რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Hollywood News

#OK! “ის ვამპირივითაა, ასაკის მატება არ ეტყობა” – ჯარედ ლეტო დღეს 51 წლის გახდა

December 26, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

ჯარედ ლეტოს საზოგადოებაში ხშირად მოიხსენიებენ ვამპირად, რადგან პუბლიკის აზრით მას ასაკის მატება არასდროს ეტყობა. ჯარედი გასული წლების განმავლობაში მაყურებელს თავი არაერთი შესანიშნავი
პერსონაჟით დაამახსოვრა, თუმცა ის ამჯერად საზოგადოების წინაშე ყველაზე განსხვავებული
როლით წარსდგა.

2022 წელი ამ მიმართულებით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ოსკაროსანმა მსახიობმა „მარველის“ კომიქსის მიხედვით შექმნილი პერსონაჟი
მაიკლ მორბიუსი განასახიერა, ადამიანი, რომელიც ადამიანი ობობას კომიქსების ერთ-ერთი
მთავარი პერსონაჟია. მაიკლი არის მეცნიერი, რომელიც გადაიქცევა ვამპირად, როდესაც ცდილობს
იპოვოს გზა დაავადების განსაკურნებლად.

Jared Leto on Morbius, WeCrashed and New 30 Seconds to Mars Album - Variety

„ამ როლში ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ მომეცა დიდ ეკრანზე პერსონაჟის გაცოცხლების
შესაძლებლობა. ძალიან რთულია მაყურებელს თავი საკულტო პერფორმანსით დაამახსოვრო,
რადგან ხშირად ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები სხვადასხვა ფილმში, სხვადასხვა
მსახიობის ინტერპრეტაციით ყალიბდება. მაიკლ მორბიუსი საკუთარი ისტორიით დიდ ეკრანზე
აქამდე არასდროს გამოჩენილა, შესაბამისად მისი როლის მორგება ჩემთვის ძალიან საინტერესო
აღმოჩნდა, მადლობა „მარველს“, რომ ამ პერსონაჟის ჩემებურად ჩამოყალიბების საშუალება
მომცა“.

რამდენად რთული იყო თქვენთვის აღნიშნულ როლზე მუშაობა, რადგან, როგორც აღნიშნეთ,
მაიკლ მორბიუსი დიდ ეკრანზე საკუთარი ისტორიით პირველად გამოჩნდა.

„მუშაობა ნამდვილად არ გამჭირვებია, არც როლში შესვლა. ვამპირები ყოველთვის ძალიან
მიყვარდა (იცინის), ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც ამ ჟანრში ვნახე იყო შავ-თეთრი
დრაკულა, ასე რომ ეს მიმდინარეობა ყოველთვის მომწონდა.“

„კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ამ ფილმში მონაწილეობას დავთანხმდი იყო სურვილი მქონოდა
განსხვავებული გამოცდილება. ტრანსფორმაცია მეხმარება ვიყო უკეთესი მსახიობი. გადასაღებ
მოედანზე ყოველთვის ძალიან ბევრს ვსწავლობ, სიახლე მნიშვნელოვანია. მე კი
გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. არასდროს მინანია გარისკვა“.

Jared Leto on Morbius, WeCrashed and New 30 Seconds to Mars Album - Variety

რითი განსხვავდება მაიკლ მორბიუსი სხვა პერსონაჟებისგან, რომლებიც აქამდე გითამაშიათ?

„მორბიუსი საკმაოდ კომპლექსური პერსონაჟია. ის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც ძალიან
ბევრი პრობლემა და კონფლიქტია. ის არის ბიჭი, რომელსაც სჭირს საშინელი დაავადება და
აინტერესებს მეცნიერება, მან საკუთარი ცხოვრება ამ დაავადების მკურნალობას მიუძღვნა, უცებ
კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ის აანალიზებს, რომ აქვს ძალა, რომელიც მანამდე
არასდროს უგრძვნია“.

„იყო მომენტები, როდესაც როლში იმდენად შევდიოდი, რომ გამოსვლა მიჭირდა. მე ვისწავლე
მეპოვნა გზა მოსადუნებლად, მედიტაცია მეხმარება მუშაობის პროცესში და მაძლევს ძალას,
მქონდეს შინაგანი სიმშვიდე, როდესაც ვარ დაღლილი და არ შემიძლია ნორმალურად
ფუნქციონირება გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგაც კი“.

Jared Leto delayed 'Morbius' production by using fake crutches around set

რეკლამა

რამდენიმე თვის წინ 50 წლის გახდით. ხშირად გულშემატკივრები ხუმრობით „ვამპირს“
გეძახიან, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რამდენიმე წელი გადის, თქვენ ყოველთვის შესანიშნავად
გამოიყურებით. რა არის თქვენი საიდუმლო?

„არ ვიცი, ალბათ გენეტიკა, დედაჩემი ჩემს ასაკში ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა, ხალხი
ხშირად საუბრობს ჩემს ასაკზე. სამწუხაროა, რომ არ ვიღებ უფრო მეტ როლს, სადაც შედარებით
პატარა ასაკის პერსონაჟს განვასახიერებ. ალბათ, არ ვიყენებ შესაძლებლობებს ჩემს
სასარგებლოდ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს… ჩემი აზრით, მთავარი რამ, რაც ადამიანს
ახალგაზრდულობას უნარჩუნებს არის ცხოვრებაზე წარმოდგენა, აზროვნება, პოზიტიურობა და
ადამიანებისადმი კარგი დამოკიდებულება.“

ხშირად აღნიშნავთ, რომ ყოველთვის ყველაფერს აკეთებთ მიზნის მისაღწევად, რას ურჩევდით
დამწყებ მსხიობებს, ან თუნდაც თქვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ მომავალში
დაიწყონ სამსახიობო საქმიანობა?

„მე მოუთმენელი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს დროს. სწორედ ამიტომ,
ერთდროულად ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია, რაც ჩემი მიზნების მიღწევაში ყოველთვის
მეხმარება. ამგვარი აზროვნება გასულ წლებში არ მქონდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც
ერთ რამეზე ვიტყოდი კის, მეორეზე უარის თქმა მომიწევდა“.

„თუ გინდათ, რომ რაღაცას მიაღწიოთ, მაშინ გეტყვით ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება მოსასმენად
სასიამოვნო სულაც არ იყოს. მე ძალიან ბევრს ვშრომობდი, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ
მიზნისთვის მიმეღწია, მაგრამ ყოველთვის არსებობდა საფასური, რომელიც უნდა გადამეხადა.
თქვენ აუცილებლად მოგიწევთ რაღაცის დათმობა, მთავარია იცოდეთ, ღირს თუ არა ეს
ყველაფერი ამად“.

Rumored First Look At Jared Leto As Marvel's Morbius… | Kerrang!

თქვენი პერსონალური სტილი ძალიან ბევრს ამბობს თქვენს პიროვნებაზე. როგორც ხშირად
ახსენებთ, მოდა არ არის მხოლოდ „ჩაცმის ხელოვნება“, ეს უფრო პირადული რამაა. როგორ
აყალიბებთ თქვენს საკულტო სტილს და რა ხდება თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

„სტილი ჩემთვის ძალიან პერსონალურია, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოსი, რაც
ადამიანებს გვაცვია. გარშემო ძალიან ცოტა ადამიანია, რომლებზეც მართლა ვფიქრობ, რომ
კარგად აცვიათ. არა იმიტომ, რომ მათი სამოსი კარგი არაა, უბრალოდ ის მათ პიროვნებებთან
ახლოს საერთოდ არაა. სამოსი ადამიანების ენერგიას და მათ შემართებას უნდა უხდებოდეს“.

„ჩემი სტილი დამოკიდებულია ჩემს ხასიათზე და იმაზე, თუ რას ვაკეთებ, წლების გასვლის
შემდეგაც კი ალბათ მხოლოდ რამდენიმე ჩაცმულობა თუ მოიძებნება, რომელთა ჩაცმასაც ვნანობ,
თუმცა კონკრეტულად ახლა არც ერთი არ მახსენდება“.

„პაოლო გუჩის შესანიშნავი სტილი ჰქონდა, სწორედ ამიტომ გამიხარდა როდესაც მისი როლის
შესრულების პატივი მხვდა წილად. მას ჰქონდა წარმოუდგენლად ორიგინალური ხედვა,
განსხვავებული ფორმების, ფერებისა და ნიმუშების შერწყმის, რაც მის ხედვას კიდევ უფრო
უნიკალურს ხდიდა“.

House of Gucci": Jared Leto and his most dramatic transformations - 24 News Recorder

თქვენს სტილს ხშირად ადარებენ ალესანდრო მიკელეს, რომელთანაც მრავალწლიანი საქმიანი,
ასევე მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებთ. რა არის ის კონკრეტული მახასიათებლები, რაც
თქვენსა და ალესანდროს სტილს აერთიანებს?

„პირველ რიგში, ალესანდრო ჩემი ძალიან დიდი ხნის და ძალიან ძვირფასი მეგობარია, ჩვენ
ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. თითქმის ერთი და იგივე ასაკის ვართ, მსგავსი შემოქმედებითი
მისწრაფებები გვაქვს, ვგიჟდებით ჩვენს საქმეზე და ყველაფერს ვაკეთებთ მიზნების მისაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება, რაც ალესანდროს გააჩნია, არის სიმშვიდე, მას

პრეტენზია არასდროს არაფერზე აქვს. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია, რომელიც ყოველთვის
მადლიერია. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ საქმიან შეხვედრაზე ვართ თუ უბრალოდ ვისვენებთ
ერთად, მასთან დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნოა“.

Jared Leto and Alessandro Michele's Met Gala Looks Take Twinning to the Next Level | Vogue

გაიგე მეტი: მორბიუსიჯარედ ლეტო
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! “მამაჩემის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის” – დევიდ ბექჰემი ინსპირაციას ბავშვობაში საკუთარი მამისგან იღებდა
Hollywood News

#OK! “მამაჩემის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის” – დევიდ ბექჰემი ინსპირაციას ბავშვობაში საკუთარი მამისგან იღებდა

February 3, 2023
#OK! “გამონაყარი სირცხვილი არ არის, ის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზია” – სელენა გომეზი ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
Hollywood News

#OK! “გამონაყარი სირცხვილი არ არის, ის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზია” – სელენა გომეზი ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

February 3, 2023
#OK! “სამწუხაროდ, ვფიქრობ, უილიამი ვალენტინობას ყვავილებს არ მიყიდის” – ქეით მიდლტონისა და ფლორისტის საუბარი ინტერნეტს იპყრობს
Hollywood News

#OK! “სამწუხაროდ, ვფიქრობ, უილიამი ვალენტინობას ყვავილებს არ მიყიდის” – ქეით მიდლტონისა და ფლორისტის საუბარი ინტერნეტს იპყრობს

February 3, 2023
#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან
Hollywood News

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან

February 3, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! 47 წლის პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური ELLE-ის დეკემბრის ნომრისთვის

#OK! 47 წლის პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური ELLE-ის დეკემბრის ნომრისთვის

November 25, 2021
#OK! “ჰარიმ პოპულარობა და დიდება სამეფო ოჯახზე მაღლა დააყეენა,”- პრინცი უილიამი

#OK! “ჰარიმ პოპულარობა და დიდება სამეფო ოჯახზე მაღლა დააყეენა,”- პრინცი უილიამი

April 8, 2021
#OK! Drop wellness კოქტეილები – თმის თერაპია − HAIR MIRACLE

#OK! Drop wellness კოქტეილები – თმის თერაპია − HAIR MIRACLE

December 29, 2022
#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

September 5, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან

February 3, 2023
#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

January 30, 2023
#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

January 31, 2023
#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

February 3, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×