• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო ხანებში ბევრგან შემხვდა წერითი თერაპიის პრაქტიკა.

აი, ასე – დაჯდები და წერ ხელით, პასტით, ფურცელზე. წერ რასაც გინდა, არავისთვის – საკუთარი თავისთვის. წერ ყველაფერს – რაც აზრად მოგდის. მერე რა ხდება არ ვიცი, ამაზე თერაპევტებთან ისაუბრეთ, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ფურცელსა და პასტასთან დაბრუნების ამბავი.

დიახ, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, დაალაგოთ გონება, ფიქრები. ის აბდაუბდა, რაც სიტყვებად იკინძება და მყარად გადადის ქაღალდზე, ნამდვილად მაგიურია. აბა, დაფიქრდით – მეილის ან მესიჯის მიწერა იოლია, იქვე ემოჯისაც დასვამთ, უეცრად შეიძლება რაღაც მოხდეს და წაიშალოს, გაქრეს, დაიკარგოს…

ფურცელი სხვა მაგიაა, სხვა ემოციაა. შეგეშალათ? არა უშავს, გადახაზეთ, ისევ დაწერეთ, მერე შეინახეთ და ხელახლა წაიკითხეთ. ეს თქვენი ხელწერაა, ეს თქვენი ანაბეჭდია, ეს თქვენი შექმნილია და არა რომელიღაც ციფრული პლატფორმის.

 

ძალიან პრაქტიკულია ელექტრონული წიგნებიც, მაგრამ ნამდვილი წიგნის შავ-თეთრი ფურცლები საერთოდ სხვა სამყაროში მამოგზაურებს. ის სუნი, ფაქტურა, სიტყვებში ჩამალული აზრები – სულ სხვანაირად იშლება და ისიც, რომ ფანქრით რაღაცას მონიშნავ, მიაწერ – თითქოს დიალოგში შედიხარ ავტორთან ან პერსონაჟთან.

ჯერ არ გიქნიათ? სცადეთ. თავიდან ძნელია, თითქოს სიარულს ახლა იწყებ, მერე მიდიხარ, მერე მიფრინავ და რომ დასრულდება ამბავი, თვალებს ხუჭავ და სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ. დამიჯერეთ, საოცარი რამაა. სხვა აზროვნებაა, სხვა განზომილებაა. სიტყვის სამსახურში დგებით, სიტყვის, რომელიც გაიძულებთ, თავად ჩამოაყალიბოთ აზრი და სხვისი აზრების ტყვეობაში არ დარჩეთ.

სიტყვის, რომელიც ყველაფერს მოიცავს. იმ სიტყვის, რომელიც სამყაროს ქმნის.

„პირველად იყო სიტყვა. სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი“.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

რედაქტორის არჩევანი

გაბრიელ გარსია მარკესი

„შევხვდებით აგვისტოში“

 

„ზოგჯერ წიგნებსაც სჭირდებათ დასვენება“, – ფიქრი გაანდო გაბრიელ გარსია მარკესმა თავის თანაშემწეს, მონიკა ალონსოს. ეს ამბავი 2004 წელს. გაბოს ერთგული მკითხველი მისგან გარდაცვალების შემდგომ საჩუქარს. წიგნის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ეს წიგნი მაგიური რეალიზმის გამორჩეული ნიმუშია – ამბავი შუახნის დაოჯახებულ ქალზე, ნაწარმოები ერთგვარი ოდაა სიცოცხლეზე, რომელშიც ქალის ბედნიერებისა და სიამოვნების სურვილი დროის სვლას არ ემორჩილება.

მარია რესა

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“

 

 

რატომ სუსტდება დემოკრატია? რატომ გახდა რთული სიყალბესთან, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაპირისპირება? გააძლიერა თუ არა სოციალურმა ქსელებმა და ციფრულმა პლატფორმებმა ავტოკრატიული რეჟიმები?  – მარია რესა ამ კითხვებზე უაღრესად საინტერესო პასუხებს გვთავაზობს.

ასევე გაეცანი

#OK! Doctors – მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი
OK! Doctors

#OK! Doctors – მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი

November 21, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

July 26, 2021
#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

April 6, 2026
#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

March 16, 2022
#OK! ჰეილი ბიბერის ელეგანტური გამოჩენა “პატარა შავი კაბით” ნიუ იორკის ქუჩებში

#OK! ჰეილი ბიბერის ელეგანტური გამოჩენა “პატარა შავი კაბით” ნიუ იორკის ქუჩებში

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

November 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები