• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 28, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მარტი ბევრისთვის ზამთრის „ძილისგან“ გამოფხიზლების, გარდერობის განახლებისა და პირველი შვებულების დაგეგმვის დროა. გაზაფხულის პირველი კვირა თევზების ნიშნის გავლენით ჩაივლის, რაც მეოცნებე და ინტუიციურ განწყობას შექმნის. ამ პერიოდში ერთდროულად ოთხი პლანეტა (მზის ჩათვლით) ნეპტუნის სიახლოვეს აღმოჩნდება. ასეთი ასტროლოგიური კომბინაცია განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის, სადაც შინაგანი შეგრძნებები და ემოციები წინა პლანზე გამოდის.

მზისა და რეტროგრადული მერკურის შეერთება, რომელსაც იუპიტერიც მხარს უჭერს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ასტროლოგების აზრით, სწორედ ახლა გეძლევათ შანსი, რომ თქვენი ცხოვრების გზა შეცვალოთ, თუ ყურადღებას საქმიან უნარებსა და პოზიტიურ აზროვნებაზე გაამახვილებთ.

გახსოვდეთ, რომ მერკურის რეტროგრადულმა მოძრაობამ შეიძლება შეცდომები და გაუგებრობები გამოიწვიოს. ამ პერიოდში წვრილმანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმოთ. 2 მარტს მარსი თევზების ნიშანში გადადის, რაც ემოციების გავლენას გააძლიერებს.

კვირის მთავარი მოვლენა 3 მარტის სრული მთვარის დაბნელებაა ქალწულის ნიშანში. ეს საუკეთესო დროა სახლში წესრიგის დამყარებისა და ჩვეული განრიგის გადასახედად. შესაძლოა, დაბნელება განწმენდისა და ემოციური განახლების წერტილად იქცეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო ზედმეტი ნივთებისა თუ ფიქრებისგან გათავისუფლებისა და შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად გამოიყენოთ.

ვერძი

ორშაბათი და სამშაბათი ქაოსით იქნება სავსე. შესაძლოა შორიდან გაურკვეველი ინფორმაცია მიიღოთ. არ არის გამორიცხული პრობლემები უახლოეს ნათესავებთან ან კოლეგებთან. გირჩევთ ოთხშაბათი და ხუთშაბათი საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. ეს დღეები პროფესიული საქმიანობისთვის არ გამოდგება, სამაგიეროდ, ოჯახში წესრიგის დასამყარებლად იდეალურია. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ! კვირის ბოლოს ბავშვებთან ურთიერთობაში გაატარებთ, დიასახლისები კი სტუმრების მისაღებად უნდა მოემზადონ.

კურო

ორშაბათს ან სამშაბათს შესაძლოა მნიშვნელოვან თანხას დაემშვიდობოთ  – ალბათ ძველი ვალების გასტუმრება მოგიწევთ. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საჭესთან და მგზავრობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახლო ნათესავებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ. შაბათ-კვირა საუკეთესო დროა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ამიტომ მეგობრებთან შეხვედრა სამომავლოდ უნდა გადადოთ.

ტყუპები

კვირის დასაწყისში ყველა ახლობელს ერთდროულად დასჭირდებით, ამიტომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე სირბილი მოგიწევთ. ყველაფერი ისე არ გამოგივათ, როგორც გსურდათ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ზოგი მოვლენის გაკონტროლება შეუძლებელია. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ფინანსური შემოსავალი გელით, თუმცა მის დახარჯვას ნუ იჩქარებთ – მალე  მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდებათ.  კვირის ბოლოს ბევრი ტყუპები ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავრება, რაც დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს.

კირჩხიბი

ორშაბათი და სამშაბათი თქვენთვის წარუმატებელი იქნება, ამიტომ ამ დღეებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ – როგორც არ უნდა დაიმალოთ,  უსიამოვნო ამბები მაინც გიპოვიან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. კვირის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება და დიდი ხნის ოცნების განხორციელების შანსს მოგცემთ.

ლომი

კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, მეგობართან ან რომელიმე გავლენიან პირთან უთანხმოება მოგივიდეთ. ნუ ინერვიულებთ, უსიამოვნო საუბარი კვირის ბოლომდე ყველას დაავიწყდება. ოთხშაბათი და ხუთშაბათი ყოველმხრივ რთული დღეებია – მოსალოდნელია პრობლემები კოლეგებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობაში, ასევე სამსახურებრივი გაუგებრობები. გაუფრთხილდით ნერვებს და შაბათ-კვირას დასვენება სცადეთ.

ქალწული

თქვენთვის ორშაბათი და სამშაბათი ტრადიციულად, ძალიან აქტიური დღეებია, თუმცა ყველა საქმის მოსწრებას მაინც ვერ შეძლებთ. შესაძლოა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის განხლვისას თქვენი უახლოესი გარემოცვის წევრმა წინააღმდეგობა გაუწიოს. ხუთშაბათს მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოდ ჩაივლის და დიდხანს გემახსოვრებათ, შაბათ-კვირა კი შეგიძლიათ ტახტზე წამოწოლილმა გაატაროთ.

სასწორი

კვირის დასაწყისში შორიდან უსიამოვნო სიახლეებს მიიღებთ, თუმცა კვირის ბოლომდე პრობლემა მოგვარდება. სავარაუდოდ, კოლეგების არაკორექტულ ქცევას სამსახურში დიდი კონფლიქტი მოჰყვება. ჰოროსკოპი გირჩევთ დაპირისპირებაში ჩართვას მოერიდოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეცდებით საკუთარი თამაშის წესები დაამკვიდროთ. კვირის ბოლო მეგობრებთან ურთიერთობისა და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის საუკეთესო დროა.

მორიელი

კვირის პირველი დღეები წარუმატებელია – თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებთ და მნიშვნელოვან თანხას დაკარგავთ. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მანქანის მართვის დროს და ნათესავებთან ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. სამაგიეროდ, შაბათ-კვირა ნათელი და მშვენიერი იქნება!

მშვილდოსანი

ორშაბათს და სამშაბათს პირად თუ საქმიან პარტნიორებთან   ურთიერთობების გარკვევა მოგიწევთ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა კამათში ჭეშმარიტება იბადება – პირიქით, ყველაფერი უფრო დახლართული და გაუგებარი გახდება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოსალოდნელია დიდი ხარჯი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შაბათ-კვირას, ბევრი მშვილდოსანი მგზავრობაში გაემგზავრება. თუ მათ რიცხვში ხართ, ეცადეთ სასიამოვნო თანამგზავრი იპოვოთ.

თხის რქა

ორშაბათს და სამშაბათს ბრაზიანი და გაღიზიანებული იქნებით, რასაც პირველ რიგში, კოლეგები და ხელქვეითები იგრძნობენ. შესაძლოა შორიდან უსიამოვნო ამბები მიიღოთ ან ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს თქვენს თქვენს უხეშობას და უხასიათობას ახლობლები საკუთარ თავზე გამოცდიან.  ვარსკვლავები გირჩევენ, დათმობაზე წახვიდეთ და საყვარელ ადამიანებს გული უმიზეზოდ არ ატკინოთ. კვირის ბოლო საშუალებას მოგცემთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჰყვეთ და დაისვენოთ.

მერწყული

კვირის დასაწყისში ადამიანებს ზედმეტად ენდობით და რისკისკენ მიდრეკილი ხართ. შეეცადეთ ყველაფერს კრიტიკულად შეხედოთ, განსაკუთრებით კი ახლობელი ადამიანები და შვილები აკონტროლოთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს სამახურში თავზე უამრავი საქმე დაგატყდებათ, დამხმარე კი არავინ გეყოლებათ. ასე რომ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. შაბათ-კვირას სასიამოვნო შეხვედრები გელით. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და ნათელი ფერებით აავსებს.

თევზები

ორშაბათს და სამშაბათს შესაძლოა რომელიმე ახლობელს დაუპირისპირდეთ, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია – შუა კვირაში აუცილებლად შერიგდებით. ამავე პერიოდში დიდი თანხის დახარჯვა  მოგიწევთ – ეცადეთ ოჯახური ბიუჯეტი მთლიანად არ დააცარიელოთ.  შაბათ-კვირას მუშაობა მოგიწევთ, ასე რომ, დასვენება არ გიწერიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

ასევე გაეცანი

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს
OK! News

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?
OK! News

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს
OK! News

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა
OK! News

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! INSTA INSPIRATION – ნათია ფარცხალაძე

#OK! INSTA INSPIRATION – ნათია ფარცხალაძე

November 11, 2024
#OK! პატარა „მადლენები“

#OK! პატარა „მადლენები“

September 5, 2022
#OK! 61 წლის ანტონიო ბანდერასის იშვიათი გამოჩენა მეგობარ ქალთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე

#OK! 61 წლის ანტონიო ბანდერასის იშვიათი გამოჩენა მეგობარ ქალთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე

September 6, 2021
#OK! მადონა ირჩევს “ბალენსიაგას” – 64 წლის ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! მადონა ირჩევს “ბალენსიაგას” – 64 წლის ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

October 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები