• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კვარტეტი „მაისი“ – ქუთაისის ახალი მუსიკალური ხმა

July 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქუთაისი ქმნის მუსიკას. ეს არის ქალაქი, სადაც ხმა და ემოცია, ტრადიცია და ხასიათი ბუნებრივად ერთიანდება და საკუთარ უნიკალურ ჟღერადობას ქმნის.

ჟურნალი OK! ქუთაისი  უკვე მეოთხე ნომერს გამოსცემს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მკითხველი განებივრებულია საინტერესო ადამიანების ისტორიებით. ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრშია კვარტეტი „მაისი“ – ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსი: გიორგი ჭაფოძე, კობა მიშვიძე, გეგი ნემსიწვერიძე და ნიკა ნუცუბიძე, რომლებიც ქუთაისის მუსიკალურ გარემოში გაიზარდნენ და თავიანთ შემოქმედებაში სწორედ ამ ქალაქის ტრადიციებსა და ენერგიას ატარებენ.

ქუთაისის ქალაქური სიმღერის სიყვარული, ოთხი განსხვავებული ხმის ჰარმონია და საერთო მუსიკალური ხედვა მათ ერთიან, საინტერესო შემოქმედებით გზად აქცევს. ეს გზა სულ ახლახან დაიწყო, თუმცა უკვე იპყრობს მსმენელის ყურადღებას. კვარტეტ „მაისის“ შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს სწორედ ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

თითოეულს უკვე ჰქონდა საკუთარი მუსიკალური გზა. რამ გადაგაწყვეტინათ კვარტეტად გაერთიანება?

ბავშვობიდან ვმღერით ყველგან, სადაც ამის საშუალება გვქონია. სიმღერა ყოველთვის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და პირველი მსმენელებიც ხშირად ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ. წლების განმავლობაში გამოცდილება დაგროვდა, სცენაზე დგომისა და ერთად მუსიკის შექმნის სურვილი კი უფრო და უფრო გაძლიერდა. დროთა განმავლობაში ოთხი განსხვავებული ხმის შერწყმამ გვაგრძნობინა, რომ მხოლოდ მეგობრები და მომღერლები კი არა, ერთიანი მუსიკალური გუნდი ვიყავით. სწორედ ამან გაგვიჩინა სურვილი, ამ ჰარმონიას საკუთარი სახელი ჰქონოდა და  კვარტეტად გავერთიანებულიყავით.

 

რატომ შეარჩიეთ სახელწოდება „მაისი“ და რა ისტორიას ან ემოციას უკავშირდება ის?

სახელწოდება „მაისი“ შემთხვევით არ შეგვირჩევია. 2 მაისი ქუთაისქალაქობის დღეა, ეს თვე განსაკუთრებულად უკავშირდება ჩვენს ქალაქს და მის ისტორიას. ჩვენთვის „მაისი“ მხოლოდ თვე არ არის – ის ქუთაისთან, მის ტრადიციებთან და იმ გარემოსთან ასოცირდება, რომელმაც შეგვქმნა როგორც ადამიანები და მუსიკოსები. ამიტომ, როდესაც როგორც კვარტეტ „მაისს“ გვაცხადებენ, ზედმეტი ახსნისა და განმარტების გარეშეც ნათელია, რომ ქუთაისელები ვართ. ეს სახელი ჩვენი ქალაქისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

 

 

ქუთაისი განსაკუთრებული მუსიკალური ტრადიციების ქალაქია. როგორ აისახება ეს თქვენს შემოქმედებასა და შესრულების მანერაზე?

დიახ, ნამდვილად ასეა და ქუთაისის მუსიკალური ტრადიციები ჩვენი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვცდილობთ, ყველაფერი ძველი და ტრადიციული შევინარჩუნოთ, თუმცა ისეთი ფორმით შევთავაზოთ მსმენელს, რომ თანამედროვე ცხოვრებასაც ბუნებრივად შეერწყას. სწორედ ამიტომ, ჩვენს რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველ ქალაქურ სიმღერებსა და ქუთაისზე შექმნილ შესანიშნავ ნაწარმოებებს. ამასთან, ძალიან გვიყვარს გიტარის თანხლებით შესრულება, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მანერა ყველაზე კარგად გადმოსცემს ქუთაისური მუსიკალური ტრადიციების სიდიადეს.

 

ქალაქური სიმღერა თაობებს აერთიანებს. თქვენი აზრით, რა განაპირობებს მის მუდმივ პოპულარობას?

ქალაქური სიმღერების მუდმივ პოპულარობას გემოვნებიანი და ხარისხიანი მუსიკა განაპირობებს. სწორედ ეს მუსიკა აერთიანებს  სხვადასხვა თაობას. ამიტომაც, ვფიქრობთ, წარმოუდგენელია ქალაქური სიმღერა ვინმეს არ მოეწონოს.

 

როგორ იბადება თქვენი რეპერტუარი და რა კრიტერიუმებით არჩევთ სიმღერებს?

რეპერტუარის შერჩევაც, პირველ რიგში, გემოვნების საკითხია. ალბათ, არ არსებობს ქართული ქალაქური კლასიკური სიმღერა, რომელიც ჩვენ არ გვიმღერია ან ჩვენს რეპერტუარში არ ყოფილა. სიმღერების არჩევასთან დაკავშირებით არასდროს გვიდავია, ყოველთვის ბუნებრივად ვთანხმდებით, რა უნდა შევასრულოთ. ბავშვობიდან რა სიმღერებიც გვესმის და რასაც ვმღერით, იმ ნაწარმოებებს ვამატებთ რეპერტუარში და მათ პროფესიონალურად შესრულებაზე ვმუშაობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სიმღერა არა მხოლოდ შევასრულოთ, არამედ მისი ხასიათი, ემოცია და სილამაზე სრულყოფილად მივიტანოთ მსმენელამდე.

 

ვინ არის კვარტეტ „მაისის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ვფიქრობთ, ნებისმიერი ადამიანის თუ შემოქმედებითი ჯგუფის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, პირველ რიგში, საკუთარი ოჯახია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, ჩვენი ძვირფასი და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას, გვერდით დგომასა და გამხნევებას მუდმივად ვგრძნობთ. სწორედ ოჯახის წევრები გვაძლევენ სტიმულს და რწმენას, რომ ყველაფერი გამოგვივა. ალბათ, ამიტომაც გვინდა, რომ ჩვენს მსმენელთან,  მაყურებელთანაც ისეთივე გულწრფელი და თბილი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც ოჯახის წევრებთან. როდესაც სცენაზე ვდგავართ, ვცდილობთ, თითოეულმა მსმენელმა იგრძნოს ეს სიახლოვე. თუ ამას შევძლებთ და გულწრფელი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მსმენელიც ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი გახდა.

 

გაიხსენეთ პირველი გამოსვლის ემოცია. როგორ დაგამახსოვრდათ მაყურებელთან შეხვედრა?

პირველი გამოსვლა მაყურებლის წინაშე, დიდ მღელვარებასთან ერთად, უდიდესი სიამოვნება იყო. რა თქმა უნდა, დასაწყისში მორიდება და ბუნებრივი შიშიც გვქონდა, რადგან ყოველთვის გვსურს, რომ მსმენელს ჩვენი შესრულება მოეწონოს, სასიამოვნო ემოციები მიიღოს და კარგი დრო გაატაროს.

დღეს, როდესაც დიდ აუდიტორიასთან ჩვენს დებიუტს ვიხსენებთ, ნამდვილად კმაყოფილები ვართ. საბედნიეროდ, მაყურებლის სიყვარულმა და მხარდაჭერამ თავდაჯერება შეგვმატა და დაგვანახვა, რომ სწორ გზაზე ვიდექით. სწორედ ამიტომ ვართ მათი მადლიერი. დროის გასვლასთან ერთად ვცდილობთ, უფრო მეტად განვვითარდეთ, მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ყოველი მომდევნო შეხვედრა მსმენელთან წინაზე გაცილებით სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გავხადოთ.

 

ოთხი განსხვავებული ხასიათისა და მუსიკალური ხედვის გაერთიანება ყოველთვის საინტერესო პროცესია. როგორ პოულობთ საერთო ხმასა და საერთო იდეას?

მიუხედავად იმისა, რომ ოთხივეს განსხვავებული პროფესია და ყოველდღიური საქმიანობა გვაქვს, საერთო ენის პოვნა, მუსიკასთან დაკავშირებით, არასდროს გვიჭირს. ყველაზე რთული, როგორც წესი, სარეპეტიციო დროის შეთანხმებაა. ხშირად გამოწვევად იქცევა ყველასთვის მოსახერხებელი დროის გამონახვა, რადგან თითოეულს საკუთარი საქმე და ვალდებულებები აქვს. ზოგჯერ ერთი რეპეტიციის გადადებაც ან რომელიმე წევრის არყოფნა პრობლემას ქმნის, რადგან თუ ერთ-ერთი ვერ ახერხებს მოსვლას, დანარჩენი სამის შეკრებასაც ნაკლები აზრი აქვს.

თუმცა, რაც შეეხება მუსიკალურ ხედვას, სიმღერების შერჩევასა და მათ დამუშავებას, ამ მხრივ არასდროს გვქონია უთანხმოება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი გემოვნება და დამოკიდებულება ქალაქური სიმღერის მიმართ ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ყოველთვის მარტივად ვთანხმდებით, რა უნდა შევასრულოთ და როგორ უნდა მივაწოდოთ მსმენელს.

 

 

არის თუ არა სიმღერა, რომელიც თქვენი კვარტეტის ისტორიას ან მეგობრობას ყველაზე კარგად გამოხატავს?

სიმღერა, რომელიც ჩვენი კვარტეტის ისტორიას, მეგობრობასა და ემოციებს ყველაზე კარგად გამოხატავს, უდავოდ „მოვა მაისია“. გენიალური ჯანსუღ კახიძის ეს ყველასთვის საყვარელი სიმღერა ბავშვობიდან განსაკუთრებულად ახლობელია ჩვენთვის. ალბათ, ძნელად მოიძებნება მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ეს სიმღერა რეპერტუარში არ ჰქონდეს, თუმცა ჩვენთვის მას კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთგვარად, ეს სიმღერა ჩვენს სახელთანაც ასოცირდება. ხშირად, როდესაც სადმე ჩვენს გამოსვლას ელოდებიან, ხუმრობით თუ სითბოთი გვახსენებენ „მოვა მაისს“ და მის შესრულებას გვთხოვენ. ამიტომ ეს სიმღერა ჩვენთვის მხოლოდ საყვარელი ნაწარმოები კი არა, კვარტეტ „მაისის“ ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდა.

 

რა გინდათ, რომ მსმენელმა თქვენი სიმღერის დასრულების შემდეგ იგრძნოს? ნოსტალგია, სიხარული თუ ქუთაისური სითბო?

ალბათ, ყველაფერი ერთად – ნოსტალგია, სიხარული და ქუთაისური სითბო. ვფიქრობთ, სწორედ მაშინ არის შემსრულებლის მიზანი მიღწეული, როდესაც ეს ემოციები ერთდროულად მოიყრის თავს მსმენელში. სხვადასხვა ხასიათისა და რიტმის მქონე სიმღერამ, შესაბამისი შესრულებით, უნდა შეძლოს ადამიანის ემოციებზე ზემოქმედება, მოგონებების გაცოცხლება და სასიამოვნო განწყობის შექმნა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიმღერის დასრულების შემდეგ მსმენელის აღფრთოვანებას ვგრძნობთ. ეს ემოცია  ჩვენთან ბრუნდება აპლოდისმენტების, თბილი სიტყვების, მადლიერების სახით.

 

კვარტეტს სულ რამდენიმე თვის ისტორია აქვს… როგორ  წარმოგიდგენიათ მისი მომავალი და რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

კვარტეტ „მაისის“ მომავალი, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის სამსახურში გვესახება. გვჯერა, რომ შრომითა და მონდომებით ბევრი მიზნის განხორციელებას შევძლებთ. თუმცა, ყველაზე დიდი სურვილი მხოლოდ მუსიკალური წარმატება არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას სწორი გზა ვაჩვენოთ. ეს არის გზა, რომელიც ჩვენმა მშობლებმა, უფროსმა თაობებმა და ქართულმა ტრადიციებმა გვასწავლა. თუ ჩვენი სიმღერითა და შემოქმედებით ახალგაზრდებს შევაყვარებთ ქართულ სიმღერასა და კულტურას, ჩავთვლით, რომ ყველაზე კარგი საქმე გავაკეთეთ.

გვჯერა, რომ ხვალ სწორედ ისინი გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელსაც დღეს ჩვენ ვემსახურებით, და ასე გადაეცემა ქართული სიმღერის სიყვარული თაობიდან თაობას უწყვეტად, უსასრულოდ!..

 

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდი “ბალენსიაგას” ახალ კამპანიაში

#OK! ბელა ჰადიდი “ბალენსიაგას” ახალ კამპანიაში

June 2, 2022
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! ვინ არის 55 წლის მილიარდერი, რომელსაც ჟიზელ ბიუნჰენი ხვდება

#OK! ვინ არის 55 წლის მილიარდერი, რომელსაც ჟიზელ ბიუნჰენი ხვდება

March 17, 2023
#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

December 14, 2023

კვირის ჰიტები

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

August 22, 2026
#OK! People-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა

#OK! People-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები