• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მელანო ზოიძე საკუთარი სახელობის ესთეტიკის ცენტრზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

October 13, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სწავლისა და განვითარებისათვის ადამიანის თავგანწირული შრომა უკვალოდ რომ არ იკარგება, ამის არაერთი მაგალითი არსებობს ირგვლივ, OK! ბათუმის ფურცლებიდან სწორედ ასეთ გოგოზე უნდა მოგიყვეთ. მელანო ზოიძეს დღეს უკვე საკუთარი სახელობის ესთეტიკის ცენტრი აქვს, მაგრამ მანამდე იყო ურთულესი გზა, უნივერსიტეტიდან სახლამდე და პირიქით, ფეხით სიარული, რომ ფული დაეზოგა და 4 შვილისთვის აუცილებლად საჭირო საკვები და სხვა საშუალებები ეყიდა.  ხასიათის სიძლიერე გენეტიკურად მამისგან გადაეცა, მრავალშვილიან ოჯახში ყველა მამაკაცი სპორტსმენია, თავადაც 9 წელი ვარჯიშობდა კარატეში, თუმცა, მოგვიანებით, სილამაზის ინდუსტრიას შეუერთდა და  წლებია ერთგულად ემსახურება საქმეს, რომელიც შვილივით უყვარს და ეძვირფასება. მიაჩნია, რომ რაზეც მთელი გულით ოცნებობ, და თავდაუზოგავად იბრძვი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეასხამ ფრთებს, მთავარია არ დანებდე, არ გაჩერდე და გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.

 

წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა…

პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი, 17 წლისას უკვე პირველი შვილი მყავდა,  23 წლისას კი ოთხივე. სამი ვაჟის და ერთი ქალიშვილის დედა ვარ.  ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, ყველაფერი რომ მოვყვე, ალბათ, რამდენიმე დღე არ მეყოფა. სწავლა, შვილები, ოჯახი, გაჭირვება, ყველა სირთულემ ერთად და ერთდროულად გადაიარა ჩემს ზურგზე, მაგრამ არასდროს დავცემულვარ, ყოველთვის მჯეროდა უკეთესი ხვალინდელი დღის. სწავლის პარალელურად მასაჟებს ვაკეთებდი, ოჯახებში დავდიოდი, საავადმყოფოშიც ვმუშაობდი, ხანდახან ღამის ორამდე ვერ მივდიოდი სახლში. დღის განავლობაში არაერთ ოჯახში მიწევდა მისვლა, ამიტომ, მარშრუტკით გადაადგილებაში არ ვხარჯავდი ფულს, არ მინდოდა ბავშვები საკვებისა და პამპერსის გარეშე დამრჩენოდნენ. ქმარი არ მუშაობდა, მას შვილები და მათი მოვლა ჰქონდა ჩაბარებული. მახსოვს, პაციენტთან მასაჟზე ვიყავი მისული, საშინლად ამტკივდა მუცელი, ვეღარ გავიყუჩე, ჩუმად გავედი სადარბაზოში და ნემსი გავიკეთე, ბოლომდე გავაკეთე მასაჟი, რომ იმის ფული არ გამოექვითა.  ტკივილი არ გამიყუჩდა და იქვე საავადმყოფოში მივედი, რაღაც ცუდად ვარ და მიშველეთ-მეთქი. სასწრაფოდ საოპერაციოში შემიყვანეს, თურმე ბრმანაწლავი მქონდა გახეთქილი და უკვე სისხლი მეწამლებოდა. ასე გადავრჩი არაერთხელ, ალბათ, იმიტომაც, რომ ღმერთს ვუყვარვარ, მას არასდროს დავუტოვებივარ მარტო. სწავლამ დიდი შედეგი გამოიღო, ჩემი თავის კმაყოფილი ვარ, რომ არ დავნებდი და ყველაფერი ბოლომდე მივიყვანე. საექიმო დავამთავრე, ოჯახის ექიმად ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ მასაჟისტობა ვარჩიე. ვუყურებდი, რომ სილამაზის სფერო თანდათან უფრო შემოსავლიანი ხდებოდა და შევისწავლე კოსმეტოლოგია. 18 წლიანი გამოცდილება მაქვს, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი შევიძინე, მეგობრები, რომლებიც წლებია მომყვებიან და მათ სილამაზეს  მანდობენ, იციან, რომ უღალატო ვარ, იციან, რომ ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტი. იციან, რომ მათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩემი დახმარება, უარი არასდროს მითქვამს. სწორედ ამ ურთიერთობებმა მომიტანა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული, სწორედ ამან შემაძლებინა, რომ მეხუთე წელია ჩემი სახელობის ოთხი ცენტრი გავხსენი ბათუმში. მადლობა ადამიანებს, ვინც ხედავს ჩემს შრომას და აფასებს, ვინც მიერთგულა და მომავალში მიერთგულებს, ერთმანეთს უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით.

 

რა განცდაა, როცა ამდენი სირთულის შემდეგ საკუთარ  სივრცეში შედიხართ, საკუთარ მიღწევებს უყურებთ…

ყველაფერი მიყვარს აქ, ვიცი რა წვალებით არის გაკეთებული. ხშირად მეუბნებიან, შენს ადგილზე ამდენს აღარ ვიმუშავებდი, დავისვენებდიო, მაგრამ, პირიქით. ადრე არ მქონდა საკუთარი არაფერი და  თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ახლა მაქვს და უფრო მეტი უნდა ვიმუშაო, მეტ ადამიანს დავეხმარო. ეს ცენტრი ჩემი მეხუთე შვილია, ამის გარეშე არ შემიძლია. აქ შემოსული თითოეული მომხმარებელი გულით და სულით მიყვარს, ხანდახან პაციენტების მოლოდინში, რომლებიც გვიან ასრულებენ სამსახურს, შუა ღამემდეც დავლოდებივარ და დავრჩენილვარ კიდეც. მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ამის გარეშე მართლა არ შემიძლია. 9 მთა რომ აღემართათ ჩემ წინ, მაინც არ დავნებდებოდი, მაინც ვიბრძოლებდი წარმატებისთვის, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი მეუღლის და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და ხელს მიწყობდნენ.

 

რატომ უნდა აირჩიონ „მელანო ზოიძის ესთეტიკის ცენტრი“ ?

დავიწყებ იმით, რომ მომხმარებელს, ხელმისაწვდომ ფასებში, მრავალფეროვან და ხარისხიან სერვისს ვთავაზობთ. კანის მოვლა, თმის მოვლა, ცხვირის უოპერაციო პლასტიკა, ლაზერული ეპილაცია,  წამწამების ლამინირება, ცელულიტის სამკურნალო ლოკალური ცხიმის შესამცირებელი და მოშვებული კანის გასამკვრივებელი პროცედურები, ბიოსტიმულატორი და ვაკუუმ თერაპია, პილინგი, ბოტოქსისა და  ფილერის გაკეთება, სახის მასაჟი, ასაკობრივი და პრობლემური აკნეს მკურნალობა, სახის დიაგნოსტიკა, მეზოთერაპია, პლაზმო ლიფტინგი, კრიოლიპოლიზი, ანუ ცხიმების მოყინვა, ხერხემლის პრობლემებზე მუშაობა, მოკლედ, ყველა იმ პროცედურის მიღება შეუძლიათ ჩვენთან ადამიანებს, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველსა და თავდაჯერებულს გახდით. ჩვენი ცენტრის გვერდზე ხშირად ვაკეთებთ გათამაშებებს, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გაგვიხარებია ფასდაკლებებით, ცვდილობთ მათ, ვინც „მელანო ზოიძის ესთეტიკის ცენტრზე“ გააკეთებს არჩევანს, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.

როგორც ვიცით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს…

კი, ძალიან მინდა ბათუმში რეაბილიტაციის ცენტრი მქონდეს. შევიძინე 1000 კვ. ფართი და როგორც კი ჩამბარდება შენობა, აუცილებლად  შევასხამ ჩემს სურვილს ფრთებს. მექნება აუზები, ტრენაჟორები, გვეყოლება სხვადასხვა პროფილის ექიმები. მინდა ჩემს ცენტრში ფასები ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს, დაფინანსებებით შევძლოთ პაციენტების მიღება და დახმარება. ჩემი ოცნებაა, რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც ჩემს ბათუმს, ჩემს ხალხს გამოადგება. ამავდროულად, მსურს ჩემი სახელობის ცენტრი დედაქალაქშიც მქონდეს, მჯერა ყველაფერს ავისრულებ, რაც ძალიან მინდა.

რჩევა…

გაიკეთეთ ყველა პროცედურა რაც ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს, მაგრამ, შეინარჩუნეთ ზომიერება. პირველ რიგში, სხეულის შინაგანი ჯანმრთელობაა აუცილებელი, გარეგნული ეფექტების  მისაღწევად კი დღეს უამრავი საშუალება არსებობს. მთავარია, არ დავკარგოდ ინდივიდუალიზმი, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს.

 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ძმა… ოჯახის მამაკაცების სპორტული მისწრაფებები…

ჩემი ოჯახის თითქმის ყველა მამაკაცი სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს. ძმა, რამაზ ზოიძე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში და მჯერა ოლიმპიადასაც მოიგებს. მეორე ძმაც მოჭიდავეა, ინდოეთში ცხოვრობს და იქაურ ბავშვებს ავარჯიშებს ჭიდაობაში. ჩემმა შვილებმაც ბიძების გზა აირჩიეს, უფროსი შვილი ბოქსიორია, მეორე მოჭიდავეა, მესამე ცოტა ზარმაცი გვყავს, რაც შეეხება ნაბოლარა გოგოს, კარგად სწავლობს, უნდა რომ ექიმი გამოვიდეს, კონკრეტულად კი ქირურგი. ხშირად ვეუბნები შვილებს, რომ არავისი არაფერი შეშურდეთ, დაუღალავად იშრომონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს, საქართველოს თუ მსოფლიოს მასშტაბით. ყველა ვერ იქნება დიპლომიანი, მაგრამ აუცილელად უნდა იყოს ადამიანი, თავისი საქმის  პროფესიონალი. ამას წინათ უფროსმა შვილებმა მითხრეს, დედა არაფრის შეგეშინდეს, ჩვენ მალე კარგი სპორტსმენები ვიქნებით, დიდი ხელფასი გვექნება და დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებითო, ამეტირა…  ვფიქრობ, კარგი მაგალითი ვარ მათთვის, თუ როგორ შეიძლება პატიოსანი შრომით მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას. ვიცინი ხოლმე, მინდა ჩემი ძმის მსგავსად მეც ჩემპიონი ვიყო ჩემს საქმეში- მეთქი. ჩვენმა მშობლებმა ასეთ მებრძოლი სულის ადამიანებად გაგვზარდეს და დღეს ამაყობენ ჩვენი მიღწევებით. ძმები სპორტს მისდევენ, ჩემი ორივე და ჩემს ცენტრში მყავს დასაქმებული, ასე ვაძლიერებთ ერთმანეთს, გვეამაყება ერთმანეთი და მივიკვლევთ გზას უფრო დიდი წარმატებებისკენ.

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები