• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მედფემი – თქვენი კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

November 30, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თუ გჯერა საკუთარი თავის, თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უშინდები გამოწვევებს, აუცილებლად აიხდენ ოცნებას, შეძლებ მიიღო ხალხის ნდობა – თვლის „OK! ბათუმის“ სტუმარი მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი, კლინიკა „მედფემის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლელა ბიბილეიშვილი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს და რომლისთვისაც უპირველესი საზრუნავი ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომაა. რა პრიორიტეტები აქვს კლინიკას, რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, რას მიიჩნევს მის ძლიერ მხარედ და როგორია მისი წილი ბათუმი – გაეცანით ინტერვიუს ჟურნალ   „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.

როგორ გაჩნდა „მედფემის“ შექმნის იდეა და როგორ მიხვედით იდეის განხორციელებამდე?

როდესაც ექიმის პროფესიას დავუკავშირე ბედი, ზუსტად მქონდა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლდა აღნიშნულ მიმართულებას. სადაც ვმუშაობდი, ყველგან ვცდილობდი ჩემთან მოსული პაციენტებისთვის დამეხვედრებინა გარემო, სადაც ნაწილობრივ მაინც შევძლებდი მოხსნოდათ სტრესი, რაც დამეთანხმებით, საავადმყოფოში ჩვენს ყველა ვიზიტს ახლავს. ასევე, ვცდილობდი თითოეული მათგანისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო, სიღრმისეულად გავცნობოდი მათ პრობლემებს და სწორი მიმართულება მიმეცა. თავიდანვე საკუთარ თავზე მქონდა მოთხოვნა, რომ პაციენტს, რომელიც გენდობა და მოდის შენთან, უნდა გაუმართლო ნდობა. სწორედ ეს იყო პირველი მიზანი საკუთარი კლინიკის გახსნისა, ბუნებით ესთეტს მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც პაციენტი კომფორტულად იგრძნობდა თავს და ბედნიერი ვარ, რომ ეს პირველ რიგში ჩემი მეუღლისა და შემდგომ ბევრი კარგი ადამიანის გვერდში დგომით შევძელი. დღეს „მედფემი“ წარმოადგენს სამედიცინო ცენტრს, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საჭირო მომსახურება კლინიკისთვის არატიპურ გარემოში მიიღონ. „მედფემში“ მოსულ პაციენტებს ხვდებათ არა საავადმყოფოს შესაბამისი გარემო, არამედ განსხვავებული ინტერიერი და, რაც მთავარია, გამოცდილი, პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმები. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კლინიკა, ასევე სამედიცინო აპარატურა, სრულად არის ადაპტირებული და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. მინდა რამდენიმე სიტყვით „მედფემის“ გუნდზე გავამახვილო ყურადღება. მართლაც უმნიშვნელოვანესია შემოიკრიბო პროფესიონალი და ფასეულობების მქონე ადამიანები, რაც ჩემი მხრიდან პრიორიტეტული მოთხოვნა იყო. რადგან ჩემი მოწოდებაა პაციენტის წინაშე ჩემი ცოდნით, თვისებებით, დამოკიდებულებით ვიყო მართალი, გამჭვირვალე. ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე, მივიღო საჭირო გამოცდილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გვერდით სწორედ ამ ფასეულობების ადამიანები შემომეკრიბა და ვფიქრობ გამიმართლა, რისთვისაც მადლიერი ვარ. ჩემთვის პრიორიტეტულია ვიყოთ პაციენტის ინტერესებზე მორგებული, საინტერესო გარემოს გარდა, ისინი ჩვენთან მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ.

 

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს? მაინც როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი ადამიანებმა „მედფემზე“?

„მედფემი“ არის მრავალპროფილური კლინიკა, ქალისა და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ ხაზსს წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევები. კლინიკაში ხელმისაწვდომია გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, თერაპიული, გასტროენტეროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და პლასტიკური ქირურგიული სერვისები. ასევე, ფსიქოკონსულტაცია-ფსიქოთერაპია, მოზარდთა გინეკოლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია, ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, კოლპოსკოპია, საოფისე ჰისტეროსკოპია, კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და სხვა. ანუ ის სპექტრი, რომელიც ამბულატორიულ პირობებში შეუძლია ჩაიტაროს ადამიანმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ უნდა გააკეთონ „მედფემზე“ არჩევანი, როგორც აღვნიშნე, ჩვენთან ნაკლებად სტრესული გარემოა, პაციენტებს არ უწევთ დამღლელ რიგში დგომა და რაც ყველაზე მთავარია, ხვდებიან პროფესიონალი ექიმების ხელში, რომლებიც უწევენ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. პაციენტებს ხშირად უთქვამთ, რომ კლინიკაში არსებული მყუდრო გარემო მათთვის ოჯახთან ასოცირდება, ეს კი ნიშნავს გამოცხადებულ ნდობას, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ამ მცირე პერიოდში.

ნდობა ახსენეთ და გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა შეცვალონ ნიჰილისტური მიდგომა „აქ მაინც ვერაფერს დამიდგენენ“ …

ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების უახლესი აპარატურა: ულტრასონოგრაფი – LOGIQ E9 XDclear, გასტროსკოპი – SonoScape HD 500, კოლპოსკოპი – Colposcope DYSIS. აღნიშნული ტექნიკის მაღალი გამოსახულება/ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და გამოვლენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ როდესაც გაიგებენ ადამიანები „მედფემის“ უპირატესობებს, მათ გაუჩნდებათ ნდობა ჩვენი კლინიკის მიმართ. მჯერა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ჩვენს ღირსეულ სიტყვას ვიტყვით აჭარის რეგიონში და არამარტო. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ნდობის მოპოვებას, მაგრამ „მედფემში“ არსებული აპარატურა, ხარისხიანი მომსახურება, ზუსტი დიაგნოსტიკა, პროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მოგვაპოვებინებს ნდობას და ეს პროცესი დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი თვეა ვფუნქციონირებთ, უკვე შესამჩნევია პაციენტების მომართვიანობა და დადებითი უკუკავშირი მათგან. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმაციულობაა, რომ რეგიონში არსებობს მაღალი სტანდარტის კლინიკა ხელმისაწვდომ ფასად, სადაც შეეძლება მივიდეს და გადაიმოწმოს ჯანმრთელობა მაშინაც კი, როცა თვლის, რომ არაფერი აწუხებს. გვინდა ამ მხრივ ავამაღლოთ ადამიანებში ცნობიერება და შევახსენოთ მათ, რომ დროული დიაგნოსტიკა ხშირად ნიშნავს უამრავი პრობლემისგან თავის არიდებას და შესაძლოა გადარჩენასაც კი. სამწუხაროდ, არ გვაქვს საქართველოში კულტურა, რომ საჭირო და აუცილებელი გამოკვლევები ჩავიტაროთ, სწორედ მაშინ, როცა არ გვაწუხებს. ჩემი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ რაღაცნაირად შევძლოთ და რეგიონში პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა წამოვწიოთ. კლინიკისთვის პრიორიტეტია მოზარდთა ჯანმრთელობა. ჩემი შვილები 14 და15 წლის არიან და მინდა ამ თაობასთანაც განსაკუთრებით ვიმუშაო, რათა მათ იცოდნენ, რომ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია საკუთარი ჯანმრთელობის გადამოწმება. დროა ეს კულტურა ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს, აქედანვე ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. „მედფემში“ შევქმენით სისტემა, სადაც მოზარდს შესაძლებლობა ექნება მიიღოს გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ფსიქოლოგის კონსულტაცია და მის ასაკზე მორგებული სხვა სამედიცინო სერვისები. ნებისმიერ ასაკში უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა. მაგალითად, 70 პროცენტით დავიცავთ თავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, თუკი დროულად და რეგულარულად ჩავიტარებთ სკრინინგულ კვლევებს.

სამომავლო გეგმები…

არაერთი გეგმა გვაქვს წინ, რაც ზრდასა და განვითარებას უკავშირდება. უკვე გვაქვს მოლაპარაკება უცხოეთის კლინიკებთან, გვსურს „მედფემმა“ ტრენინგცენტრის ფუნქციაც შეითავსოს. ექიმებს მიეცეთ საშუალება, დაესწრონ ტრენინგებს, სადაც ჯანდაცვის ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ სიახლეებს გაეცნობიან, მიიღებენ გამოცდილებას, რომელსაც შემდგომ პრაქტიკაში გამოიყენებენ. „მედფემი“ პერიოდულად მართავს გასვლით სამედიცინო აქციებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს, მიიღოს კონსულტაციები, კვლევები. ვცდილობთ ავუხსნათ მოსახლეობას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ გამოკვლევებს.

რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ…

ალბათ მუდმივი განათლების სურვილს, ოპტიმიზმს. ყოველთვის იმედით ვუყურებ მომავალს, მჯერა, რომ თუ რაღაც გულით გსურს, აუცილებლად მიაღწევ სასურველ მიზანს. მწამს, ყველაფერ იმას, რაც დავგეგმე, განვახორციელებ, რადგან მჯერა საკუთარი თავის და იმ ადამიანების, ვინც გვერდში მიდგას.

იყო ექიმი, ნიშნავს…

უდიდეს პასუხისმგებლობას. როცა ამ პროფესიას ირჩევ, ვფიქრობ, გეხმარება ღმერთი, რომ შეგაძლებინოს იყო ამ პროფესიის ერთგული და დაუღალავად ემსახურო ადამიანებს. არის მომენტები, როცა საკუთრ თავს, ინტერესებს გადადებ ხოლმე და პაციენტებზე ფიქრი, ზრუნვა გადმოდის ყველაზე წინ. როცა მოწოდებით ექიმი ხარ, შენ არ გაქვს მოდუნების უფლება, მუდამ უნდა იზრდებოდე და ვითარდებოდე, იდგე ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ნებისმიერი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში ვინც შემოვა, იგრნობს, რომ პირველ რიგში მთელი ძალისხმევით ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობასა და კომფორტზე.

 

თანადგომის ძალა…

უმნიშვნელოვანესია. რომ არა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, სრულებით შესაძლოა ოცნება, მქონოდა საკუთარი კლინიკა, ოცნებად დარჩენილიყო. სხვათა შორის, მამის ძალიან დიდი სურვილიც იყო ეს, რამაც განსაკუთრებული ძალა მომცა ოცნების განხორციელებისას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს, კლინიკაში მომუშავე თითოეულ ადამიანს, რომელიც მაძლევს ძალას და იმედს, რომ უფრო წინ და წინ ვიარო, არ შევუშინდე გამოწვევებს. მჯერა, „მედფემის“ ერთიანი და მთლიანი გუნდი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს და გვექნება ზუსტად ისეთი სახელი, რომელზეც ვოცნებობთ.

ჰობი… განტვირთვის დრო…

თავიდან ბოლომდე გადაშვებული ვარ კლინიკის საქმეებში, ეს გახდა ჩემი ჰობიც, ოჯახიც, სამსახურიც, განტვირთვაც და თავისუფალი დროც. ვაღიარებ, რომ ჯერჯერობით არ ვიღლები. ხანდახან ისე ვართ ხოლმე ჩართული საქმეებში, სახლში რომ უნდა წავიდეთ, ისიც კი აღარ გვახსოვს, ალბათ გადავა ეს ტალღაც. წიგნის კითხვა არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო განტვირთვა, იმედია მოვა მაგის დროც, როცა წიგნის კითხვას მეტ დროს დავუთმობ. ასევე ძალიან მიყვარს ფილმების ყურება.

ეს ქალაქი…

ბათუმი ძალიან მიყვარს, მთელი სტუდენტობა აქ გავატარე, ოჯახიც აქ შევქმენი და ვთვლი, ის უკვე ჩემი ქალაქია. მიყვარს ბათუმი ზღვით, მზით, თუნდაც წვიმიანი ამინდით. მიყვარს ადამიანებით, ჩემი მეუღლის სამეგობროთი, ჩემი მეგობრებით, ნათესავებით, დედულეთი აქედან მყავს. ყველა თავისებურებით მიყვარს ბათუმი და მიმაჩნია, რომ ამ ქალაქს საოცარი მაგია აქვს, „თუ შეგიყვარდა, გულსაც გაატან“.

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს
ინტერვიუ

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 10, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილის ძაღლი 5 წლის გახდა – როგორ გადაუხადა ვარსკვლავმა დაბადების დღე ძაღლს

#OK! შორენა ბეგაშვილის ძაღლი 5 წლის გახდა – როგორ გადაუხადა ვარსკვლავმა დაბადების დღე ძაღლს

January 21, 2023
#OK! ბოლო პერიოდში კიმ კარდაშიანი “ბალენსიაგას” სამოსით 9-ჯერ გამოჩნდა

#OK! ბოლო პერიოდში კიმ კარდაშიანი “ბალენსიაგას” სამოსით 9-ჯერ გამოჩნდა

October 5, 2021
#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

March 24, 2023
#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა

#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა

June 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები