• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! რეალობად ქცეული მიზანი – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი დებიუტი Victoria’s Secret-ის შოუზე

October 20, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რამდენიმე საათის წინ, Victoria’s Secret-ის 2024 წლის ჩვენება გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქართველისთვის, რადგან Victoria’s Secret-ის პოდიუმზე პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.

 

https://okmagazine.ge/wp-content/uploads/2024/10/AQM3OwzmQXL23Y2Fb1hKw5zsf43y3CUENGc74oFdfAlZ1wLAsH5JxCdZWBTCzUPahGAbFFTj9t_U-nefyuuRngdJ.mp4

 

გვარლიანი ამ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვეინპულთან, დაუცენ კრუსთან, ტეილორ ჰილთან, ქეით მოსთან, ირინა შეიკთან, ბეატი პრინსლოსთან, ალესანდრა ამბროსიოსთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა.

 

 

Victoria’s secret-ის შოუ ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური შოუ, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველოდით წელს პირველად გაიმართა.

 

დიახ, მას შემდეგ, რაც გვარლიანი „ვოგის“ პირველი ქართველი ქავერ-მოდელი და „შანელის“ სუნამოს, Chance-ის სახე გახდა, მან კიდევ ერთ კარიერულ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ის უკვე ოფიციალურად, Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელია.

„აქ ყოფნა ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო. ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა.
ძალიან ხმაურიანი ვიყავი, ამ შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“ – ამბობს ქართველი ტოპ მოდელი.
https://okmagazine.ge/wp-content/uploads/2024/10/AQO1eJc78nnCmpIOp5GpOHo5grBRa-Q2phTOItEYK2fa38FZoq6FhR5WCbznssGtU72h0APcn_NDIvrfbqrW0LJd.mp4
მატილდა გვარლიანმა თავის დამკვიდრება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შეძლო და ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Chanel, Gucci, Dior, Lacoste, Calvin Klein, Ralph Lauren, Diesel, Emporio Armani, Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა. ამასთან ერთად ქართველი მოდელი TOP 50 მოდელს შორისაა. მატილდა სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).

მატილდა გვარლიანმა მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.

 

 

მოდელის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.

მოგვიანებით მატილდა  Fendi-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ის გადაღებულია Fendi-ის ახალი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ხაზის, Icons-ის სარეკლამო კამპანიისთვის. 2020 წლის ბოლოს მატილდა გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე. იგი ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა, Parfois, Diesel და Roberto Cavalli.

ბოლო დროს მატილდა გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად ახარებს ცნობილ ბრენდებსა და მოდის სახლებთან თუ გავლენიან გამოცემებთან თანამშრომლობით.

 

  • სულ რამდენიმე დღის წინ პარიზში Holiday Magazine -ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, გარეკანზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია გამოსახული;
  • მატილდა ასევე პარიზში, CHANEL -ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • CHANEL -ის შემდეგ, Louis Vuitton -ის ჩვენებაზეც გამოვიდა;
  • მოდელი ასევე ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე ვიხილეთ;
  • Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • Dries Van Noten-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში…

ახალგაზრდა ქართველი მოდელის ამ წარმატებულ ნაბიჯებს სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ბოლო სიახლემ, მატილდას Victoria’s Secret-ის შოუსთვის შერჩევამ, განსაკუთრებით აღაფრთოვანა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! მატილდა გვარლიანი – მსოფლიო მოდის კაშკაშა ვარსკვლავი

ასევე გაეცანი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი
OK! Business

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი
Slider Area

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი
Slider Area

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდი “ბალენსიაგას” ახალ კამპანიაში

#OK! ბელა ჰადიდი “ბალენსიაგას” ახალ კამპანიაში

June 2, 2022
#OK! „სკოლა ევრო 2000“ –  წარმატების უწყვეტი გზა

#OK! „სკოლა ევრო 2000“ – წარმატების უწყვეტი გზა

October 20, 2024
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

December 28, 2022
#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

August 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები