„OK! ბათუმის“ სტუმარი „სკოლა ევრო 2000“-ის დირექტორი, მარინა ცივაძეა, რომელიც ჟურნალის ფურცლებიდან სკოლის დაარსებისა და შემდგომი განვითარების წლებზე გვიყვება. მიაჩნია, რომ იყო საგანმანათლებლო ლიდერი, ნიშნავს, მუდმივად ხელს უწყობდე პროფესიულ განვითარებას, უზრუნველყოფდე სკოლის მისიისა და ღირებულებების თანამიმდევრულ დაცვას. თვლის, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი სიამოვნებაა მონაწილეობდე მომავალი თაობების აღზრდასა და ფორმირებაში, გქონდეს განცდა, რომ ყოველწლიურად მათთან ერთად ვითარდები, ძლიერდები, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატების მთავარ გასაღებად აქციო.
მოგვიყევით „სკოლა ევრო 2000“-ის დაარსებისა და შემდგომი განვითარების ისტორია…
შპს „სკოლა ევრო 2000“ დაარსდა 1999 წელს. წლების განმავლობაში სკოლა თანმიმდევრულად ქმნიდა გარემოს, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების მქონე განათლების მიღებას. დაარსების დღიდან სკოლა იყო მოსწავლეზე ორიენტირებული, რომლის მიზანი გახლდათ თვითრეალიზაციისა და მომავალი წარმატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების მიწოდება. ამ გზის განმავლობაში ბევრ სირთულეს შევხვდით, რომელთანაც გამკლავება სასკოლო საზოგადოებაში ჩართული ყველა ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა.
წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა ჩამოყალიბდა როგორც დაწესებულება, რომელიც მოწოდებულია განავითაროს პროგრესული, კრეატიული, ინკლუზიური და ღია გარემო, ხელმძღვანელობს სტრატეგიული სამოქმედო გეგმით, რომელიც ემთხვევა მის ხედვას, გახდეს წამყვანი აკადემიური დაწესებულება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ეს მიიღწევა შემოქმედებითი და წინდახედული პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან განათლებას, მხარდაჭერილი ძლიერი მატერიალური ბაზით და ეფექტური სასწავლო გარემოთი.
წლების განმავლობაში სკოლაში ძლიერდებოდა როგორც უცხო ენების სწავლა-სწავლება, ასევე, ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო პროგრამები და პროექტები. ჩვენთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლება ასევე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, მივაღწიეთ, სკოლაში დაგვენერგა ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა, რომლითაც სარგებლობა ჩვენს მოსწავლეებს მუდმივად შეუძლიათ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელი პირობაა მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა-სწავლება და თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, რათა სკოლაში უზრუნველყოფილ იქნას თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მქონე სწავლა-სწავლების პროცესი.
იყოთ სკოლის დირექტორი, ნიშნავს…
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მომავალი თაობის განათლებაზე, მათ სწორ აღზრდაზე, განვითარებაზე. ამისთვის სკოლაში უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება უმთავრესი ამოცანაა, რაზედაც მუდმივად ვზრუნავთ.
იყო სკოლის დირექტორი, ამავდროულად, ნიშნავს იყო კარგი მენეჯერი, ადამიანი, რომლის იმედიც აქვს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, ეხმარება მათ გამოწვევებთან გამკლავებაში, ხარ სამართლიანი ყველას მიმართ. როგორც იტყვიან „დიდთან დიდი, პატარასთან პატარა“.
სკოლის დირექტორობა მოითხოვს მრავალმხრივი უნარების ერთობლიობას, ეს იქნება ლიდერობა, მენეჯმენტი თუ ინტერპერსონალური უნარები. ყველაფერი ეს ერთიან ჯამში სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე მთავარ როლს თამაშობს, რაც სკოლის ერთიანობის შეგრძნების საფუძველია.
იყო სკოლის დირექტორი, ნიშნავს, იყო სასკოლო საზოგადოების ყველა მხარის ადვოკატი, რომელიც მათ იცავს, უფრთხილდება და უქმნის უსაფრთხოების განცდას, დამხმარე გარემოს, სადაც მას აფასებენ და აძლიერებენ. ასევე, დირექტორის როლი სკოლაში არის პატივისცემის, თანასწორობისა და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის უზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში, იყო სკოლის დირექტორი, ნიშნავს, იყო სკოლის მმართველი, რომელიც სკოლას დაბალანსებული მიდგომით მართავს. ითვალისწინებს როგორც აკადემიურ მიღწევებს, ასევე სასკოლო საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.
მიუხედავად მზარდი კონკურენციისა, თქვენი სკოლა პოპულარობით სარგებლობს ქალაქში, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?
შეიძლება მივაწეროთ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომელიც გამოგვარჩევს. პირველ რიგში, აღვნიშნავ მაღალი ხარისხის განათლებას და ძლიერ აკადემიურ მოსწრებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ სასწავლო პროგრამებში სწავლების ინოვაციური მეთოდების ინტეგრირებას და ისეთ სასწავლო გეგმებს, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას და მის რეალურ სამყაროში გამოყენებას. ამ ფოკუსმა განაპირობა, რომ ჩვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები არიან ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროგრამებში. ვფიქრობ, ეს აძლიერებს ჩვენს რეპუტაციას აკადემიური მიმართულებით.
გარდა ამისა, მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და სწავლების ინოვაციურ პრაქტიკაში, რაც აძლიერებს სასწავლო გამოცდილებას. ციფრული ხელსაწყოების, ინტერაქტიული სასწავლო რესურსებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრირებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მოსწავლეები არა მხოლოდ მომზადებულნი იყვნენ აკადემიურად, არამედ იყვნენ ტექნოლოგიურად გაძლიერებულები, რათა ბავშვობის ასაკიდანვე შეძლონ მომავლის მოთხოვნებთან ადაპტირება. მთავარი ძლიერი მხარე ჩვენი პროფესიონალი და მოტივირებული პერსონალია, ჩვენი მასწავლებლები გუნდის ერთ-ერთი უდიდესი აქტივია. პრიორიტეტს ვანიჭებთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რათა მუდმივად თანხვედრაში ვიყოთ თანამედროვე მოთხოვნებთან.
ჩვენი მასწავლებლების ენთუზიაზმი, გამოცდილება და მოსწავლეთა წარმატების ერთგულება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლის პოზიტიურ რეპუტაციას. ჩვენ გვჯერა თანამშრომლობითი სასკოლო საზოგადოების ძალის, რომელშიც ჩართული არიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია. რეგულარული კომუნიკაცია, სკოლის აქტივობებში ჩართვა და პარტნიორობა მშობლებსა და ფართო საზოგადოებასთან ქმნის დამხმარე გარემოს, რომელიც ამრავალფეროვნებს სკოლის ყოველდღიურ საქმიანობას.
რა გამოწვევები დგას დღეს განათლების სისტემაში, რას მიიჩნევთ სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების უპირველეს გზად?
დღეს განათლების სისტემა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რაც გავლენას ახდენს სწავლებისა და სწავლის ხარისხზე. გამოწვევებიდან ალბათ, უპირველესად, აღვნიშნავ ცვლილებებს, რომელიც მუდმივად ახასიათებს სკოლას. თუ ამისთვის მზად არ ხარ, ამ სფეროში ვერ შეძლებ არსებობას. განათლება არ არის სტატიკური მოცემულობა, ყოველდღიურად შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ცვლის სასწავლო კლიმატს სკოლაში. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სკოლების აღჭურვა შესაბამისი მატერიალური ბაზით, ეს ხელს უწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. პროფესიონალი პედაგოგი, აღჭურვილი უახლოესი ტექნოლოგიებით, შეგვიძლია მოვიაზროთ განათლების მაღალი ხარისხის გასაღებად. განათლების ხარისხის გაუმჯობესების უპირველესი გზაა მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება, ინოვაციური და მოქნილი სასწავლო გეგმების შექმნა, ტექნოლოგიების გააზრებულად გამოყენება და მოსწავლეზე ორიენტირებული ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობა.
ნაბიჯი, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…
ნაბიჯი, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის, რომ ჩვენი სკოლა გულწრფელად ზრუნავს თითოეული ბავშვის განვითარებაზე, რაშიც ჩემს გუნდთან ერთად მაქვს წვლილი შეტანილი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამაზე წინ არაფერი დგას. მჯერა, რომ სკოლა ღირსეული გზით მუდმივად გააგრძელებს ჩვენი მოსწავლეების მომავლის ფორმირებას და ამის საფუძველი მყარია.
რა გეგმები აქვს „სკოლა ევრო 2000“-ს სამომავლოდ?
„სკოლა ევრო 2000“-ს აქვს მომავლის ამბიციური გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს, გააგრძელოს განვითარება 21-ე საუკუნეში განათლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციით. ჩვენი ხედვაა ჩამოვაყალიბოთ სკოლა, როგორც წამყვანი დაწესებულება, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას, არამედ აღზრდის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეს, რაც მოიაზრებს საკუთარ თავში გლობალურად კომპეტენტურ და სოციალურად პასუხისმგებელ მოქალაქეს.
ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორობას სხვადასხვა ქვეყანასთან, აუცილებლად გავაფართოებთ გაცვლით პროგრამებს და იმ ერთობლივ პროექტებს, რომელიც უფრო მეტ პერსპექტივას მისცემს ჩვენი სკოლის მოსწავლეს სამომავლოდ. აგრეთვე, სწავლა-სწავლების პროცესში აუცილებლად ვგეგმავთ მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, ჭკვიანი საკლასო ოთახების, ციფრული ინსტრუმენტების გაძლიერებას, ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების გზით ვაპირებთ ვიყოთ წამყვანი სკოლა.
სკოლა სამომავლოდ პროფილურ სწავლებაზე გადადის. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებას, რომლის არჩევაც შეუძლიათ.
გარდა საერთაშორისო კავშირებისა, სკოლა აქცენტს აკეთებს არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეებისთვის ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და აპირებს გააგრძელოს ამაზე მუშაობა. ამისთვის სკოლაში ყოველთვის იქნება არჩევანის შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა კლუბსა თუ წრეებში, თავიანთი იდეები აქციონ რეალობად, შეიმუშაონ პროექტები და შემდგომ განახორციელონ ის, ასევე, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, იქნება ეს კონკურსი, პროექტი, სემინარი, კონფერენცია თუ სხვა რამ. ჩვენ მიზნად ვისახავთ, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ აწვდის ცოდნას, არამედ აყალიბებს ხასიათს, გამძლეობას და გლობალური მოქალაქეობის გრძნობას. ჩვენ მზად ვართ, მუდმივად გავაუმჯობესოთ არსებული და მოვახდინოთ ადაპტირება ჩვენი მოსწავლეების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.