• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მუსიკა და მედიცინა – ორი სრულიად განსხვავებული სამყარო. ჩვენმა რესპონდენტმა კი შეძლო მათ შორის საერთო ენის პოვნა და ამ ბალანსის შენარჩუნება. მელომანების ოჯახში გაზრდილი, ბავშვობიდან მუსიკითა და ხელოვნებით გატაცებული, დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული ორთოპედ-იმპლანტოლოგია საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და სტომატოლოგიური კლინიკა ZEPPELIN-ის დამფუძნებელი – ირაკლი ჩაჩუა ქმნის სივრცეს, სადაც მაღალი პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთს ერწყმის. ირაკლი ის ექიმია, ვინც პაციენტებს თავდაჯერებულ ღიმილს უბრუნებს.  ის „მედია გლობალ ჯგუფმა“ ჟურნალისტების რჩეულ სტომატოლოგად დაასახელა. OK!-სთან საუბარში ირაკლი გვიყვება, როგორ იქცა მედიცინა მის მეორე ხელოვნებად და რატომ სჯერა, რომ თითოეული პაციენტის ღიმილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია.

 

 

ირაკლი, გვიამბეთ თქვენ შესახებ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

გავიზარდე მელომანების ოჯახში, ადრეულ ასაკში დავიწყე გიტარისა და პიანინოს დაკვრა, პარალელურად ხატვა. სკოლის პერიოდში კი კინომუსიკით სერიოზულად დავინტერესდი. შემდგომში დავწერე კინომუსიკა რამდენიმე ცნობილი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, ასევე სატელევიზიო სერიალებისთვის, საბოლოოდ კი ჩემი მუსიკა Netflix-მაც იყიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც სტომატოლოგიურზე ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს დიდ განათლებას, გამოცდილებას და კრეატივს ლამაზი და ჯანსაღი ღიმილის შესაქმნელად. ჩემი პროფესიის პარალელურად კი, აქტიურად ვაგრძელებ კინოკომპოზიტორულ და სამხატვრო საქმიანობას ჩემს სტუდიაში.

 

როდის გადაწყვიტეთ კლინიკის დაარსება?

2014 წელს დავაარსე სტომატოლოგიური კლინიკა ZEPPELIN, რომელიც კვალიფიციურ ექიმებთან ერთად ზრუნავს პაციენტებზე და ქმნის ჯანსაღ ღიმილს. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით, პირის ღრუს ციფრული სკანერით და სტომატოლოგიური დანადგარებით. დღეისათვის „ზეპელინი“ სრულიად ციფრული სტომატოლოგიური კლინიკაა, სადაც ხდება ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობის შედეგის მიღება.

გარდა ამისა, ვართ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სასწავლო ბაზა, სადაც უცხოელ სტუდენტებს ვუტარებ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტებს უტარდებათ იმპლანტაცია, ვინირება, კერამიკული გვირგვინები. დანაკლისი ძვლის რეგენერაცია. ორთოდონტია, თერაპია და პაროდონტოლოგია ანუ სრული სტომატოლოგიური მკურნალობა.

 

რა უნდა იცოდეს პაციენტებმა დენტალური იმპლანტაციისას?

დენტალური იმპლანტაცია დღეისათვის არის დანაკლისი კბილების აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც შედგება ქირურგიული და საბოლოოდ ორთოპედიული ნაწილისგან. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პაციენტის ქეისი ერთი და იგივე არ არის, ყველა განსხვავებულია და, შესაბამისად, ჩვენც ყველას ინდივიდუალურად ვუდგებით. როდესაც პაციენტი ჩვენ მოგვმართავს, უპირველესად, ხდება გაცნობა და ანამნეზის შედგენა. ამის შემდეგ იწყება პირის ღრუს ვიზუალურად და ფუნქციურად შემოწმება და პაციენტი იგზავნება ჩვენს კლინიკაში კომპიუტერულ ტომოგრამაზე, სადაც ვადგენს ძვლის ხარისხს და მოცულობას და ვგეგმავთ ოპერაციას. ხშირად, ხანგრძლივ პერიოდში, დანაკლისი კბილები იწვევს ძვლოვანი ქსოვილების გაწოვას და ატროფიას, სწორედ ამიტომ ვახდენთ ძვლის რეგენერაციას (საჭიროების შემთხვევაში) და შემდეგ იმპლანტაციას. ან მხოლოდ იმპლანტაციას როგორც ერთეული დანაკლისი კბილებისას, ასევე ორივე ყბის ტოტალური რეაბილიტაციის დროს. თუ პაციენტის ძვლოვანი ქსოვილები გვაძლევს საშუალებას, ხდება ასევე ჩასმულ იმპლანტებზე დაუყოვნებლივი დატვირთვა დროებითი გვირგვინებით 24 სთ-ში, რომელიც იმპლანტების გაძვალების შემდეგ, ანუ ოსტეოინტეგრაციის შემდეგ შეიცვლება მუდმივი კერამიკული გვირგვინებით. ოსტეოინტეგრაციის პერიოდი საშუალოდ 4-6 თვეა, ამიტომ იმპლანტაცია კომპლექსური მმკურნალობის პროცესია და პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მკურნალობამდე შემდეგი:

სწორად შეარჩიოს ექიმი და კლინიკა, ჩაიტაროს სრულფასოვანი კონსულტაცია პროფესიონალთან, ჩაიტაროს შესაბამისი რენტგენოლოგიური და პირის ღრუს ციფრული კვლევა სწორი დიაგნოსტირებისათვის და ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის დანიშნულება.

 

რა უპირატესობები აქვს დენტალურ იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

დენტალური იმპლანტაციის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ აღვადგენთ უშუალოდ დანაკლის კბილებს და მეზობელ კბილებს ფიზიკურად არ ვეხებით. როგორც აღვნიშნე, იმპლანტაცია უკბილო ყბის აღდგენის ერთ-ერთი მეთოდია. არსებობს ყველასათვის ცნობილი ხიდისებრი კონსტრუქცია და მოსახსნელი პროთეზი, თუმცა ხიდების დროს ხდება ჯანსაღი კბილების დამუშავება და მათ უნდა იტვირთონ ასევე დანაკლისი კბილის დატვირთვაც. ხოლო პროთეზის შემთხვევაში ის მოსახსნელია, ვიზუალურად არაესთეტიკურია და პაციენტს საშინელ დისკომფორტს უქმნის.

აქედან გამომდინარე, იმპლანტაციას ალტერნატივა არ აქვს. პროცესი სრულიად უმტკივნეულოა და პოსტოპერაციული პერიოდიც მარტივია. რა თქმა უნდა, არსებობს რთული შემთხვევებიც, როდესაც გვიწევს მაგარი და რბილი ქსოვილების გადანერგვა იმისათვის, რომ კარგი ესთეტიკური და ფუნქციური შედეგები მივიღოთ, თუმცა პროცესი საბოლოოდ მინიმალურ ინვაზიას მოიცავს და აქვს წარმატების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

 

იმპლანტაციის გარდა თქვენ ასევე მოღვაწეობთ კოსმეტიკურ სტომატოლოგიაში. დეტალურად რომ გვიამბოთ სტომატოლოგიის ამ დარგის შესახებ?

კოსმეტიკური სტომატოლოგია დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური დარგია, რომელიც მიეკუთვნება ორთოპედიულ სტომატოლოგიას. კოსმეტიკური სტომატოლოგია მოიცავს კბილების ფერის და ფორმის ცვლილებას კერამიკული ვინირების ან გვირგვინების საშუალებით. ვინირები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კბილები ძლიერ დაზიანებული არ არის კარიესით ან ძველი მასშტაბური რესტავრაციებით. ვინირებისას კბილების მინიმალური დამუშავება ხდება, და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ საკუთარ ქსოვილებს, რის შედეგადაც ვიღებთ ლამაზ ესთეტიკურ შედეგს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვინირი ვერ კეთდება და ასეთ დროს ვიყენებთ კერამიკულ გვირგვინებს. კერამიკული გვირგვინები გამოიყენება, როდესაც გვაქვს კბილების არასწორი დგომა ან დარღვეული თანკბილვა, ასევე, როდესაც კბილები ძლიერ არის დაზიანებული. როდესაც პაციენტი მოდის, ვახდენთ კბილების, ღიმილის და სახის პროფესიულ მაკროფოტოგრაფირებას და ციფრულ სკანირებას. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რა სურს პაციენტს და რომელ მეთოდს გამოვიყენებთ ლამაზი ღიმილის შესაქმენელად.

 

თქვენ „მედია გლობალ ჯგუფის“ მიერ დასახელებული ხართ ჟურნალისტების რჩეულ სტომატოლოგად, რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის?

სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. როგორც ყოველთვის, მეც და „ზეპელინის“ ექიმებიც მზად ვართ ჩვენი პაციენტების მოლოდინები გავამართლოთ და შევქმნათ ჯანსაღი ღიმილი, რაც მათ თავდაჯერებულობას შემატებთ და წარმატებას მოუტანთ.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი სიახლეების გაცნობა, სწავლა და დანერგვა პრაქტიკაში. სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი პროფესიაა, ინერგება მკურნალობის ახალი პროტოკოლები, მუდმივი სიახლეები ბიომასალების მიმართულებით, ამიტომ პრაქტიკოსი ექიმი მუდამ უნდა ვითარდებოდეს. და რაც ყველაზე მთავარია, მან უნდა იზრუნოს პაციენტზე და მიიღოს მოცემული რეალობიდან საუკეთესო შედეგი. ამიტომ შრომა, თვითგანვითარება, საკუთარ თავში ინვესტირება ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

ალბათ პრაქტიკოსი ექიმისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა კმაყოფილი პაციენტი, რადგან პაციენტი გვანდობს თავის ჯანმრთელობას. ჩვენ მიერ შექმნილი ღიმილი პაციენტს უნდა ემსახუროს წლების განმავლობაში. ჯანსაღ და ლამაზს ღიმილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებისეულად, კარიერულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფუნქციურად.

 

სამომავლო გეგმები

მეც და ჩემი კლინიკის გუნდი ორიენტირებული ვართ მუდმივ განვითარებაზე, სიახლეებზე და მათ დანერგვაზე ყოველდღიურ პრაქტიკაში. სამომავლოდ ასევე, ვგეგმავთ სასწავლო ცენტრის გაკეთებას, სადაც გამოცდილებას გავუზიარებთ ჩვენს მომავალ და არსებულ კოლეგებს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გვანცა ახალაია

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრედლი კუპერი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ბრედლი კუპერი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში

January 18, 2022
#OK! ჭიქა ყავასთან – ნათელა გრიგალაშვილი (ვიდეო)

#OK! ჭიქა ყავასთან – ნათელა გრიგალაშვილი (ვიდეო)

April 2, 2025
#OK!  მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

#OK! მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

January 15, 2026
#OK! სასტუმრო „მაჟესტიკი“

#OK! სასტუმრო „მაჟესტიკი“

October 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები