• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! გაცოცხლებული ისტორიები ციფრული ფოტომატიანე

იანვარი 21, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ციფრული ფოტომატიანე“ – ეს არის პროექტი, რომლის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოაჩინოს, გააციფროს და გადაარჩინოს ოჯახებსა თუ დაწესებულებებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტომასალები. პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფი, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ახდენს ფოტოების გაციფრებას და ამ მასალის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში განთავსებას. პროექტის შესახებ უფრო დეტალურად მისი ხელმძღვანელი, რუსუდან ასათიანი და პროექტის თანაავტორი და ორგანიზატორი, თაკო როდონაია გვიამბობენ.

 

 

მოგვიყევით „ციფრული ფოტომატიანეს“ შესახებ − რას ემსახურება და რა არის პროექტის მიზანი?

(თაკო):  პროექტი 2014 წელს დავიწყეთ და მისი მიზანი მაშინვე ძალიან მკაფიო იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახ-ოჯახ შეგვეგროვებინა საინტერესო ფოტოების ციფრული ვერსიები და ერთ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ასე გაჩნდა ჩვენი „ციფრული ფოტომატიანე“, რომელიც დღეს ათასობით ფოტოს აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

(რუსუდანი):  „ციფრული ფოტომატიანე“ გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული პროექტი, სადაც განთავსებული ფოტომასალის რაოდენობა ძალიან დიდია და მოიცავს დაახლოებით 100 000 ფოტოს.

ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს დიდი ციფრული ბაზა – ციფრული ბიბლიოთეკა, რომელსაც ეწოდება „ივერიელი“ და „ციფრული ფოტომატიანე“ სწორედ მისი შემადგენელი ნაწილია. ეს იყო პირველი ციფრული ბაზა, ახალი მოვლენა ქართულ რეალობაში, სადაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი რაოდენობის ფონდისა თუ კოლექციის განთავსება.

 

რა სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი „ციფრული ფოტომატიანეს“ მეშვეობით?

(რუსუდანი):  გარდა ფოტოებისა, აქ განთავსებულია წიგნები, ჟურნალები, აუდომასალები, ნოტები, ეტიკეტები, ანუ საკმაოდ მრავალმხრივ ციფრულ რესურსს ვფლობთ. ასევე ოჯახებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში დაცულ მასალებს, რადგან განადგურების ყველაზე მაღალი საფრთხის წინაშეა ეს არქივები, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ოჯახებში შენახული ფოტოები კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშეა, რადგან ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი მთელი ფოტომასალა ნადგურდება, ამიტომ ძალიან ვჩქარობთ ყველაფერს ციფრული სახით მოვუყაროთ თავი.

 

(თაკო):  პროექტი იქცა უნიკალურ შესაძლებლობად, ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს საინტერესო, ვიზუალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესახებ, აღმოაჩინოს საინტერესო ადამიანები და ახლებურად დაინახოს თითქოს ნაცნობი ფაქტები. პროექტის წარმატება განაპირობა ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობამ და სურვილმა, მათი ოჯახის ფოტოებიც გაეზარებინათ ამ არქივისთვის.

 

სად შეგვიძლია დავათვალიეროთ წარმოდგენილი ფოტომასალა და რამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი?

(რუსუდანი):  ფოტომასალა შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში. კოლექციების ძირითადი ნაწილი ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ, თუმცა გარკვეული ნაწილი დახურულ წვდომაშია, რადგან ვრცელდება საავტორო უფლებები ან თავად მფლობელს არ სურს განათავსოს ინტერნეტში თავისი არქივი. ამ შეთხვევაში თქვენ მხოლოდ ბიბლიოთეკაში გაქვთ წვდომა ამ ნაწილზე. ფოტომასალას ვიბარებთ ხელშეკრულების საფუძველზე − მფლობელი აცხადებს თანხმობას, რომ მისი კოლექცია განთავსდეს ინტერნეტში. ყველა ფოტოს აქვს თავისი ბიოგრაფიული აღწერილობა და ვიზუალურ მასალასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ გამოსახული ადამიანის შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩვენთან წარმოდგენილია არაერთი არაიდენტიფიცირებული ფოტო, რომლის შესახებაც მფლობელს არ აქვს ინფორმაცია და ინტერნეტში განთავსების შემდეგ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ამოიცნობენ და ამის შემდეგ ვწერთ აღწერილობას.

 

როგორ ხდება მასალის მოძიება და შემდეგ გაციფრულება?

(რუსუდანი):  ოჯახებში დაცული ფოტოების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის მთავარმა ბიბლიოთეკამ, ჩავრთეთ რეგიონული ბიბლიოთეკები, კონტაქტების მოძიებაში დასახმარებლად, რომელთაც აქვთ ფოტოარქივები წერილებთან ერთად. ანუ ბიბლიოთეკა ხშირად ძირითადი საკონტაქტო პირია. ბევრს არ ემეტება თავისი საოჯახო არქივი გასაჩუქებლად, ამიტომ გაციფრულების შემდეგ უვნებლად ვუბრუნებთ მათ ორიგინალებს. სახელმწიფო ორგანიზაციების შემთხვევაშიც იგივე პროცესია − მივდივართ და ადგილზე ვაციფრებთ მასალას.

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაგვიკავშირდნენ და ერთად გავაციფროთ და ერთად შევქმნათ ისტორია, რომელიც არის არა ადამიანების მიერ დაწერილი, არამედ რეალურ ისტორიებს უკავშირდება, რომელიც შეგვიძლია ვიზუალურად ვაჩვენოთ საზოგადოებას და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის.

 

(თაკო):  მართალია, ხშირად ფოტოს ირგვლივ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება, თუმცა ერთ სივრცეში ფოტოების გაერთიანებამ, ერთმანეთი ინფორმაციულად შეავსო. ხშირად, ერთი აღმოჩენილი ფოტო სხვა არსებულის ერთგვარი გაგრძელებაც გამხდარა.

 

როგორ შეაფასებდით ისტორიული არქივების ტექნოლოგიებთან დაკავშირებას?

(თაკო):  მიზანი ალბათ მიღწეულია, რადგან ფოტოების გაციფრების სამუშაოები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და შეგროვებული მასალა არაერთი საინტერესო პროექტის ინპირაციად იქცა.

 

(რუსუდანი):  ფოტომატიანე იყო პირველი მცდელობა, როდესაც ჩვენი ისტორიული არქივები ტექნოლოგიებს დავუკავშირეთ და ხელმისაწვდომი გავხადეთ არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის − იქნება ეს ოჯახში, მუზეუმში თუ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში დაცული არქივი. აქამდე თუ ის ჩაკეტილი იყო და ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა მასზე წვდომა, ახლა ტექნოლოგიების მეშვეობით ეს ყველაფერი შესაძლებელია ყველასთვის. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს შეადგენს და ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აინტერესებს არქივები, კომფორტულად შეუძლია შინიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით გაეცნოს მასალებს, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი.

ასევე გაეცანი

#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები
Techno

#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები

აპრილი 8, 2022
#OK! ელექტრონული კომერცია პანდემიის პირობებში
Techno

#OK! ელექტრონული კომერცია პანდემიის პირობებში

აპრილი 7, 2022
#OK! სოციალური მედიის ლიდერები: აპლიკაცია, რომელსაც ადამიანები 2021 წელს ყველაზე ხშირად იწერდნენ
Techno

#OK! სოციალური მედიის ლიდერები: აპლიკაცია, რომელსაც ადამიანები 2021 წელს ყველაზე ხშირად იწერდნენ

დეკემბერი 30, 2021
Techno

#OK! ფოტოაპარატის ევოლუცია

დეკემბერი 10, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! გლამურული კარლი კლოსი: მოდელი Galvan-ის ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული კარლი კლოსი: მოდელი Galvan-ის ძვირადღირებული კაბით!

ივნისი 11, 2021
#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

აპრილი 5, 2021
#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: ირინა შეიკის და 4 წლის ლეას უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: ირინა შეიკის და 4 წლის ლეას უახლესი პაპარაცული ფოტოები

იანვარი 14, 2022
#OK! “კინოინდუსტრიაში მომუშავე ქალი პროდიუსერებისთვის მუშაობა ძალიან რთულია” – მარგო რობი

#OK! “კინოინდუსტრიაში მომუშავე ქალი პროდიუსერებისთვის მუშაობა ძალიან რთულია” – მარგო რობი

ოქტომბერი 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

მაისი 24, 2022
#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

მაისი 20, 2022
#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

მაისი 24, 2022
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

მაისი 20, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×