნოს 2018 წელს Dolce & Gabbana-სა და Smeg-ის კოლაბორაციაც, რომლის ფარგლებში სამზარეულოს ტექნიკის სპეციალური ხაზი შეიქმნა. Salone de Mobile-ისთვის კი სიცილიური თემატიკით 100 მაცივარი ხელით მოხატეს.

 

Processed with VSCO with s2 preset

ასევე გაეცანი

#OK! „დილსის“ პირველი შოურუმი ბათუმში იხსნება
Fashion

#OK! „დილსის“ პირველი შოურუმი ბათუმში იხსნება

აგვისტო 3, 2022
#OK! ,,ნინიმოს” ამერიკული ოცნება!
Fashion

#OK! ,,ნინიმოს” ამერიკული ოცნება!

აგვისტო 1, 2022
#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია
Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით
Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაზე პოპულარული და მოდური დედები შვილებთან ერთად!

#OK! ყველაზე პოპულარული და მოდური დედები შვილებთან ერთად!

აგვისტო 30, 2021
#OK! “2 წლის მერე პირველად მივფრინავთ დასასვენებლად” – ლელა წურწუმია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს

#OK! “2 წლის მერე პირველად მივფრინავთ დასასვენებლად” – ლელა წურწუმია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს

იანვარი 23, 2022
#OK! როუზი ჰანტინგტონ უიტლის გამორჩეული Street Style მომენტები!

#OK! როუზი ჰანტინგტონ უიტლის გამორჩეული Street Style მომენტები!

აგვისტო 29, 2021
#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

ოქტომბერი 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

აგვისტო 7, 2022
#OK! Lady Gaga “ჯოკერის” ახალ ნაწილში ითამაშებს

#OK! Lady Gaga “ჯოკერის” ახალ ნაწილში ითამაშებს

აგვისტო 5, 2022
#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

აგვისტო 8, 2022
#OK! ტროპიკული მიმართულებები

#OK! ტროპიკული მიმართულებები

აგვისტო 5, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×