• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გონების ფერწერა ჭადრაკი, სადაც ნონა გაფრინდაშვილი მეფობს

April 15, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჭადრაკი სამყაროს გონებრივი ალგორითმია, სადაც თითოეული სვლა არა მხოლოდ სტრატეგიული გადაწყვეტილება, არამედ არჩევანის, მოთმინებისა და შემართების გამოცდაა. თითოეული პარტიის დროს დაფასთან ორი მოთამაშე და ამდენივე განსხვავებული მსოფლმხედველობა ხვდება ერთმანეთს. როდესაც ამ თამაშს ვაკვირდები, ასე მგონია, ოსტატები არა მხოლოდ ფიგურებით იბრძვიან, არამედ საკუთარ სამყაროსა და შეხედულებებზე კამათობენ. ჭადრაკი რომ უფრო მეტია, ვიდრე თამაში, ეს არაერთხელ დაამტკიცა ნონა გაფრინდაშვილმა. საერთაშორისო საჭადრაკო ასპარეზზე თუ რაიმე ტიტული და ჯილდო არსებობს, ყველა მისია. მის ხელში ჭადრაკი სულაც არ არის მხოლოდ თამაში – ეს არის ნატიფი ხელოვნების ფორმა, რომელშიც ყოველი ნაბიჯი ფრთხილად გამოხატავს სამყაროს რთულ დინამიკას.

 

 

ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, უნდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის ჭადრაკი?

ჭადრაკი არსია ჩემი ცხოვრებისა. ჭადრაკი არის მთლიანად სტრატეგიაზე, გათვლასა და ლოგიკაზე აგებული თამაში. ხელოვნების სფეროსთანაც ახლოსაა თავის შინაარსით, მაგრამ სპორტის სახეობაა, რადგანაც ჩემპიონატები ტარდება და ვლინდება გამარჯვებულები.

 

თქვენი კარიერის განმავლობაში იყო უდიდესი წარმატებებით სავსე გზა, თუმცა ალბათ იქნებოდა ისეთი მომენტებიც, როდესაც გეგონათ, რომ ვერ გაიმარჯვებდით. როგორ შეძელით რთული მომენტების გადალახვა და რა გეხმარებოდათ ამაში?

გეთანხმებით, ნამდვილად ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ იყო სამწუხაროდ დამარცხებებიც, თუმცა ეს ძალზე იშვიათად ხდებოდა. მარცხის შემდეგ მოუთმენლად ველოდი მეორე დღეს, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი დაფასთან. ამ დროს არანაირ შიშს ან წნეხს არ განვიცდიდი და მშვიდად ვიგებდი. არასოდეს დამიშვია, რომ რამე შემიშლიდა ხელს გამარჯვებასა და წარმატების მიღწევაში. სპორტში ასეა, თუ ოდნავ მაინც შეგეპარა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, გაგიჭირდება ჩემპიონობა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ სპორტში ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ძლიერი ნერვების გარდა, წარმატების მთავარი პირობა გამარჯვებულის მენტალიტეტი გახლავთ.

 

როდესაც თქვენ ჭადრაკის სამყაროში შეაბიჯეთ, იყო თუ არა ეს ერთგვარი სტერეოტიპების მსხვრევა? მაშინ ქალი მოჭადრაკეები ხომ უმცირესობას წარმოადგენდნენ?

ნამდვილად მომიწია სტერეოტიპების მსხვრევამ, განსაკუთრებით მამაკაცებთან პაექრობის დროს. ისინი თავიდან ქედმაღლურად მიყურებდნენ, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ქალბატონებს საჭადრაკო კლასი აკლდათ. სულ რაღაც ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ისინი საპირისპიროში დამერწმუნებინა. სისტემატურად დავიწყე ძლიერი მამაკაცი მოჭადრაკეების დამარცხება, ამიტომაც გავხდი პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცებს შორის. მოგვიანებით ჩემს გაკვალულ გზაზე არაერთმა ქალმა მოახერხა იგივე.

 

აუცილებლად უნდა შევეხოთ ნეთფლიქსის თემასაც. რამ გამოიწვია თქვენი დიდი გულისწყვეტა, როდესაც სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ თქვენი სახელი არასწორ კონტექსტში იყო ნახსენები?

რამდენიმე ასპექტმა გამოიწვია ჩემი გულისწყრომა. მომიხსენიეს, როგორც რუსი მოჭადრაკე, არადა მთელმა მსოფლიომ იცოდა ჩემი ეროვნება და ის, რომ მე ძალიან ვამაყობდი ქართველობით. ზემოთ აღვნიშნე ჩემს მიღწევებზე მამაკაც მოჭადრაკეებთან პაექრობაში, სერიალში კი აღნიშნეს, რომ მე არც კი მქონდა მამაკაცებთან ნათამაშები. თითქოს ეს მხოლოდ მათი ფილმის გმირმა შეძლო. ანუ ჩემი მიღწევები დააკნინეს. ხანგრძლივი პროცესი მიმდინარეობდა, სასამართლომ გამოყო სპეციალური მედიატორი და საბოლოოდ დასრულდა შეთანხმებით. ამერიკულ სასამართლოებში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მეტს ვერაფერს დავამატებ.

 

როგორ უყურებთ დღეს ჭადრაკის განვითარების პროცესს საქართველოში? რა საჭიროებები არსებობს იმისთვის, რომ ეს სფერო უფრო მეტად განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში?

მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციები გრძელდება. ძალიან კარგი თაობები წამოვიდა ჩვენ შემდეგ. იმ წარმატებებს, რაც ქართულ ჭადრაკს აქვს, ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს. უბრალოდ, საქართველო ჭადრაკში გამარჯვებებს დაჩვეულია და უფრო ნაკლები შედეგები აღარ გვაკმაყოფილებს. არადა ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე ტრადიციულ და წარმატებულ სპორტის სახეობაშიც კი, თაობათა ცვლას სხვადასხვა შედეგი მოაქვს. რაც მთავარია, კარგი თაობა გვყავს, რომელსაც სახელმწიფოსა და ფედერაციისგან ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი კარგად მოსამზადებლად და გასამარჯვებლად.

 

 

გახსოვთ თუ არა ის მომენტი, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ჭადრაკი პირველად გამოჩნდა?

4 უფროსი ძმა მყავდა და ზუგდიდში, ჩვენს სახლში ხშირად იმართებოდა შეჯიბრი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ჭადრაკიც მათ შორის იყო. სწორედაც რომ ჩემს უფროს ძმებთან და მათ მეგობრებთან ჭიდილში არა მარტო ვისწავლე თამაში, არამედ გამომიმუშავდა ძლიერი სპორტული ხასიათიც, რაც შემდგომში დიდი წარმატებების მიღწევაში დამეხმარა.

 

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მსოფლიო ტურნეზე „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“. რას გულისხმობს ეს ტურნე?

82 წლის ასაკში გამოვაცხადე მსოფლიო ტურნე. ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, მაგრამ ჩემი დევიზია, „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე“. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე საქართველოში, ვატარებ ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსებს და შეხვედრა-საუბრებს, სახელწოდებით Nona Talks. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვთამაშობ ვეტერანთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. ჩემს ახლანდელ წარმატებებს  ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონის 8 ტიტულიც ადასტურებს.

 

გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი უდიდესი ტიტული მოუტანეთ, მსოფლიო ასპარეზზე თქვენს სახელს ასევე უკავშირდება ქართული კულტურის პოპულარიზაცია ჭადრაკის მეშვეობით. მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილ ჭადრაკებზე, რომელთაც „ქართული ცეკვა“ და „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვიათ.

ერთი წლის წინ გავაკეთე საკოლექციო ჭადრაკების ჩემი ხაზი და დავიწყე ორი სახეობის ჭადრაკის გამოშვება, „ ქართული ცეკვა“ და „ვეფხისტყაოსანი“. მახსოვს, პირველი ჭადრაკი (სპილოს ძვლის) საჩუქრად მივიღე პირველი ჩემპიონობის შემდეგ აკადემიკოს ნიკო კეცხოველისგან. საჩუქარს ახლდა მისივე წერილი – მოლოცვაც. ის აღნიშნავდა, რომ ოდითგანვე ჩვენს ქვეყანაში გოგონებს მზითევში „ვეფხისტყაოსანს“ და ჭადრაკს ატანდნენ. „ვეფხისტყაოსნის“ ჭადრაკის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. ჭადრაკი „ქართული ცეკვა“, რომელსაც ხშირად აცეკვებულ ფიგურებსაც ვუწოდებ, ჩვენი კულტურული საგანძურის ნაწილი და ჩემი დიდი სიყვარულია. ხშირად დავსწრებივარ ქართული კულტურის დღეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც ჩვენი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტებზე იქაური საზოგადოების აღტაცებულ ემოციებს ვაკვირდებოდი, ჟრუანტელი მივლიდა და სიამაყის გრძნობა მავსებდა. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა, თითოეული ჭადრაკის ფიგურა კი ამათუ იმ ქართულ ცეკვას ასახავს. „ცეკვა ქართული“ – მეფე-დედოფლის ფიგურებია. ეტლი – „ცეკვა სამაიაა“ და ა.შ. მინდოდა ჩემი ჭადრაკები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ამიტომაც გამოყენებულია სხვადასხვა ძვირფასი ქვა. ორივე ჭადრაკი ხელნაკეთია და ექსკლუზიურად დამზადებულია ჩემი ლოგოთი და ხელმოწერით. ის დამზადდება ლიმიტირებული რაოდენობით – 82 ცალი. ასევე შევქმენით საპრეზენტაციო დაფა, სადაც ერთ მხარეს ჩემი და საკოლექციო ჭადრაკების სურათები და გამონათქვამებია, ხოლო მეორე მხარეს – საჭადრაკო დაფა ჩემი ლოგოთი და ხელმოწერით. ჭადრაკების და საპრეზენტაციო დაფის შექმნის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, მსოფლიოს ტურნეს წამოწყების და სპორტული YOUTUB არხის გაშვების ინიციატორი კი ჩემი რძალი, ნათია ლოგუა გახლავთ. ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი.

 

 

ქალბატონო ნონა, თქვენი მუზეუმის შესახებაც მოგვიყევით.

ეს სახლ-მუზეუმი უფროა, რადგანაც ჩემთან სახლში, ერთ ოთახშია განთავსებული. იმდენად ბევრი სამახსოვრო პრიზი და ექსპონატია, ვერ ვეტევით. ჩემი ოცნებაა გავაკეთო მუზეუმი – საჭადრაკო კლუბი, სადაც ყველა მსურველს ექნება არა მარტო დათვალიერების შესაძლებლობა, არამედ ჭადრაკის თამაშისაც. მოეწყობა სპორტის საღამოები, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისადმი მიძღვნილი. მე და ჩემს შვილს გვაქვს სპორტული YOUTUB არხიც, სადაც ვიწვევთ სპორტის ვარსკვლავებს და სპორტში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს. დღესდღეობით ამ გადაცემას ჩემი ოთახი-მუზეუმიდან ვაკეთებთ. სამწუხაროა, რომ ერთდროულად ერთზე მეტ სტუმარს ვერ ვიწვევთ, რადგანაც ფიზიკურად ვერ ვეტევით. ასევე ვგეგმავ ჩვენივე YOUTUB არხზე ვაჩვენო, გავარჩიო ჩემი კარიერის საუკეთესო პარტიები. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით საინტერესო დამწყები, ნორჩი მოჭადრაკეებისთვის იქნება.

 

 

ბოლოს უნდა გკითხოთ. თქვენი წარმატებული კარიერის გზაზე რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციის მომცემი?

ყველაზე ძვირფასი, რაც ცხოვრებაში მიმიღია, იყო ხალხის სიყვარული, რომელსაც ვერასოდეს ვერ გადავიხდი და მამის სიტყვები-დარიგება პირველი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ – „თავში არ აგივარდეს“. მე ჩემი მხრიდან შემეძლო გულშემატკივრებისა და ჩემი ქვეყნისთვის სიხარულის მოტანა, რაც ვგონებ, ცუდად არ გამომდიოდა. ბუნებით მებრძოლი ვარ, ბრძოლისა და გამარჯვების ჟინი დღემდე არ გამნელებია და ამიტომაც ვაგრძელებ ვეტერანთა ტურნირებზე გამოსვლას.

დაბოლოს, ეს ინტერვიუ თქვენი ჟურნალის მარტის გამოცემისთვის არის. მინდა ყველა დედას მივულოცო 3 მარტი და ქალბატონებს – 8 მარტი. ბედნიერება და დიდი სიყვარული ვუსურვო მათ ოჯახებს, შვილებს კი ჯანმრთელობა და მშვიდობა. ქალბატონებო, გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენზე დგას ოჯახებისა და სრულიად ქვეყნის სიმშვიდე და სიძლიერე.

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო დარახველიძე

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე
Fashion

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები