• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 25, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფრანგმა დიზაინერმა სიმონ პორტ ჟაკმუსმა თავისი ბებია, ლილინ ჟაკმუსი, თავისი ბრენდის პირველ ამბასადორად დანიშნა – ინფორმაციას WWD ავრცელებს. ეს ჟესტი ვარსკვლავების დაქირავების პრაქტიკისგან მკვეთრად გამოირჩევა, თუმცა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში ადრე ჯგუფი Blackpink-ის ჯენი, კენდალ ჯენერი და Bad Bunny მონაწილეობდნენ.

თავის განცხადებაში დიზაინერმა ბებიას მისი ცხოვრების „ყველაზე განსაკუთრებული ქალი“ უწოდა. ლილინ ჟაკმუსი, რომელიც 1946 წელს, პროვანსში, ფერმერების ოჯახში დაიბადა, დიდი ხანია, შვილიშვილის მუზაა და ჩვენებებს რეგულარულად სტუმრობს. ლილინის, როგორც Jacquemus-ის მოდელის დებიუტი 2020 წელს, პანდემიის დროს შედგა. ბრენდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლილინის „ძალამ, ელეგანტურობამ და ავთენტურობამ“  მოდის სახლის ფილოსოფია ჩამოაყალიბა და დღემდე მის არსს განსაზღვრავს.

 

 

„ბებია ძლიერმა მარტოხელა დედამ, მინდვრებში, მზიან და უბრალო გარემოცვაში გაზარდა. ის Jacquemus-ის დაბადებამდეც კი ჩემი შთაგონების წყარო იყო. მისი ძალა, მისი ელეგანტურობა, მისი ავთენტურობა… მან ჩამოაყალიბა ჩემი ხედვა ქალების შესახებ და ის, თუ როგორ წარმომიდგენია ეს მოდის სახლი. ჩვენ გვიყვარს ის, ჩვენ მასზე ვგიჟდებით…“, – დაწერა დიზაინერმა ინსტაგრამში.

 

 

ჟაკმუსმა ბებიის, როგორც ბრენდის ამბასადორის ვალდებულებები ხუმრობანარევი ტონით აღწერა:

„ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, დაიცვას ბრენდის იმიჯი;

შეეგუოს, რომ მაკიაჟის, ვარცხნილობის, ლუქისა და სტილის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლო სიტყვა მოდის სახლს ეკუთვნის.

თავი აარიდოს ნებისმიერ კოლაბორაციას.

დაესწროს ყველა ჩვენებას ისე, თითქოს ეს  ოჯახური ვახშამია – წინა რიგში და არანაირი დისკუსია.

მოერიდოს სხვა მოდის სახლების სახელების ხსენებას.

მოერიდოს სხვა ბრენდების ტანსაცმლის ტარებას.

არასოდეს მოიწონოს სხვა ბრენდების პოსტები.

მოერიდოს სიტყვა „ბრენდის“ გამოყენებას, ამის ნაცვლად თქვას „ოჯახი“.

არ გაიხადოს Jacquemus-ის ნივთები სახლში, ღამით ან ძილის დროს.

არ შეიძლება ბრენდის ამბსადორის ნახვა, გადაღება, დახატვა, ან Jacquemus-ის გარდა რომელიმე სხვა მოდის სახლთან ასოცირება. ამბასადორი ყოველთვის უნდა იღიმოდეს, როგორც ყველა ჩვენგანი“, – დაასკვნა დიზაინერმა.

 

დიზაინერის ბებია Jacquemus-ის ბოლო ვიდეოში გამოჩნდა, სადაც შვილიშვილმა ბრენდის ახალი ჩანთა აჩუქა, რომელსაც მისი გარდაცვლილი დედის და ლილინის ქალიშვილის – ვალერის სახელი ჰქვია.

 

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от SIMON PORTE JACQUEMUS (@simon_porte_jacquemus)

ბრენდის 2009 წელს დაარსების დღიდან, Jacquemus ცნობილია თავისი ჩვენებებით, რომლებიც ღია ცის ქვეშ, თვალწარმტაც ადგილებში, მათ შორის ლავანდის მინდვრებში, მარილის მთებსა და ვერსალის სასახლეში იმართება. კვირას, ბრენდი თავისი შემდეგი კოლექციის წარდგენას პიკასოს მუზეუმში გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! “ეს ტრაგიკული ამბავი რომ არ მომხდარიყო შეიძლება არ ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ” – როგორ შექმნა 20 წლის ასაკში სიმონ პორტ ჟაკმუსმა საკუთარი ბრენდი

გაიგე მეტი: ლილინ ჟაკმუსისიმონ პორტ ჟაკმუსი

ასევე გაეცანი

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია
OK! News

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! EKAS BEAUTY HOUSE – თქვენი სილამაზისა და კომფორტის გარანტი

#OK! EKAS BEAUTY HOUSE – თქვენი სილამაზისა და კომფორტის გარანტი

October 20, 2024
#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

May 20, 2022
#OK! ქენდის სვეინფულის ქუჩის სტილი: მოდელის იშვიათი გამოჩენა!

#OK! ქენდის სვეინფულის ქუჩის სტილი: მოდელის იშვიათი გამოჩენა!

June 8, 2021
#OK! 2024 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფის 19 გენიალური კადრი

#OK! 2024 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფის 19 გენიალური კადრი

February 23, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები