• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სალომე თოდრიას რეკომენდაციები ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით

April 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ინტერიერის დაგეგმვა და კომფორტული გარემოს შექმნა შრომატევადი პროცესია. იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიხდება. დღეს შევეცდებით ცოტათი მაინც გაგიმარტივოთ ეს პროცესი და შემოგთავაზოთ სასარგებლო რჩევები. წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას – „ინტერიერის დიზაინერის რჩევები“, სადაც სალომე თოდრია გაგვიზიარებს რეკომენდაციებს სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

 

სალომე, რა უნდა გავითვალისწინოთ სივრცის ინტერიერის მოწყობისას?

სივრცის მოწყობა კომპლექსური პროცესია, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი. უპირველესად, თუ ვის ეკუთვნის ეს ობიექტი და რა ფუნქციას ასრულებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სივრცეს ინდივიდუალური მოდგომა სჭირდება, მაგრამ აუცილებელია თითოეული სივრცისთვის ინდივიდუალური ხასიათისა და განწყობის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით მიიღება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჩვენი ოჯახის ისტორია, ჩვენი თვისებები, ჰობი, რადგან ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება ინტერიერის მოწყობის დროს. ალბათ ყველა ჩვენთაგანის ოჯახში მოიძებნება საინტერესო ნივთები, წინაპრების მიერ დატოვებული ძვირფასი ავეჯი, ნახატები, წიგნები და ა.შ., რაც პირიქით, უნდა გამოვიყენოთ ინტერიერის მოწყობის დროს. რაც არ უნდა ულტრათანამედროვე ინტერიერი მოვაწყოთ, ამ ნივთებისთვის აუცილებლად მოიძებნება ადგილი (კორექტულად და გემოვნებით), რადგან სივრცე ასე უფრო ინდივიდუალურ ხასიათს იძენს და დასამახსოვრებელი ხდება. ასევე, სასურველია გამწვანების გამოყენება, რადგან მცენარეების ბუნებრივი სილამაზე თავისივე დეკორით შემოდის ინტერიერში.

ასევე, კარგი იქნება ე.წ. smart house-ის გამოყენება, თუ კერძო სახლის ან ბინის დაპროექტებას აპირებთ, რადგან ეს თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან გვიმარტივებს ცხოვრებას. მისი მართვა და სახლში არსებული სიტუაციის გაკონტროლება შეგვიძლია სახლიდან გასვლის შემდეგაც.

 

 

ავეჯის ზომა და რაოდენობა რაზეა დამოკიდებული?

პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორ სივრცეში ვმუშაობთ, როგორი ტიპის განათება გვაქვს, რა ტიპის იატაკია ინტერიერში, კედლის ფერი და რაც ყველაზე მთავარია, სამომავლოდ რა ფუნქცია ექნება ამა თუ იმ სივრცეს. შემდეგ უკვე ვანაწილებთ საჭიროების მიხედვით ავეჯს. თუ საუბარი გვაქვს სამზარეულოზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია სამზარეულო ტექნიკურად გამართული იყოს, ყველა საჭირო ტექნიკა – გამოყენებული, უსაფრთხოების ნორმები – დაცული და სათავსოები – სწორად გადანაწილებული. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ სასადილო მაგიდის განლაგებაზე, მის ზომებსა და დიზაინზე ფიქრს.

მისაღები სივრცის დაგეგმარების დროს კი, პირველ რიგში, კომფორტული სავარძლების განლაგებაზე, TV კუთხის მოწყობაზე უნდა იფიქროთ, ასევე დიდი სასადილო მაგიდის განლაგებაზე, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს მეპატრონეს. ამის შემდეგ კი შეგვიძლია დავამატოთ ჩვენთვის სასურველი ავეჯი.

 

 

 

განათება

განათებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ის განსაზღვრავს ჩვენ გუნება-განწყობას. თუ ამის შესაძლებლობა არის, სასურველია შეიძინოთ ბუნებრივად განათებული ბინები, ან თუ კერძო სახლის აშენებას გეგმავთ, გამოიყენეთ დიდი ზომის ფანჯრები და ვიტრაჟული შემინვა, არ დაინანოთ და გააკეთეთ ე.წ. skylight, რომელიც სამომავლოდ საერთოდ განსხვავებულ ატმოსფეროს შექმნის თქვენს ინტერიერში და არამარტო ინტერიერში.

რაც შეეხება რეგულარულ განათებას, ძირითადად, სასურველია ნეიტრალური და თბილი განათების გამოყენება (თუ კლინიკებსა და სპეცდაწესებულებებზე არ გვაქვს საუბარი), რადგან ამ ტიპის განათება უკეთესად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და მხედველობაზეც. ძირითადი განათება შეგვიძლია ნეიტრალური ნათების მეშვეობით შევქმნათ, ადგილებში თუ გამოყენებული გვაქვს ლედ განათება, იქ შეგვიძლია ორივე ტიპის ნათება გამოვიყენოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რის განათებას ვგეგმავთ. რაც შეეხება დამატებით და დაკორატიულ განათებებს, უკვე შეგვიძლია თბილი განათების გამოყენება, რომელიც ძირითადად, საღამოს საათებშია კომფორტული და უფრო მყუდრო გარემოს ქმნის. ეს ორი ტიპის განათება ერთად კარგად მუშაობს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს განათების დიზაინიც. ის ისევე შეიძლება გახდეს დეკორის ძირითადი ელემენტი, როგორც სხვა ნივთი ინტერიერში და მის გარშემო აიწყოს მთლიანი კონცეფცია, ან პირიქით, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ნეიტრალური წერტილოვანი განათებები კარგი ნათებით.

 

 

 

როგორ შევარჩიოთ კედლის ფერი?

რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სივრცე გვაქვს და როგორი განათება. ასევე, გასათვალისწინებელია ავეჯი, მისი ფერიც. დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცის ზომას, რადგან კედლის ფერს შეუძლია დააპატარაოს ან გაზარდოს სივრცე. ამ დროს კარგია, დიზაინერმა შექმნას 3D მოდელი, რომელიც ნათლად დაგანახვებთ, თუ რომელი ფერი რა როლს შეასრულებს და როგორ მოუხდება თქვენს სივრცეს. რა თქმა უნდა, პატარა სივრცის შემთხვევაში სასურველია ღია ფერების გამოყენება.

სტუდიური სტილის ბინისას – თუ სივრცე დიდია, შეგვიძლია პატარა ექსპერიმენტების ჩატარება, სხვადასხვა ფაქტურითა და ფერებით მუშაობა.

სასურველია, წინასწარ რამდენიმე ფერის შეძენა, რათა დატესტოთ კედელზე, რომ ზუსტად მიხვდეთ, თუ რომელი მოგწონთ და რომელი შეეფერება თქვენს სივრცეს.

 

 

ფანჯრის დიზაინი

ფანჯრის დიზაინი დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოცემულობაზე გვაქვს თავიდანვე საუბარი. თუ ეს საცხოვრებელი კორპუსია, ამ შემთხვევაში დიდი ცვლილებების შეტანა არ შეგვიძლია, რადგან ღიობების შეცვლა და გადაკეთება გარკვეული ტიპის მანიპულაციებზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ფანჯრის ხარისხის გაუმჯობესება.

მაგრამ თუ ვაშენებთ სახლს, ამ შემთხვევაში თავიდანვე შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი დიზაინის ფანჯრის შერჩევა.ფანჯრის შერჩევაც ნაწილობრივ დამოკიდებულია სახლის ადგილმდებარეობაზე, მის არქიტექტურასა და დიზაინზე. თუ სახლიდან იშლება კარგი ხედი, მაშინ რა თქმა უნდა, სასურველია, რაც შეიძლება დიდი ვიტრაჟული ფანჯრების ჩასმა. აგრეთვე შგვიძლია გამოვიყენოთ თაღოვანი და ფრანგული ტიპის ფანჯრები საძინებლებში ან ასევე მისაღებ სივრცეში, ამ ტიპის ფანჯრის არჩევა კი თავისით გვკარნახობს, თუ როგორი ინტერიერი უნდა შეიქმნას.

 

 

დეკორატიული ნივთები

რეალურად დეკორატიულ ნივთებს ვიყენებთ სივრცის გასაცოცხლებლად, უფრო მეტი სიმყუდროვისა და ხასიათის შესაქმნელად. ინტერიერში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ტიპის ოთახებში სხვადასხვა დეკორია საჭირო. დეკორის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთია, როცა ერთ ძირითად ელემენტს ვირჩევთ მთავარ დეკორად. ეს ელემეტი შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი ზომის ნახატი, ან პანო და მასზე იყოს მაქსიმალურად გაკეთებული აქცენტი, ამ შემთხვევაში მის ფონზე სხვა დეკორის ელემენტი იკარგება. ასევე, შეგვიძლია საპირისპიროდ მოვიქცეთ, ბევრი საინტერესო ნივთი მოვათავსოთ ერთად და ასე შევქმნათ დეკორი.

ინტერიერში სასურველია გამოვიყენოთ ისეთი დეკორი, როგორიცაა: საინტერესო ტექსტილი, სარკეები, გამწვანება, საათები, უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის ავეჯი/კამოდები, ნახატები, პანოები… ეს სია უსასრულოა, მაგრამ მთავარია, არ დაგვავიწყდეს მათი გამოყენება, რადგან სწორედ ეს პატარა დეტალები ქმნიან ულამაზეს კომპოზიციას.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი / პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე
Fashion

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები